26 აგვისტოს კაუნასში ვეტერან მოჭადრაკეთა ევროპის XII ჩემპიონატი დამთავრდა
26 აგვისტოს კაუნასში დამთავრდა ვეტერან მოჭადრაკეთა ევროპის XII ჩემპიონატი, რომელშიც ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, სენიორთა მსოფლიო და ევროპის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, დიდოსტატი თამარ ხმიადაშვილი და საქართველოს ექსჩემპიონი ნინო მელაშვილი მონაწილეობდნენ.

ბოლო ტურის წინ გაფრინდაშვილი 5,5 ქულით II-IV ადგილებს ინაწილებდა და მედლის მოპოვების რეალურ შანსს ინარჩუნებდა, რაც გამოიყენა კიდეც - თეთრი ფიგურებით ესტონელ ჰედა კრუუსიაუკს სძლია და 6,5 ქულით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ამდენივე ქულა მოაგროვა რუსმა გალინა სტრუტინსკაიამ, რომელმაც ბოლო ტურში თანამემამულე ტატიანა ბოგუმილს აჯობა და უკეთესი კოეფიციენტით მეორე ადგილი დაიკავა. 7,5 ქულით ევროპის ჩემპიონობა ესტონელმა ტატიანა ფომინამ მოიპოვა - გადამწყვეტ პაექრობაში თამარ ხმიადაშვილი დაამარცხა, რომელიც 5 ქულით VIII ადგილზე გავიდა. ნინო მელაშვილს 4,5 ქულით XII ადგილი ხვდა.

მამაკაცებში 7-7 ქულით (დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით) საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ნიკოლაი პუშკოვი (რუსეთი), 2. ვიქტორ კუპრეიჩიკი (ბელარუსი), 3. ევგენი მოჩალოვი (ბელარუსი).

საპრიზო ადგილებს მიღმა

თბილისელი დიდოსტატი ლევან აროშიძე ხშირად მონაწილეობს ესპანეთის საჭადრაკო ტურნირებში და წარმატებითაც.

ბარსელონაში გამართული საერთაშორისო ფესტივალი კი, რომელიც 26 აგვისტოს დამთავრდა, ჩვენებურისთვის უიღბლო გამოდგა.

მე-10 ტურში აროშიძემ ფინელი ვილკა სიფილა დაამარცხა, მაგრამ მხოლოდ 7,5 ქულას მოუყარა თავი, რაც საპრიზო ადგილებისთვის არ ეყო - მეთხუთმეტე ადგილით დაკმაყოფილდა.

ტურნირმა ერთპიროვნული გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რადგან 10 ტურის შემდეგ ერთბაშად ხუთ მონაწილეს აღმოაჩნდა 8-8 ქულა. დამატებითი მაჩვენებლებით მათ შორის ადგილები ასე განაწილდა: გჟეგორჟ გაიევსკი (პოლონეთი), ალექსანდრ რახმანოვი (რუსეთი), ემილიო კორდოვა (პერუ), ქევინ სპრაგეტი (კანადა), სამუელ შენკლენდი (აშშ).

ქომაგები ბერძნულ საერთაშორისო ტურნირში ("ისტმია 2012") მოასპარეზე დავით მაღალაშვილმა და შოთა აზალაძემაც ვერ გაახარეს: მაღალაშვილმა 9 შესაძლებლიდან 6,5 ქულა მოაგროვა და პირველ-მესამე ადგილებზე გასულ დმიტრი სვეტუშკინს (მოლდოვა), ერიკ ჰანსენს (კანადა), სუნდარ შიამს (ინდოეთი) ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩა, 6,5-ქულიან მოჭადრაკეებს შორის კი უარესი კოეფიციენტით მეცხრე საფეხურზე დამკვიდრდა. აზალაძემ 5,5 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა