...ამას წინათ ვწერდით, რომ ალბათ, უკვე დროა "ზესტაფონმა" სტუმრად ქულების მოგროვება დაიწყოს-თქო...

...ამას წინათ ვწერდით, რომ ალბათ, უკვე დროა "ზესტაფონმა" სტუმრად ქულების მოგროვება დაიწყოს-თქო; ეს ყველაფერი VII ტურის წინ ითქვა, იმის მერე კი გია გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ 3 საგარეო გამარჯვება მოიპოვა და 24 სექტემბრიდან მოყოლებული ერთპიროვნული ლიდერის პოზიციებს არ თმობს. ასეთი წარმატებული თამაშით "ზესტაფონი" პირველი წრის გამარჯვებულიც გახდა და ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ ყოველივე ეს ლოგიკურადაც მიგვაჩნია.

ლოგიკური იყო "ზესტაფონის" გამარჯვება შაბათის მატჩშიც, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და მისი ასისტენტები - სოსო ჭედია და მამუკა აბუსერიძე რომ ესწრებოდნენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან ისეთებიც იყვნენ, მალტასა და ლატვიასთან ჩასატარებელი მატჩებისათვის რომ არიან გამოძახებულნი ჩვენ უპირველეს გუნდში: ნიკა გელაშვილი, ბუბა დაუშვილი (ორივე - "ზესტაფონი"), ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია"). უშუალოდ მატჩის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს როინ კვასხვაძეც; ვერ გეტყვით, ეს ფაქტი იცოდა თუ არა კვასხვაძემ, მაგრამ "ზესტაფონის" ახალგაზრდა და ნიჭიერმა მეკარემ "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრა უშეცდომოდ და დამაჯერებლად რომ ჩაატარა, ამ მატჩის ყველა თვითმხილველი დაგვეთანხმება.

...სტუმართა თავკაცს გია გეგუჩაძეს, წინა მატჩთან შედარებით, ძირითადი შემადგენლობა არ შეუცვლია; მისმა კოლეგამ მერაბ კოჭლაშვილმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით, თავის გუნდის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანა: მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გიორგი ჯანელიძე გაამწესა.

...თამაში თავიდანვე სწრაფ ტემპში დაიწყო და საწყის წუთებში მეტოქეებმა თითო-თითო დარტყმა "გაცვალეს": ირაკლი კლიმიაშვილისა და შოთა გრიგალაშვილს მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია, ისე როგორც ნიკა გელაშვილის თავური გამოდგა მცირეოდენ არაზუსტი. ორივე გუნდი მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა და სტუმრების უპირატესობაც ნელ-ნელა იკვეთებოდა; ეს კი, პირველ რიგში, ნახევარმცველების დამსახურება იყო: ირაკლი ძარია ფორვარდების უკან მოქმედებდა, თორნიკე აფციაური და შოთა გრიგალაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლანგებს იცვლიდნენ, ხოლო ბუბა დაუშვილი ცენტრალური მცველების წინ იყო გამწესებული და კვლავაც უაღრესად სასარგებლოდ თამაშობდა.

თუმცა, ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში სტუმრებს რეალური მომენტი არ შეუქმნიათ: პირველ ეპიზოდში აფციაურმა სამ მეტოქეს გვერდი ეფექტურად აუარა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა; მეორეჯერ კი გელაშვილი მახვილი კუთხიდან ეფექტური დარტყმით ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ბურთი მასპინძელთა კარს აცდა. ტაიმის ბოლოსკენ ტემპი საგრძნობლად დაეცა, ოღონდ, ვერც იმის ვიტყვით, რომ მასპინძლები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენო: როინ კვასხვაძემ ჯერ ირაკლი კლიმიაშვილის საჯარიმო დარტყმა მოიგერია, შემეეგ კი ბესიკ ჩიმაკაძეს არ დაანება გოლის გატანა.

სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა პირველ ტაიმში გოლი მაინც გაიტანა, მაგრამ დარტყმის მომენტში გვერდით მსაჯს ალამი აწეული ჰქონდა და მასპინძელთა მცირერიცხოვან ქომაგთა სამწუხაროდ, ეს გოლი არ ჩაითვალა. სხვათა შორის, "ვიტ ჯორჯიას" ანალოგიური რამ წინა ტურშიც დაემართა და მაშინაც იმავე ბესიკ ჩიმაკაძეს არ ჩაუთვალეს გოლი...

...მეორე ტაიმის დასაწყისში ჯაბა დვალმა და ჯაბა ლიპარტიამ მეტ-ნაკლებად სახიფათო დარტყმები შეასრულეს და ამის მერე, მატჩის ბოლომდე, ტერიტორიული უპირატესობა მთლიანად სტუმართა მხარეს გადავიდა. თანაც, მასპინძელთათვის კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდა საყრდენი ნახევარმცველის დავით მაისაშვილის გაძევება: მეტოქემ რიცხვობრივი უპირატესობა ჩინებულად გამოიყენა და შეხვედრის უკანასკნელმა ნახევარმა საათმა გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

ჯერ ის ეფექტური კომბინაცია ვიხილეთ, აფციაურის პასით გელაშვილი "ერთი შეხებით" რომ ურტყამდა მასპინძელთა კარის მიმართულებით; შემდეგ კი გოლიც გავიდა: გრიგალაშვილის მიერ შესრულებულ "სტანდარტულს" "ვეტერინართა" საჯარიმოში მასპინძელთა მცველების მცირე უყურადღებოდა მოყვა, რითაც მშვენივრად ისარგებლა გელაშვილმა და თავისი ყოფილი კლუბის კარში ზუსტად დაარტყა. სტუმრები არც ამ გოლის შემდეგ დამშვიდებულან და ჯერ დვალს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, შემდეგ კი შეცვლაზე შემოსული თორნიკე გორგიაშვილის ეფექტური რეიდიც ვნახეთ.

თუმცა ასეთი სოლიდური უპირატესობა, როცა იქნებოდა, კიდევ ერთ გატანილ გოლში უნდა ასახულიყო და ასეც მოხდა: ჯაბა დვალმა თორნიკე გორგიაშვილის ჩინებული პასი მიიღო და გიორგი ძაძამიას შანსი არ დაუტოვა. მატჩის ბოლომდე იმავე დვალსა და გელაშვილს კიდევ შეექმნათ სახიფათო მომენტები, მაშინ როცა მასპინძლები მეორე ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაემუქრნენ "ზესტაფონის" კარს, მაგრამ ბესიკ ჩიმაკაძისა და როინ კვასხვაძის "დუელი" კვლავაც სტუმართა მეკარის გამარჯვებით დამთავრდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ზესტაფონის" მრავალრიცხოვანი ქომაგები კმაყოფილნი ტოვებდნენ "ფოლადის" სტადიონს - მათმა საყვარელმა გუნდმა ერთპიროვნული ლიდერობაც შეინარჩუნა და პირველი წრის გამარჯვებულიც გახდა!

ვიტ ჯორჯია 0

ზესტაფონი 2

02.10. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი

0:1 გელაშვილი (61), 0:2 დვალი (79. გორგიაშვილის პასით)

ვიტ ჯორჯია ზესტაფონი

4-2-3-1 4-1-3-2

ძაძამია რ. კვასხვაძე

ბეჭვაია ბენაშვილი

კასრაძე გ. ონიანი

ადამაძე ხიდეშელი

ღანიაშვილი ელიავა

გურეშიძე დაუშვილი

მაისაშვილი აფციაური

კლიმიაშვილი ძარია

ლიპარტია გრიგალაშვილი

ჯანელიძე გელაშვილი

ჩიმაკაძე დვალი

მწვრთნელი მწვრთნელი

მ. კოჭლაშვილი გ. გეგუჩაძე

ვიტ ჯორჯია

62. ჯანელიძე - ვასაძე

82. კლიმიაშვილი - კორიფაძე

82. ლიპარტია - ზაქრაძე

სათადარიგოები: რეჭია, ხურცილავა, გიორგი გურეშიძე, გოგიაშვილი

ზესტაფონი

55. დაუშვილი - გორგიაშვილი

59. აფციაური - ბაბუნაშვილი

77. ძარია - ფიფია

სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, გ. მიქაბერიძე, ცხადაია

გაფრთხილება: მაისაშვილი (34), ძარია (50), ხიდეშელი (52), მაისაშვილი (58), ბენაშვილი (67)

გაძევება: მაისაშვილი (58)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში