ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართული კლასიკო ბოთლმა ვერ გააუფერულა

ქართული კლასიკო ბოთლმა ვერ გააუფერულა

სამწლიანი პაუზის შემდეგ ქართულ კლასიკოდ წოდებული "ტორპედო" -"დინამოს" დაპირისპირება გადაჭედილი ტრიბუნებითა და ლამაზი საფეხბურთო ატმოსფეროთი დაბრუნდა...

სამწლიანი პაუზის შემდეგ ქართულ კლასიკოდ წოდებული "ტორპედო" -"დინამოს" დაპირისპირება გადაჭედილი ტრიბუნებითა და ლამაზი საფეხბურთო ატმოსფეროთი დაბრუნდა. ისტორიულ მეტოქეთა ჯახს 11 000 გულშემატკივარი დაესწრო. კლუბის ხელმძღვანელობამ ქომაგთა ინტერესი გაითვალისწინა და ბილეთები არ გაყიდა. შესანიშნავი ამინდი, სავსე ტრიბუნები, კარგი მოედანი, რომელსაც ხელოვნური განათება მეტ ხიბლს აძლევდა, მთლიანობაში კი ეს ისეთ გარემოს ქმნიდა, ასე ძალიან რომ აკლია ქართულ ფეხბურთს...

ორივე გუნდმა საკმაოდ ლაღი და ტემპიანი ფეხბურთი გააჩაღა. საწყის წუთებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, უპირატესობას ძირითადად ტორპედოელები ფლობდნენ, თუმცა პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს - უკვე მე-5 წუთზე კაკუბავამ მარჯვენა ფლანგიდან საპირისპირო მხარეს მცველებისგან უყურადღებოდ დატოვებულ კოშკაძეს ჩაუწოდა ბურთი, თუმცა თბილისელთა ნახევარმცველმა (...და ერთ დროს "ტორპედოს" ლიდერმაც) თავით უზუსტოდ და რეალური შანსი გაუშვა ხელიდან.

ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად "ტორპედოს" მხარეს გადავიდა. პირველი ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს - დიღმელაშვილისა და გიგაურის შორეული დარტყმები ლორიამ მოიგერია, საბანაძის ორი მწვავე დარტყმა კი მიზანს მცირედით ასცდა. ეს უკანასკნელი, მეწყვილე კემუხტაშვილთან ერთად (ძირითადი ფორვარდი ვახტანგ კვარაცხელია ტრავმის გამო ვერ თამაშობდა, ზაურ ხაჭიპერაძე კი, თურმე, გუნდის ახალი მწვრთნელის გია გიგატაძის მონახაზში ვერ ჯდება), ერთობ აქტიური იყო, ორივე ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდათ...

ქუთაისელთა სათამაშო უპირატესობამ შედეგი მეორე ტაიმში გამოიღო. 54-ე წუთზე თარხნიშვილის გამჭოლ გადაცემას ქემუხტაშვილი ვერ შეწვდა, თუმცა ბურთთან უმალ ექსდინამოელი ჩიკვილაძე გაჩნდა და ყოფილ გუნდს ახლო მანძილიდან გაუტანა.

ემოციები ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი, როცა საბანაძემ ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა მიზანს. მასპინძლებმა მხოლოდ ხუთი წუთით შეინარჩუნეს უპირატესობა. 59-ე წუთზე მუჯირის გადაცემის შემდეგ ჯუისი მცველებს დაუსხლტა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ამ გოლმა დინამოელებზე დადებითად იმოქმედა და მომდევნო 10 წუთის განმავლობაში ისინი კიდევ რამდენჯერმე დაემუქრნენ "ტორპედოს" კარს. 63-ე წუთზე კახელიშვილი დაუსხლტა მცველებს და მახვილი კუთხიდან სახიფათოდ დაარტყა - მიგინეიშვილმა ბურთი ვერ შეიმაგრა, თუმცა დამატებაზე სტუმართაგან არავინ აღმოჩნდა და მცველებმა სიტუაცია განმუხტეს.

ორიოდე წუთში მუჯირმა თავისი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა - პენალტის ნიშნულისკენ დაძრულ ჯუისს თავით შეაყოლა ბურთი, კამერუნელი ფარულავას გაექცა და ის იყო, საგოლედ უნდა დაერტყა, რომ ქუთაისელმა მცველმა შეცდომა გამოასწორა და სტუმარ ფორვარდს ბურთი ფეხებში ვარდნით აართვა...

გიგატაძემ მდგომარეობის გამოსწორება შეცვლით მოახერხა - დაღლილი დათუნაიშვილის ნაცვლად მოედანზე გივი ჩხეტიანი შეიყვანა. ეს უკანასკნელი კარგად ჩაერთო თამაშში. მის სწრაფ და მწვავე გარღვევებს დინამოელები ძნელად უმკლავდებოდნენ. ამის შემდეგ უპირატესობა კვლავ მასპინძლების მხარეს გადავიდა. 67-ე წუთზე ჩიკვილაძის საჯარიმო დარტყმა ხარიხას გადასცდა. მომდევნო საჯარიმო დარტყმას უკვე დიღმელაშვილი ასრულებდა - მცველების მიერ მოგერიებული ბურთი გიგაურს მიუვიდა, თუმცა ახალგაზრდა ტორპედოელმა უზუსტოდ დაარტყა.

73-წუთზე ტორპედოელებს იღბალმა ზურგი შეაქცია, თორემ საბანაძეს ყველა საფეხბურთო კანონის მიხედვით გოლი უნდა გაეტანა. ის ორ მცველს შორის გაძვრა და კარში ორიოდე მეტრიდან დაარტყა... გულშემატკივრები ფეხზეც წამოცვივდნენ, მაგრამ... თბილისელები ძელმა იხსნა. იქამდე იყო ერთი ეპიზოდი, როცა არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ აშკარად დაინდო ჯუისი (ჯუისმა ხელით "გაიწორა" ბურთი, რაც ტრიბუნებიდანაც კარგად ჩანდა) და ამით ადგილობრივი ფანების განრისხება გამოიწვია. დინამოელს იქამდე ერთი გაფრთხილება ჰქონდა და მეორის მიღების შემთხვევაში ავტომატურად მოედნის დატოვება მოუწევდა... ამ ეპიზოდს ტრიბუნიდან "ლიკანის" ბოთლის სროლა მოჰყვა. შემდეგ ქუთაისელ და თბილისელ ფანებს შორისაც მოხდა დაპირისპირება, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი მალევე ჩაწყნარდა და ქართული "ელ კლასიკო" მშვიდობიანად გაგრძელდა...

დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ჩიკვილაძემ და კოშკაძემ შორეული დარტყმები გაცვალეს, რომლის დროსაც მეკარეებს ბურთების მოგერიება არ გასჭირვებიათ. მატჩის დასრულების შემდეგ კი გულშემატკივრებმა ორივე გუნდი აპლოდისმენტებით გააცილეს.

მატჩის შემდეგ

კახა კაჭარავა (დინამო): "სასიამოვნოა ასეთ საფეხბურთო გარემოში თამაში. ორი ტიტულოვანი კლუბის მონაწილეობით საინტერესო და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. შეხვედრა ისეთი სცენარით მიმდინარეობდა, მოგებაც შეიძლებოდა და წაგებაც, ამიტომ ფრე დადებით შედეგად უნდა ჩავთვალოთ".

გია გიგატაძე (ტორპედო): "ვულოცავ ქუთაისელ გულშემატკივრებს ქართული კლასიკოს დაბრუნებას. კარგი თამაში იყო. ფეხბურთელები კარგად გაისარჯნენ და საგოლე მომენტებიც ბლომად შევქმენით. საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ფრეც არ არის ურიგო შედეგი, თუმცა, რომ გაგვმართლებოდა, მოგებაც შეიძლებოდა".

ტორპედო 1

დინამო 1

02.10. ქუთაისი. ცენტრალური. 11 000 მაყურებელი

1:0 ჩიკვილაძე (54. თარხნიშვილის პასით), 1:1 ჯუისი (59. მუჯირის პასით)

ტორპედო დინამო

4-4-2 4-4-1-1

მიგინეიშვილი ლორია

ფოფხაძე კაკუბავა

ფარულავა თომაშვილი

თოდუა გ. კვარაცხელია

ჩიკვილაძე ოთარაშვილი

დიღმელაშვილი ედნილსონი

გიგაური კახელიშვილი

დათუნაიშვილი ხმალაძე

თარხნიშვილი კოშკაძე

კემუხტაშვილი მუჯირი

საბანაძე ჯუისი

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. გიგატაძე ე. კაჭარავა

66. დათუნაიშვილი - გ. ჩხეტიანი

78. კემუხტაშვილი - ცნობილაძე

86. ჩიკვილაძე - გურული

სათადარიგოები: ქვილითაია, ნ. კვასხვაძე, მაჭავარიანი, როსტიაშვილი

84. მუჯირი - თექთურმანიძე

86. ჯუისი - ქანთარია

სათადარიგოები: შეყრილაძე, ჩადუნელი, ფირცხალავა, ლილუაშვილი, გავაშელიშვილი

გაფრთხილება: ფოფხაძე (32), ჯუისი (48), კაკუბავა (75)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა