გია გურული: "დახმარების ნაცვლად, ბევრს ბათუმის "დინამოს" ჩაძირვა სურს"
თბილისისა და ბათუმის დინამოელთა შეხვედრამ გამოაჩინა, რომ ბათუმელებს ურიგო გუნდი არ ჰყავთ, მაგრამ გამოცდილება აკლიათ და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გაძლიერება სჭირდებათ.

ჩვენ თანადგომა გვჭირდება

"რომელ გუნდსაც ბევრი ფული აქვს, მოახერხა და ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა. მაგალითად საჩხერის "ჩიხურა" აიღეთ: გუნდი პირველი ლიგიდან გადმოვიდა, მაგრამ ძალიან კარგი მოთამაშეები დაიმატა და აშკარად გაძლიერდა.

გაძლიერება ბათუმის "დინამოსაც" სჭირდება, მაგრამ ჯერ ბიუჯეტი ამის საშუალებას არ გვაძლევს.

ბევრი გამოუცდელი ახალგაზრდა გვყავს, რომელთაც დიდი შრომა და პრაქტიკა სჭირდებათ, უმაღლესი ლიგის გუნდებს კონკურენცია რომ გავუწიოთ. მხოლოდ ფიზიკური მომზადების პრობლემას ვერ ვხედავ, ამით არავის ჩამოვრჩებით.

ახლა ლვოვის "კარპატის" მეკარე და თავდამსხმელი დაგვემატებიან და, იმედია, გაგვაძლიერებენ. მეტი ახალწვეული აღარ გვეყოლება.

ყველაფერს ფინანსები სჭირდება. მალე ახალი ბიუჯეტი დაგვიმტკიცდება და იმედია, სასურველი შემადგენლობის შეკრებას მერე მაინც მოვახერხებთ", - ამბობს ბათუმის "დინამოს" მწვრთნელთა კონსულტანტი გია გურული.

საუკეთესო შემთხვევაში, ბათუმის "დინამო" ქობულეთის სტადიონზე მეტოქეებს 15 სექტემბრის შემდეგ თუ მიიღებს. გურულს ესეც აწუხებს და სხვა სადარდებელიც გაგვიმხილა.

"ცხადია, ხელს ისიც გვიშლის, რომ საკუთარ სტადიონზე ვერ ვთამაშობთ. გამიხარდა, ზესტაფონში თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაზე ბევრი მაყურებელი რომ ჩამოვიდა და ემოციურად გვიჭერდა მხარს.

მაგრამ საკუთარ სტადიონზე ან ქობულეთში ბევრად მეტი გულშემატკივარი მოვიდოდა და ეს სადავო არც არის. საკუთარი ტრიბუნების მხარდაჭერას ჯერ მოკლებულები ვართ.

გვითხრეს, რომ ქობულეთში სტადიონზე აუცილებელი სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდებაო. ვნახოთ. აჭარაში მეშვიდე ტურში თუ ვითამაშებთ, როდესაც ბევრი რამ გარკვეული იქნება.

სამწუხაროდ, დახმარების ნაცვლად, ბევრს ჩვენი ჩაძირვა სურს. ვლაპარაკობთ, ერთმანეთს მხარში დავუდგეთო, მაგრამ რად გინდა...

ყველას მივმართეთ თხოვნით, რომ ამ პერიოდში მის სტადიონზე გაგვეცვალა ქობულეთში დაგეგმილი საშინაო შეხვედრები, მაგრამ მხოლოდ ბოლნისის "სიონი" დაგვთანხმდა.

ცალკე სალაპარაკო არის ის, რაც მოედანზე ხდება. როდესაც ჩემი მოთამაშეები დაშავდნენ, თბილისის "დინამომ" თამაში არ გააჩერა. მე კი ასეთ რამეს ფეხბურთელებს კატეგორიულად ვუკრძალავ.

მსაჯობას რაც შეეხება, ამ თემაზე არაფერს ვლაპარაკობ, მაგრამ თუ ბოლო ტურში რაიმე შეცდომა მოუვიდათ, ყველამ საკუთარ თავს დააბრალოს".

ისევ სტადიონზე

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ბათუმის "დინამოს" და მთელ ჩვენს საფეხბურთო სამყაროს აწუხებს: რაც უნდა უცნაური იყოს, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ საფეხბურთო კუთხეში დღეისათვის ერთი სტადიონიც ვერ აკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს და ბათუმელები თამაშებს... ზესტაფონში მასპინძლობენ.

