კოკისპირული წვიმის მიუხედავად, სტადიონზე 1 500-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა. თამამად ვიტყვით - ვინც თამაშზე მისვლა არ დაიზარა, არ უნანია...

კოკისპირული წვიმის მიუხედავად, სტადიონზე 1 500-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა. თამამად ვიტყვით - ვინც თამაშზე მისვლა არ დაიზარა, არ უნანია. სველ მინდორზე ბურთის დამორჩილება კი ჭირდა, მაგრამ გუნდებმა გახსნილი ფეხბურთი აჩვენეს.

შეხვედრა მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. პავლიაშვილის დარტყმის შემდეგ მეკარე ზუხბაიას სველი ბურთის დამორჩილება გაუჭირდა. მე-6 წუთზე ჩომახიძის "მოჭრილი" საჯარიმო დარტყმა გარედან მოხვდა ზუგდიდელთა კარის ბადეს. რამდენიმე წუთში თანაგუნდელებს კაკალაძე გაჰყავდათ მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ზუხბაიამ დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა.

სტუმართა პირველივე გააზრებული შეტევაც კინაღამ გოლით დასრულდა - ერთ-ერთ სამტრედიელ მცველს ცუდად აეჭრა ბურთი, რომელიც გოგობერიშვილს მიუგორდა, მისი უძლიერესი დარტყმული კი ძაგანიამ აკრობატული ნახტომით მოიგერია.

25-ე წუთზე მასპინძლებმა მეტოქეს მწვავე შეტევით უპასუხეს, ქებაძემ პავლიაშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ზუხბაიამ კვლავ დროულად დატოვა კარი და სამტრედიელთა შემტევს დარტყმა არ დაანება. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და ორიოდე წუთში უკვე ზუგდიდელთა ჯერი დადგა. წურწუმიას გამჭოლი გადაცემა იმერელთა მეკარემ ხელში ვერ შეიმაგრა, მაგრამ დამატებაზე სტუმრებმა ვერ ივარგეს და ბურთს ისევ ძაგანია დაეუფლა.

39-ე წუთზე პავლიაშვილის ფლანგურ ჩაწოდებას ტყემალაძის "მაკრატელა" მოჰყვა, თუმცა ბურთი სამიზნეს ასცდა. საპასუხო შეტევისას, მეგრელაძის პასის შემდეგ, ონიანის სახიფათო დარტყმა ასცდა ხარიხას. 42-ე წუთზე კი სამტრედიელებმა 100%-იანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს - ჩომახიძემ ცენტრიდან ოდნავ ქვევით მიიღო ბურთი და ბრწყინვალე გადაცემით კაკალაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა. ფორვარდი კარიდან დაახლოებით 25 მეტრში იყო, ხელსაც არავინ უშლიდა, მაგრამ კაკალაძემ მომენტი ვერ გამოიყენა და ბურთი კარს ააცილა...

მატჩის სცენარი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა, თუმცა მეორე ტაიმი უფრო სანახაობრივი და, რაც მთავარია, გოლებით დახუნძლული აღმოჩნდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: 57-ე წუთზე წურწუმიას მოწოდებულ კუთხურს ახალაიამ თავური დარტყმა მიაყოლა და ძაგანიას შანსი არ დაუტოვა - 0:1.

ზუგდიდელებს გოლის აღნიშვნა არ ჰქონდათ დასრულებული, რომ ბურთი უკვე მათი კარის ბადეში ფართხალებდა - ჩომახიძემ კუთხური ჩააწოდა და ბაკურაძემ თავური დარტყმით აღადგინა წონასწორობა.

ერთ წუთში გელა სანაიამ კაკალაძის ნაცვლად მოედანზე პაატა ბაკარანძე შეუშვა. მოგვიანებით კი თამაშში დავით კირკიტაძეც ჩართო. ახალგაზრდა მწვრთნელს ცვლილებებმმა გაუმართლა და სწორედ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს თამაშის ბედი. ბაკარანძის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია, ამას გარდა მან პენალტიც (ჭიჭვეიშვილის მიერ ხელით თამაშისთვის რომ დაინიშნა) დაარტყა, მაგრამ ზუხბაიამ აუღო.

თუმცა ბაკარანაძემ შეცდომა ერთ წუთში გამოასწორა - დრიბლინგით რამდენიმე ზუგდიდელს აუარა გვერდი და მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა კარში დარტყმას კირკიტაძისთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა და არც შემცდარა - სამტრედიელთა 18 წლის ნახევარმცველმა თანაგუნდელს გარჯა გოლით დაუფასა -3:1.

მატჩის შემდეგ

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "იმედგაცრუებული ვარ. სამტრედიაში მოსაგებად ჩამოვედით და ქულის აღებაც ვერ მოვახერხეთ. ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. მეტოქემ საკუთარი თამაში მოგვახვია თავს, რაშიც ჩვენც ავყევით და დავისაჯეთ, თანაც სამტრედიას ჩვენზე მეტად გაუმართლა".

გელა სანაია (სამტრედია): "ყოფითი პრობლემების მიუხედავად ბიჭებმა თავდადებით ითამაშეს და მატჩში ყველაფერი ჩააქსოვეს, რამაც ეს შედეგი განაპირობა. შეცვლებმაც გამიმართლა, ბაკარანძე და კირკიტაძე კარგად ჩაერთვნენ თამაშში... ეს მოგება ჩვენთვის სატურნიროსთან ერთად, ფსიქოლიგიური თვალსაზრისითაც ძალზედ მნიშვნელოვანია".

დავით კოხრეიძე სამტრედიიდან

სამტრედია 3

ბაია 1

03.10. სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 1 500 მაყურებელი

0:1 ახალაია (57. წურწუმიას პასით), 1:1 ბაკურაძე (58. ჩომახიძის პასით), 2:1 ბაკარანძე (64. ჩომახიძის პასით), 3:1 კირკიტაძე (81. ბაკარანძის პასით)

სამტრედია ბაია

4-4-2 4-4-2

ძაგანია ზუხბაია

კუპრეიშვილი კვეკვესკირი

თ. შალიკაშვილი კვესიეშვილი

გოგია ჭიჭვეიშვილი

ბაკურაძე რ. ონიანი

ქებაძე დოლიძე

ტყემალაძე გოგობერიშვილი

ჩომახიძე წურწუმია

პავლიაშვილი კ. ჩხეტიანი

კვერენჩხილაძე ახალაია

კაკალაძე მეგრელაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. სანაია ე. ქომეთიანი

59. კაკალაძე - ბაკარანძე

73. კვერენჩხილაძე - დ. კირკიტაძე

83. ბაკურაძე - ნინუა

სათადარიგოები: ბანძავა, ხუმარაშვილი, სოსელია, გუჩუა

66. წურწუმია - ლომია

86. კ. ჩხეტიანი - სიხარულია

სათადარიგოები: ზარქუა, აფაქიძე, აკობია, ხიდეშელი, ეხვაია

გაფრთხილება: კვერენჩხილაძე (69), ჭიჭვეიშვილი (79), ქებაძე (88), კვესიეშვილი (90)

გამოუყენებელი პენალტი: ბაკარანძე (80)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება