27 აგვისტოს სტამბულში (თურქეთი) მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა
27 აგვისტოს სტამბულში (თურქეთი) საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელიც ვაჟებისთვის მე-40, ხოლო ქალებისთვის 25-ე იქნება.

ბოლო მონაცემებით, მასში მანდილოსანთა 131 (124 დიდოსტატი) და მამაკაცთა 162 (242 დიდოსტატი) ნაკრები (თითოეულში 4-4 ძირითადი და თითო სათადარიგო მოთამაშე) იასპარეზებს.

დღეს პირველი ტურის პარტიები გათამაშდება. გამარჯვებულებსა და პრიზიორებს 11 ტური გამოავლენს. ყოველ მოჭადრაკეს 40 სვლისთვის მიეცემა 90 წუთი+30 წუთი პარტიის ბოლომდე თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით. 30 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია.

მოგებისთვის გუნდს 2, ფრისთვის - 1 და წაგებისთვის 0 ქულა ეწერება. 2 და 8 სექტემბერი დასვენების დღეებია. საოლიმპიადო მარათონი 9 სექტემბერს დასრულდება.

ანტალიაში ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ საქართველოს ქალთა (ნანა ძაგნიძე - 2547, ბელა ხოტენაშვილი - 2509, ლელა ჯავახიშვილი - 2458, ნინო ხურციძე - 2444, ნინო ბაციაშვილი - 22432, კაპიტანი - დიდოსტატი ნინო გურიელი, მწვრთნელები - ზურაბ სტურუა და დავით ჯოჯუა) და ვაჟთა (ბაადურ ჯობავა - 2730, მიხეილ მჭედლიშვილი - 2659, ლევან ფანცულაია - 2575, თორნიკე სანიკიძე - 2585, მერაბ გაგუნაშვილი - 2578, მწვრთნელ-კაპიტანი ლაშა ჯანჯღავა, მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი) ნაკრები გუნდები სტამბულში ჩავიდნენ.

მანდილოსნებში რეიტინგფავორიტია ჩინეთის ნაკრები (2510), მეორე ადგილზეა რუსეთი (2500), მესამეზე საქართველოს ნაკრები (2478), რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოთხჯერ (1992, 1994, 1996, 2008) ავიდა, 2000 წელს მეორე, ხოლო 1998 და 2010 წლებში კი მესამე ადგილები ერგო.

რეიტინგით მე-4 პოზიცია (2457) უკრაინელებს უკავიათ. მეხუთე ადგილზე ამერიკელები (2396) არიან.

ოკეანისგაღმელთა სპორტულ ღირსებას იცავს ქართველი რუსუდან გოლეთიანი - 2341. მის მხარდამხარ იბრძოლებენ ანა ზატონსკიხი - 2512, ირინა კრუში - 2467, საბინა-ფრანჩესკა ფოიშორი - 2356, თათევ აბრაჰამიანი - 2303. მედლებისთვის, უმთავრესად, ეს ხუთი გუნდი იბრძოლებს, მაგრამ არც პოლონელების, გერმანელებისა და სომხების დავიწყება ივარგებს.

ინდოელებსაც ანგარიშგასაწევი ნაკრები ეყოლებათ, თუმცა მათმა ლიდერმა -ჰამფი კონერუმ საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, რატომღაც, უარი თქვა.

რაც შეეხება ვაჟთა გუნდებს, აქ რეიტინგით პირველ ათეულში საკმაოდ ძლიერმა ნაკრებებმა მოიყარეს თავი.

მათში აშკარა ფავორიტია 2010 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, 2700-იანი კლუბის წევრებით დაკომპლექტებული რუსეთის ნაკრები (2759).

რეიტინგით მეორეა 2010 წლის ჩემპიონი უკრაინა (2722); მესამე ადგილზეა ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებული (2006, 2008) სომხეთის გუნდი (2711); მომდევნო ადგილებზე არიან უნგრეთი (2700), ჩინეთი (2688), აშშ (2681), აზერბაიჯანი (2676) და ბოლო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ისრაელი (2662).

ცხადია, ასეთ გრანდებთან ჭიდილში საქართველოს ვაჟთა ნაკრებს პირველ ათეულში მოხვედრა გაუჭირდება, თუმცა შეუძლებელი არაფერია, რადგან დაფებთან ბრძოლის ბედს მოჭადრაკეები წყვეტენ და არა რეიტინგები. ასე რომ, ბაადური და მისი თანაგუნდელები წარმატების მისაღწევად არაფერს დაიშურებენ.

მაშ, ასე: დღეს, 28 აგვისტოს, თბილისის დროით 17.00 საათზე, მოჭადრაკეები პაექრობაში ჩაებმებიან და მათ შორის უძლიერესს 11-ტურიანი მარათონი გამოავლენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად