რუსეთის ნაკრების კალათბურთელი მედლის დაბრუნების სანაცვლოდ ქურდებს პერსონალურ კომპიუტერს, ტელეფონებს და საათებს დაუთმობს
რუსეთის ნაკრების და "ხიმკის" კალათბურთელი ვიტალი ფრიძონი იმედოვნებს, რომ ქურდები, რომლებმაც მისი ბინა გაძარცვეს, ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალს დაუბრუნებენ.

"მედლებიდან მხოლოდ ოლიმპიური ბრინჯაო მოიპარეს. ასევე, მომპარეს პერსონალური კომპიუტერი, ტელეფონები და საათები, მაგრამ ეს ნივთები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ბრინჯაოს მედალი.

იმ დღეს სახლში არ ვიყავი, შინ ჩემი ძმა იმყოფებოდა. ქურდები ბინაში დაახლოებით დილის ორიდან ხუთ საათამდე შეიპარნენ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ის, ვინც ეს გააკეთა, მედალს დააბრუნებს. შეუძლია ყველა სხვა ნივთი თავისთვის დაიტოვოს.

ვიცი, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, ოლიმპიური მედლების ასლების გაკეთება აკრძალულია. ეს ჯილდო ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და დიდი იმედი მაქვს, რომ მას დააბრუნებენ", - განაცხადა ფრიძონმა.

რუსეთის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც ვიტალი ფრიძონი ასპარეზობდა, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლები თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა. მესამე ადგილისთვის მატჩში ლონდონში რუსებმა არგენტინის ნაკრები 81:77 დაამარცხეს.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა