ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ პირველობაზე ჩვენებურებმა თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს
თითო ვერცხლი და ბრინჯაო - ასეთი მწირი მონაგარით დაასრულეს საქართველოს წარმომადგენლებმა 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა, რომელსაც ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ უმასპინძლა. შეჯიბრებაში კი 22 ჩვენებური მონაწილეობდა.

ნიკოლოზ კაჭარავა 8-წლიანებში საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია. იოლად მოიგო თანატოლებში ევროპის თასი და ნანა ალექსანდრიას სახელობის ტურნირი. კონტინენტის პირველობაზეც მთელი შეჯიბრების განმავლობაში მეწინავეთა შორის იყო.

ბოლო ტურში თურქი ბარის ეკინ ოზენირი დაამარცხა და ცხრა შესაძლებლიდან 7,5 ქულა მოაგროვა. ამდენივე ქულას მოუყარა თავი ერთპიროვნული ლიდერის - დმიტრი ცოის (რუსეთი) მძლეველმა ცვეტან სტოიანოვმა (ბულგარეთი), რომელსაც უკეთესი კოეფიციენტი აღმოაჩნდა და ჩემპიონობაც მას ერგო. კაჭარავა ვერცხლის მედალს დასჯერდა. 7 ქულით მესამე იყო ინგლისელი ჯოშუა ალტმანი. საბა ლომსაძემ 5,5 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა.

ამ ასაკის გოგონებში ქართველები საგრძნობლად ჩამორჩნენ პრიზიორებს. რუსმა მარია კუტიანინამ ოქროს მედალი 8 ქულით მოიპოვა. დიანა ლომაიას კი 5 ქულით მე-18 ადგილი ერგო. 4 ქულით სალომე ბეიტრიშვილი 38-ე ადგილზე გავიდა.

10-წლიან ბიჭებში 5,5 ქულით 37-ე იყო ლუკა ობოლაძე, რომელსაც, ასევე, 3 ქულით გაუსწრო რუსმა ჩემპიონმა ანდრეი ესიპენკომ. 5 ქულა ანტონ ნადირაძეს მხოლოდ მე-40, ხოლო დიმიტრი ჯიბუტს 52-ე ადგილისთვის ეყოთ. ამ ასაკში ვერც გოგონებმა იყოჩაღეს: 10. ანასტასია სიდამონიძე (6), 27. თამარ ესაძე (5,5). 7 ქულითა და უკეთესი კოეფიციენტით აქაც ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა - ანასტასია ზოტოვამ გაიმარჯვა.

12-წლიან ბიჭებში ჩვენებურები 50 საუკეთესოშიც ვერ მოხვდნენ: 64. ირაკლი ახვლედიანი (5 ქულა), 99. კოკა ბუკია (4), 115. ლუკა გოგია (3,5). გოგონებში ერთადერთი წარმომადგენელი გვყავდა - ნატა ჯიბუტი, რომელიც 5,5 ქულით 27-ე ადგილს დაყაბულდა.

14-წლიანებში ჭადრაკის ქართველ სპეციალისტებს გიორგი სიბაშვილის ეიმედებოდათ, თუმცა პირველობის 141 მონაწილეს შორის რეიტინგით მხოლოდ 34-ე იყო. ბოლო ტურში იგი თეთრი ფიგურებით სომეხ მანუელ პეტროსიანს დაუზავდა და მონაგარში 7 ქულა აღმოაჩნდა. ამდენივე ქულას კიდევ ოთხმა მოჭადრაკემ მოუყარა თავი.

დამატებითი მაჩვენებლებით სიბაშვილს ბრინჯაოს მედალი ხვდა. მეორე ადგილზე პეტროსიანი გავიდა. 8 ქულით ჩემპიონობა იან-კშიშტოფ დუდამ (პოლონეთი) მოიპოვა.

ამ ასაკის გოგონებში ქართველთაგან 6 ქულით საუკეთესო იყო ნინო ხომერიკი (მე-14 ადგილი), რომელიც ბოლო ტურში თეთრი ფიგურებით რუს ანასტასია პარამზინასთან დამარცხდა, თორემ ხუთეულში მოხვედრაც შეეძლო. მართალია, ნინო დახუნდარიძემ და თამარ ფაშკურიძემ მე-9 ტურის პარტიები მოიგეს, მაგრამ ეს უფრო კარის გაჯახუნებას ჰგავდა, რადგან 4,5-4,5 ქულით, შესაბამისად, 42-ე და 46-ე ადგილებს დასჯერდნენ.

16-წლიან ბიჭებში აშკარად უკეთეს შედეგს მოველოდით ირაკლი ბერაძისგან. მან კი 5,5 ქულით 27-ე ადგილი დაიკავა. პოლონელმა ჩემპიონმა კასპერ დროზდოვსკიმ მას 2,5 ქულით გაუსწრო. გოგონებში სამი წარმომადგენელი გვყავდა.

ნატო იმნაძე ფინიშამდე ტურით ადრე 6,5 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებოდა და მედლის მოსაპოვებლად ნახევარი ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ შავი ფიგურებით სწორედ მომავალ ჩემპიონ მარია ტანციურასთან (უკრაინა) წააგო და მე-4 ადგილზე გავიდა. 14. ანა შამათავა (6), 21. დეა გოგიშვილი (5,5).

18-წლიან ვაჟებში შალვა ნადირაშვილი ცდიდა ძალებს. 9 შესაძლებლიდან 4 ქულით მან დაახლოებით მისი რეიტინგისთვის (2151) შესაფერისი 53-ე ადგილი დაიკავა. მართალია, წოდება ამ ასაკში 7,5 ქულით გაჩემპიონებულ რუს ვადიმ მოისეენკოსაც არა აქვს, სამაგიეროდ, მისი რეიტინგია 2454.

შვიდ-შვიდი ქულით მეორე-მესამე ადგილებზე საერთაშორისო ოსტატები - ჰოვანეს გაბუზიანი (სომხეთი, 2488) და დანიელ ფორკენი (ესპანეთი, 2440) გავიდნენ. ამ ასაკის გოგონებში, სადაც ჩვენ, სამწუხაროდ, წარმომადგენელი არ გვყავდა, 7,5 ქულით ოქროს მედალი რუსმა დიდოსტატმა ალექსანდრა გორიაჩკინამ დაიმსახურა.

ევროპის პირველობაში 46 ქვეყნის 1173 გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა. ასეთ წარმომადგენლობით ტურნირში, სადაც ჯილდოები მხოლოდ 17-მა ქვეყანამ გაინაწილა, ქართველთა 2 მედალი თითქოს ურიგო არ უნდა იყოს, მაგრამ დასაფიქრებელი ის არის, რომ წინა წლებთან შედარებით, შედეგი გაუარესდა. თანაც, ჩვენებურთა უმეტესობამ ოცეულს მიღმა დაიკავა ადგილები.

საბოლოო შედეგები: რუსეთი - 10 (5 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო), პოლონეთი - 2 (2, 0, 0), სომხეთი - 3 (1, 2, 0), უკრაინა - 2 (1, 0, 1), ბულგარეთი - 2 (1, 0, 1), ბელარუსი - 1 (1, 0, 0), საბერძნეთი - 1 (1, 0, 0), აზერბაიჯანი - 3 (0, 2, 1), საქართველო - 2 (0, 1, 1), ესპანეთი - 2 (0, 1, 1), ისრაელი - 2 (0, 1, 1), რუმინეთი - 1 (0, 1, 0), ჰოლანდია - 1 (0, 1, 0), საფრანგეთი - 1 (0, 0, 1), ლიტვა - 1 (0, 0, 1), სლოვაკეთი - 1 (0, 0, 1), ინგლისი - 1 (0, 0, 1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს