ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლეგიონის უქმეები: ლევან ყენიას დაბრუნება და ცუდი სანაკრებო ფონი

ლეგიონის უქმეები: ლევან ყენიას დაბრუნება და ცუდი სანაკრებო ფონი

როგორც იქნა, ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ
გასული უქმეები ქართული ლეგიონისთვის დიდად წარმატებული ვერ გამოდგა. ცუდია, რომ ასე ხდება საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის წინ, მაგრამ რას ვიზამთ, რეალობას ვერ გავექცევით.

თუმცა ერთი ისეთი ამბავი მაინც მოხდა, რომელიც ბოლო დღეების ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ - თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ საკლუბო დონეზე პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ლევან ყენიამ!

დონეცკის "შახტარისა" და ლვოვის "კარპატის" მატჩში მას სტუმართა სამწვრთნელო შტაბმა დაახლოებით ნახევარი საათი გამოუყო. "კარპატის" ახალწვეული მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, თუმცა მეტოქე და თამაშის სცენარი ისეთი იყო, ისიც საკმარისია, რომ მის ნანატრ დაბრუნებას ვეღირსეთ.

იმედია, ყენია დროულად შევა ოპტიმალურ ფორმაში და საკლუბო კარიერის აწყობასთან ერთად, ჩვენს ნაკრებსაც წაადგება. მისმა თანაგუნდელმა მურთაზ დაუშვილმა ეს შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

მიმოხილვა რუსეთის ჩემპიონატით განვაგრძოთ, სადაც, როგორც იქნა, ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ.

გროზნოში, იქაურ "ტერეკთან" მატჩის 65-ე წუთზე, სპარტაკელმა ხუან მანუელ ინსაურალდემ ანგარიში სწორედ ქართველი ნახევარმცველის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შედეგად გახსნა. ანანიძე 79-ე წუთზე შეცვალეს, რის შემდეგაც "ტერეკმა" შეხვედრის ბედი სათავისოდ შეატრიალა და 2:1 გაიმარჯვა.

"ამკარი"-"კრასნოდარი" ფრედ, 2:2 დასრულდა. კრასნოდარელთა კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ნუკრი რევიშვილი კი თავისი გუნდის 18-კაციან განაცხადში კვლავაც არ გამოჩენილა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ბოხუმმა" "ალენს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. "ბოხუმის" ახალწვეულმა ალექსანდრე იაშვილმა კვლავაც შეუცვლელად ითამაშა, ნიკოლოზ გელაშვილს კი ისევ მცირე სათამაშო დრო გამოუყვეს - იგი მოედანზე მხოლოდ 87-ე წუთზე შეუშვეს.

მივუბრუნდეთ უკრაინას, სადაც გოლი ჯაბა კანკავამ გაიტანა. თუმცა ამან მის "კრივბასს" ვერ უშველა და სტუმრად ხარკოვის "მეტალისტთან" 1:3 დამარცხდა.

კანკავამ 81-ე წუთზე მხოლოდ პრესტიჟის ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მანაც და უჩა ლობჟანიძემაც "კრივბასის" შემადგენლობაში 90 წუთი გაატარეს.

"ილიჩევეცმა" "გოვერლა" მიიღო და 2:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში თორნიკე ოქრიაშვილმა სრულად ითამაშა, ძირითადში გამწესებული დავით თარგამაძე კი 81-ე წუთზე შეცვალეს.

უკრაინაში კიდევ ერთი სასიამოვნო გამონაკლისი სანდრო კობახიძის საგოლე პასია. ლიტველ თანაგუნდელ საულიუს მიკოლიუნასს ქართველმა ნახევარმცველმა 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრებინა. ეს სიმფეროპოლის "ტავრიასა" და კიევის "არსენალის" მატჩში მოხდა, რომელიც 1:1 დასრულდა. კობახიძე შეხვედრის მიწურულს, 87-ე წუთზე შეცვალეს.

ვერ გეტყვით, გადავა თუ არა უახლოეს დღეებში გიორგი ჭანტურია იტალიურ "ჯენოაში", დღეისთვის კი ფაქტი ის არის, რომ მას ჰოლანდიურ "ვიტესში" მცირე სათამაშო დრო ეძლევა. "ვილემ II"-სთან სტუმრად მოგებულ მატჩში (2:0) მას მოედანზე გასვლის შესაძლებლობა საერთოდ არ მიეცა.

"ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია მოედანზე შეუცვლელად იყო, ვაკო ყაზაიშვილი კი საამმატჩო განაცხადში ვერ მოხვდა.

პოლონეთში ლადო დვალიშვილის "პოლონიამ" "ლეხს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.

ფინეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა ირაკლი სირბილაძემ. "ინტერ ტურკუს" ფორვარდმა "იაროსთან" საშინაო მატჩის (3:1) 55-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.

აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა კახა ცხადაძის "ინტერმა". ბაქოელებმა სტუმრად "თურანი" 3:2 დაამარცხეს, ანგარიში კი 58-ე წუთზე გიორგი ადამიამ გახსნა. მან და გიორგი ლომაიამ "ინტერის" რიგებში სრულად ითამაშეს, ვალერი აბრამიძე მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, რევაზ თევდორაძე სათადარიგო იყო, ილია კანდელაკი და ბაჩანა ცხადაძე კი ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დააკლდნენ.

"თურანის" მაისურით 90-90 წუთი ითამაშეს ალექსანდრე გოგობერიშვილმა და ლევან ჩხეტიანმა, სასტარტოში მყოფი ირაკლი ბერაია 82-ე წუთზე შეცვალეს, გოგი ფიფია კი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო.

ლატვიის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა მამუკა ღონღაძემ. "დაუგავას" ქართველმა თავდამსხმელმა "იურმალასთან" გასვლით შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 4:2 მოიგო, პირველი ორი გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• tijana513

ერთი რამ მაინტერესებს ბელორუსიაში თამაშობს 22 წლის ქართველი ფეხბურთელი უჩა გოგოლაძე მის შესახებ თუ მსოფლიო სპორტის რედაქცია წერს სტატიას ამ რედაქციაში რატო არ წერთ მერე რა რო ნაკრებებში არ თამაშობს გოლებსაც იტანს ეს წაადგება ამ ფებურთელსაც და მის პრესასაც სანაკრებო დონეზეც კარგი იკნება და გამოიძახებენ ნაკრებშიც

• დემნა

ჯანოს შანსს აძლევს ემერი და უნდა გამოიყენოს! მოილალი თავი ჯანო და სასტარტოშI რომ მოხვდები და დაგინახავენ შენნაირს მალე იყიდის რომელიმე ინგლისური ან სხვა ევროპული გუნდი

განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?

ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა

"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?

განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?

სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება

გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა

20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა

"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება

ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს

ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი

"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს

ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს

"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს

ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან

ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური

"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა

მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ

"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"

"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა