"ინტერში" გადასულმა ანტონიო კასანომ ადრიანო გალიანი გააკრიტიკა და მას მატყუარა უწოდა

იტალიურ სპორტულ პრესაში ყველაზე ხშირად დღეს "მილანზე" იწერება და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ლომბარდიულმა გრანდმა სეზონი მოულოდნელი მარცხით დაიწყო...

ბუნებრივია, გაცილებით უფრო საინტერესო თემაა, რატომ წააგო "როსონერიმ" საკუთარ კედლებში "სამპდორიასთან", ვიდრე თუნდაც "ინტერის" გამარჯვება "პესკარასთან", ან იგივე "იუვენტუსის" მიერ "პარმას" დაბრიყვება. მოკლედ, "სან სიროს" სენსაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ესეც რომ არა, "მილანის" გარშემო ისედაც ბევრი საინტერესო რამ ხდება...

მარცხი სამპასთან

"სამპდორიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ შემდეგი განაცხადა:

"თამაშს ვაკონტროლებდით, მუდმივად მეტოქის ნახევარზე ვიყავით, მაგრამ გოლი ვერაფრით გავიტანეთ; ბოლოს აქეთ გავუშვით და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

მარცხი ყოველთვის უსიამოვნოა, მაგრამ ტრაგედიას არ ვქმნით და წინ ვიყურებით. ჩემი პირადი აზრით, "სამპდორიასთან", უბრალოდ, არ გაგვიმართლა და ქულებიც ამად დავკარგეთ.

ვიცი, ჩემს სიტყვებს ბევრი არ დაეთანხმება, მაგრამ პოზიციის შეცვლას არ ვაპირებ. სწორი მიმართულებით მივდივართ და აღებულ გეზს არ უნდა გადავუხვიოთ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

მარცხი არც კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ შეიმჩნია და "გაძეტა დელო სპორტს" შემდეგი განუცხადა:

"ასეთი თამაში ბევრჯერ გვინახავს - ერთი გუნდი უტევს, მომენტს კი მეორე იყენებს და იგებს... არსებულ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და წინ გავიხედოთ.

ზაფხულში გუნდი გვარიანად გადახალისდა და ბუნებრივია, რომ ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ. ამიტომ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ და მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ.

დარწმუნებული ვარ, რომ "როსონერი" მხოლოდ სკუდეტოსთვის იბრძოლებს".

კაკას საგა

27 აგვისტოს ნომერშიც აღვნიშნეთ, რომ არის შანსი, "სამპდორიასთან" მარცხმა "მილანს" კარგი სამსახური გაუწიოს; ეს იმ შემთხვევაში, თუ კლუბის მესვეურები არცთუ სახარბიელო რეალობას თვალს გაუსწორებენ და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდს გააძლიერებენ.

"გაძეტასთან" საუბარში გალიანი ამ თემასაც შეეხო და განსაკუთრებული ყურადღება 30 წლის კაკას შესაძლო დაბრუნებაზე გაამახვილა:

"კაკას თაობაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება და იმედი მაქვს, შეთანხმებამდე მივალთ. კაკა ის ფეხბურთელია, რომელიც წინა ხაზს გვარიანად გააძლიერებს და მის გადასაბირებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

მადრიდელები მასთან განშორების წინააღმდეგნი არ არიან, რაც მაიმედებს. პრობლემა უფრო ხელფასის ოდენობაშია, მაგრამ ამ საკითხსაც მოევლება. რაც მთავარია, თავად კაკა დაინტერესებულია "მილანში" გადმობარგებით და ეს პირად საუბარში არაერთხელ გამიცხადა.

ვნახოთ, მოლაპარაკების პროცესი გრძელდება და ყველა კითხვას მალე გაეცემა პასუხი. ამასთან, სხვა მიმართულებითაც ვმუშაობთ, რომლის შესახებაც დღეს ვერაფერს გეტყვით - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და გააქტიურება გვმართებს - ჩვენი მიზანი ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელის გადმობირებაა".

კასანო VS გალიანი

"ინტერში" გადასულმა ანტონიო კასანომ ადრიანო გალიანი გააკრიტიკა და მას მატყუარა უწოდა - თუმცა ჯობია, სიტყვა თავად ანტონიოს გადავცეთ:

"ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პერიოდით, რომელიც "მილანში" გავატარე, მაგრამ დადგა დრო, ახალი გამოწვევა მივიღო. "ინტერში" თამაში გამიადვილდა და იმედი მაქვს, ყოველთვის ასე იქნება.

ისე, სიმართლე გითხრათ, "მილანის" მესვეურებზე ნაწყენი ვარ, რადგან გუნდიდან ისე გამიშვეს, რომ ჩვენს შორის ერთი საუბარიც არ შემდგარა.

ადრიანო გალიანი მატყუარა აღმოჩნდა, სულ სხვა რამეს მპირდებოდა და რეალობა სხვაგვარი გამოდგა; დავკონკრეტდე? - ამ სეზონიდან "როსონერისთან" კონტრაქტი უნდა გამეხანგრძლივებინა, თანაც გაუმჯობესებული პირობებით, მაგრამ საბოლოო ჯამში, "ინტერში" აღმოვჩნდი. "ნერაძურიში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ ეგ უკვე მეორე საკითხია".

ბუნებრივია, ჟურნალისტები ამ საკითხზე გალიანისაც დაეკითხნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს:

"ასეთი ბრალდება პირველად წამიყენეს და იმედია, უკანასკნელად.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუნდში საკადრო საკითხებს მასიმილიანო ალეგრი წყვეტს და ამჯერადაც მისი კარნახით ვიმოქმედეთ.

ადრიანო გალიანი ვერაფრით გადაწყვეტს, ვინ უნდა დარჩეს გუნდში და ვის უნდა გაუხანგრძლივდეს ხელშეკრულება - პირველ რიგში, ეს მასიმილიანო ალეგრის პრეროგატივაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს
მამარდაშვილი და ალისონი გამოირიცხა? - "იუვენტუსს" არგენტინელი მეკარის დამატება სურს
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა