სენსაციურად განვითარდა მოვლენები ბანგკოკში ტაილანდის ღია პირველობაზე. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ნახევარფინალში ვერ დაძლია 27 წლის თანამემამულის გილერმო გარსია ლოპესის წინააღმდეგობა. მსოფლიოს 53-ე ნომერმა სამსეტიან ურთულეს მატჩში სძლია როლან გაროსის, უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს - 2:6, 7:6(3), 6:3.

სენსაციურად განვითარდა მოვლენები ბანგკოკში ტაილანდის ღია პირველობაზე. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ნახევარფინალში ვერ დაძლია 27 წლის თანამემამულის გილერმო გარსია ლოპესის წინააღმდეგობა. მსოფლიოს 53-ე ნომერმა სამსეტიან ურთულეს მატჩში სძლია როლან გაროსის, უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს - 2:6, 7:6(3), 6:3. მატჩი 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. ეს ჩოგბურთელები მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს და გარსია ლოპესმა პირველად შეძლო ნადალის დამარცხება.

"მეორე სეტში ბრეიკის გაკეთების უამრავი შანსი მქონდა (მეორე პარტიაში ნადალს 16 (!) ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა). გილერმომ ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მესამე სეტში, თუმცა თავიდან მე უკეთ ვმოქმედებდი. ბრეიკ-პოინტებზე ძალიან ცუდად ვითამაშე. როცა მეტოქის მოწოდების აღების 26 (!) შანსი გაქვს, ვალდებული ხარ თამაში მოიგო (ნადალმა მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა). სამწუხაროა, რადგან ძალიან კარგად გამოვიყურებოდი და ფინალში გასვლის კარგი შანსი მქონდა", - სინანულს ვერ მალავდა პრესკონფერენციაზე ნადალი.

"აქამდე მსოფლიოს პირველი ჩოგანი არასოდეს დამიმარცხებია. საუკეთესო ათეულის წევრებს რამდენჯერმე ვაჯობე, მაგრამ ეს სულ სხვაა. ეს იყო ჩემს კარიერაში საუკეთესო მატჩი. გადამწყვეტი იყო მეორე სეტის ტაი-ბრეიკი. ამის შემდეგ უფრო დამაჯერებლად გამოვიყურებოდი, განსაკუთრებით მატჩის ბოლოს. ყველაფერმა ბრწყინვალედ ჩაიარა", - ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის გამარჯვებას გარსია ლოპესმა, რომელსაც კარიერაში ერთადერთი ტიტული აქვს მოგებული: შარშან, ავსტრიის ქალაქ კიტცბუელში გრუნტის კორტზე ფინალში ფრანგი ჟულიან ბენეტო დაამარცხა. წელს ისტბურნის (ბრიტანეთი) ფინალში მეორე ფრანგთან მიკაელ ლოდრასთან წააგო.

ბანგკოკის ფინალში გარსია ლოპესის მეტოქე 29 წლის ფინალი იარკო ნიემინენი იქნება. მან დამაჯერებლად მოუგო გერმანელ ბენჯამინ ბეკერს - 6:3, 6:2.

ნოვაკმა სეული გაართო

ATP-ის კლასიფიკაციის მეორე და მეათე ნომრებმა - სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ამერიკელმა ენდი როდიკმა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში საჩვენებელი მატჩი გამართეს, რომლის სპონსორი იყო კომპანია "ჰიუნდაი". მამაკაცთა პროფესიული ტურის მთავარმა შოუმენმა ჯოკოვიჩმა გვარიანად გაახალისა პუბლიკა, რაც შეეხება მატჩის სპორტულ მხარეს, ის ნოვაკის გამარჯვებით დასრულდა - 6:2, 6:4.

მსგავსი საჩვენებელი მატჩი მეოთხედ გაიმართა. 2005 წელს სეულში ურთიერთობა გაარკვიეს რუსმა მარია შარაპოვამ და ამერიკელმა სერენა უილიამსმა, 2006 წელს - შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და ესპანელმა რაფაელ ნადალმა, 2007 წელს კი "ჰიუნდაიმ" სუპერმატჩი მოაწყო - ფედერერი ლეგენდარული პიტ სამპრასის წინააღმდეგ.

სერენა და კიმი დოჰაში მიდიან

ამერიკელი სერენა უილიამსი და ბელგიელი კიმ კლაისტერსი WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვდნენ, რომელიც 26-31 ოქტომბერს კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. უფრო ადრე, სეზონის მთავარ ტურნირში მონაწილეობის უფლება გაინაღდეს დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ და რუსმა ვერა ზვონარევამ.

სერენამ და კიმმა დოჰას საგზური მას შემდეგ მიიღეს, რაც შაბათს, ტოკიოს ტურნირზე ვოზნიაცკიმ ფინალში რუსი ელენა დემენტიევა დაამარცხა.

უმცროს უილიამსს სეზონის დასკვნით ტურნირში შვიდჯერ უთამაშია და მისი მოქმედი ჩემპიონი გახლავთ. კლაისტერსს ორჯერ გაუმარჯვია მსოფლიოს არაოფიციალურ ტურნირში, თუმცა იქ 2006 წლის შემდეგ არ უთამაშია.

მიურეი მწვრთნელს დეკემბერში იპოვნის

ბრიტანელი ენდი მიურეი ამ სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს ახალი მწვრთნელის პოვნას. ენდიმ ივლისში გაანთავისუფლა მაილზ მაკლეგანი, რომელთანაც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. მიურეის თქმით, ის არ ჩქარობს ახალი დამრიგებლის არჩევას. გარდა ამისა, შოტლანდიელმა განაცხადა, რომ როლან გაროსის გარდა, მას "დიდი სლემის" დანარჩენი სამი ტურნირის მოგება შეუძლია.

"მინდა მაქსიმალურად დარწმუნებული ვიყო ჩემს არჩევანში, ამიტომაც აჩქარება არ შეიძლება, - ამბობს ენდი. - ამ სეზონს ჩავამთავრებ და დეკემბერში ახალი მწვრთნელს ვიპოვნი, რომელთანაც დიდი ხანი თანამშრომლობას ვაპირებ. რაც შეეხება ჩემს სამომავალო მიზნებს, სავარაუდოდ, ყველაზე ნაკლებად როლან გაროსის მოგების შანსი მაქვს. რაც შეეხება ავსტრალიას, ამერიკასა და უიმბლდონს, კარგი სათამაშო ფორმის პირობებში, შემიძლია ამ ტურნირებზე მთავარი პრიზის მოგება".

ანენი დეკემბერში დაბრუნდება

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ჟუსტინ ანენმა დეკემბერში დაგეგმა კორტზე დაბრუნება. "დიდი სლემის" ტურნირების ექვსგზის ჩემპიონმა კარიერა უიმბლდონის შემდეგ შეწყვიტა, სადაც მან იდაყვის ტრავმა მიიღო და ამის გამო ამერიკის ღია პირველობა გამოტოვა.

ბელგიელის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ანენი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მონაწილეობას მიიღებს საჩვენებელ ტურნირში, რომელსაც Diamond Games ჰქვია. 9 დეკემბერს ოთხთა ტურნირის ნახევარფინალში ჟუსტინი თანამემამულე კიმ კლაისტერსს შეხვდება. მეორე წყვილში კიდევ ერთი ბელგიელი იანინა ვიკმაიერი და როლან გაროსის ჩემპიონი, იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