ასლან აბაშიძემ ბათუმში მშვენიერი სტადიონი კი ააშენა, რომელიც ერთი ხანობა უეფას მოთხოვნების შესაფერისი ერთადერთი საფეხბურთო არენა იყო საქართველოში, მაგრამ დასავლეთ ტრიბუნა უხარისხოდ აშენდა, გასახდელებში წყალი ჩადიოდა, დაანგრიეს და ხელახლა წამოჭიმვა დააპირეს. 2006 წელს კი ახლის აშენების იმედად მთლიანად დაანგრიეს და მის ადგილზე ბულვარი დააგრძელეს.

მერე ზედ "დინამოს" სავარჯიშო მოედანიც (ე.წ ბე-ენ-ზეს სტადიონი) მიაყოლეს და ადგილობრივი გუნდები ანგისას, ადელისა და ქობულეთის სტადიონების იმედად დარჩნენ.

დღემდე მთელი საქართველოს საფეხბურთო სამყარო ელის, როდის დაიწყება მრავალტენდერგამოცხადებული ბათუმის სტადიონის მშენებლობა. სამწუხაროდ, უამრავი დაპირების, პროექტისა და იმედის მიუხედავად, 2006 წლიდან დღემდე, ეს საფეხბურთო კუთხე სტანდარტული სტადიონის გარეშეა დარჩენილი.

ბათუმს ვინ ჩივის, "დინამო" სტუმრებს ქობულეთშიც ვერ იღებს. "შუქურას" სტადიონზე ძველი, ბუნებრივი მოედანი აიღეს და ხელოვნური საფარი დააგეს, მაგრამ ჯერ არც კეთილმოწყობილი ტრიბუნებია და არც გასახდელები. არადა, ფეხბურთის ფედერაცია უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარების ლიცენზიას მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გასცემს.

უცნაურია, რომ სტადიონების რეკონსტრუქცია ხშირად სეზონის დაწყებას ემთხვევა და არა დასრულებას. ასე მოხდა ფოთში, გორში, ახლა უკვე ქობულეთსა და ლანჩხუთში. გაუგებარია, სეზონის დაწყებამდე რას ველოდებით.

სამი წლის წინ, ჰოლანდიელების მონაწილეობით, შედგა მაკეტი, რომ ბათუმის გარეუბანში, ანგისის დასახლებაში, 12 ათას მაყურებელზე გათვლილ სტადიონთან ერთად, 8 ჰექტარზე სავარჯიშო მოედანი, სავაჭრო ცენტრი და 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი 2011 წელს წამოიჭიმებოდა, მაგრამ პროექტი ღირებულების გამო (40 მილიონი დოლარი) დაიწუნეს.

იყო დაპირება, რომ ქობულეთის სტადიონი ზაფხულში განახლდებოდა, ბათუმში კი ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა 2012 წელს დაიწყებოდა.

დრო გადის და ჯერ ამ ძვირად ღირებული პროექტის განხორციელება არ დაწყებულა. ქობულეთშიც მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას და გასახდელების აშენებას დიდი დრო არ სჭირდება. არადა, საქმე ადგილიდან ვერ დაიძრა - როდის მოესწრება ქობულეთის სტადიონის განახლება?

ამ კითხვით ბათუმის "დინამოს" დირექტორს, სულხან გოგიბერიძეს მივმართეთ.

"სტადიონის რეკონსტრუქცია დაწყებულია, მაგრამ მასზე სახელმწიფოს თანხა იხარჯება და საამისოდ გარკვეული პროცედურების დაცვა აუცილებელია.

ლაპარაკია ტენდერზე, რომელიც სწრაფად ვერ ჩატარდება. მაგალითად, პროექტირების ტენდერი ორჯერ ჩაიშალა, მაგრამ მშენებლები დაგვპირდნენ, რომ სტადიონი 15 სექტემბრისთვის მზად იქნება, მაქსიმუმ, სექტემბრის ბოლოსთვის", - ამბობს გოგიბერიძე.

აჭარაში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაიზარდა - რევაზ ჩელებაძე, ვახტანგ ქორიძე, მალხაზ მახარაძე, ალექსანდრე კანტიძე (ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი), გელა შეყილაძე, პაატა მაჭუტაძე, ლევან ხომერიკი, შალვა აფხაზავა, კახა მჟავანაძე, ჯანო ანანიძე, გუჯა რუხაია.

სტადიონის აშენებამდე უნდა შევეგუოთ, რომ ამ რეგიონის პოტენციალი სრული დატვირთვით ვერ ამოქმედდება. მხოლოდ იმედს ვიტოვებთ, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბათუმის "დინამო" უკრაინელ ფეხბურთელებს იმატებს

ბათუმის "დინამოს" ბიუჯეტს გაუორმაგებენ?

აჭარაში ორი ახალი სტადიონი აშენდება

ბათუმის "დინამოს" ლვოვის "კარპატის" მეპატრონე, უკრაინელი მილიარდერი ყიდულობს

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა