სერია A-ს პირველ ტურში "პალერმომ" "ნაპოლის" უმასპინძლა და სასტიკი მარცხი იწვნია

სერია A-ს პირველ ტურში "პალერმომ" "ნაპოლის" უმასპინძლა და სასტიკი მარცხი იწვნია. წაგებაცაა და წაგებაც - სიცილიელებმა ნეაპოლელებისგან სამი უპასუხო გოლი მიიღეს და მეტოქეს, პრაქტიკულად, ვერაფერი დაუპირისპირეს.

ასეთ დროს კლუბის პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი, როგორც წესი, წყობიდან გამოდის ხოლმე, მაგრამ ამჯერად სულ სხვაგვარად მოიქცა - გუნდის ვარჯიშს დაესწრო და წვრთნის შემდეგ ფეხბურთელებს სათითაოდ გაესაუბრა. "კორიერე დელო სპორტის" ცნობით, გაამხნევა ისინი და ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა:

"საჭიროდ ჩავთვალე, რომ ფეხბურთელებს პირადად შევხვედროდი და გამემხნევებინა ისინი, რადგან "ნაპოლისთან" განცდილი მარცხის შემდეგ გულგატეხილნი ჩანდნენ. მართალია, მძიმე მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ტური იყო და დაკარგული ქულების ასანაზღაურებლად საკმარისზე მეტი დრო გვექნება.

"ნაპოლისთან" ცუდად სულაც არ გვითამაშია, თუმცა მეორე ტაიმში დაღლა დაგვეტყო და გოლებიც ბლომად გავუშვით. ეს ტრავმათა ეპიდემიის ბრალიცაა, რომლის გამოც ჯუზეპე სანინოს მოკლე სათადარიგო სკამი აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა