<p>ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი გამართა. კარლსრუელები დანიას ეწვივნენ...</p><p><br> ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი გამართა. კარლსრუელები დანიას ეწვივნენ და ადგილობრივ "ჰერფოლგეს" გაეჯიბრა და 5:1 დაამარცხა. "კარსლრუეს" კაპიტანი იაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან ბოლომდე ითამაშა. "კარლსრუეს" ტაქტიკა 4-2-3-1 იყო და ჩვენებური ერთადერთი თავდამსხმელის უკან ირჯებოდა. იაშვილმა დანიელებთან ჩინებულად ითამაშა. ქართველმა თავდამსხმელმა მეორე ტაიმის სტარტზე კრიზანტუსს საგოლე პასი გადააწოდა, მერე კი თავად დუბლი შეასრულა.</p><p>შეგახსენებთ, რომ მეორე ბუნდესლიგის გასულ სეზონში კარლსრუელებმა დაუგეგმავი ქულები დაკარგეს, პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნება ვერ შეძლეს და საბოლოოდ მე-10 ადგილს დასჯერდნენ. ახალ სეზონში, ლევან კობიაშვილის ბერლინის "ჰერტასთან" ერთად, გერმანიის მთავარ ლიგაში დაბრუნებისთვის ალბათ "კარლსრუეც" იბრძოლებს.</p>
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა