ხანტი-მანსიისკში გუშინ დამთავრდა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტტურიანი მარათონი. ბოლო ტურის წინ ქალებში ჩემპიონის ვინაობა ცნობილი იყო...
ხანტი-მანსიისკში გუშინ დამთავრდა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტტურიანი მარათონი. ბოლო ტურის წინ ქალებში ჩემპიონის ვინაობა ცნობილი იყო _ რუსეთის პირველმა ნაკრებმა (ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა-2573, კონტინენტის მრავალგზის პრიზიორი ნადეჟდა კოსინცევა-2565, მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი-2524, ალისა გალიამოვა-2482, ვალენტინა გუნინა-2465) მართლაც ერთი ამოსუნთქვით გაიტანა ლელო ბოლომდე. მე-11 ტურში მან თანამემამულეებით დაკომპლექტებული მეორე გუნდიც არ დაინდო _ 2,5:1,5 გაიმარჯვა და გათამაშების ცხრილის სათავეში 22 ქულით (!) დამკვიდრდა. გუშინდელი პაექრობები იმით იყო საინტერესო, რომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელთა ვინაობა უნდა გამოევლინა. ჩინეთის ნაკრებმა (ჰოუ იფანი-2578, იუ ვენძიუნი-2516, ჟაო სიუ-2469, ჰუანგ ძიანი-2436, ვენ იუ-2394) 3:1 სძლია უკრაინის ნაკრებს და 18 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა. საქართველოს ნაკრები მეტად პრინციპულ მატჩში პოლონელებს დაუზავდა (მონიკა სოჩკო (2486)-ნანა ძაგნიძე (2434) 1:0, ლელა ჯავახიშვილი (2451)-იოლანტა ზვადსკა (2410) 1:0, იოანა მაიდანი (2333)-სოფიკო ხუხაშვილი (2422) 1:0, ბელა ხოტენაშვილი (2464)-იოანა დვორაკოვსკა (2315) 1:0).

დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ხორვატია-კუბა 1,5:2,5, გერმანია-ბულგარეთი 1:3, რუსეთი (3)-სერბეთი 3:1, სლოვენია-სომხეთი 0,5:0,5, არგენტინა-რუმინეთი 1:3. თერთმეტი ტურის შემდეგ 16-16 ქულა მოაგროვეს საქართველომ, კუბამ, ამერიკამ, პოლონეთმა, აზერბაიჯანმა და ბულგარეთმა. უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაო ჩვენს ნაკრებს (ნანა ძაგნიძე-7 ქულა, ლელა ჯავახიშვილი-5, სალომე მელია-7, სოფიო ხუხაშვილი-5, ბელა ხოტენაშვილი-5) ხვდა. საგულისხმოა, რომ მე-3 დაფაზე სალომე მელიამ ვერცხლი დაისაკუთრა, ბელა ხოტენაშვილს კი სათადარიგოებში ბრინჯაო ერგო. აქვე გაუწყებთ დაფების მიხედვით პრიზიორთა ვინაობას:

I დაფა: 1 ტატიანა კოსინცევა (რუსეთი-1), 2. ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი), 3. ჰოუ იფანი (ჩინეთი), 4. ნანა ძაგნიძე.

II დაფა. 1. ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი-1), 2. იუ ვენძიუნი (ჩინეთი), 3. ნგუენ ფჰამი (ვიეტნამი), ... 5. ლელა ჯავახიშვილი.

III დაფა. 1. იანიეთ მარერო (კუბა), 2. სალომე მელია, 3. ილზე ბერზინა (ლატვია).

IV დაფა. 1. ინა გაპონენკო (უკრაინა), 2. ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი-2), 3. ოლგა ვასილიევი (ისრაელი).

სათადარიგო. 1. მარია მუზიჩუკი (უკრაინა), 2. ალინა კალშინსკაია (რუსეთი-2), 3. ბელა ხოტენაშვილი

სამწუხაროდ, დაგვაღალატეს ჩვენმა ვაჟებმა _ ისინი გუშინ ინდოელებთანაც დამარცხდნენ 1,5:2,5 (ბაადურ ჯობავა, მერაბ გაგუნაშვილი და მიხეილ მჭედლიშვილი, შესაბამისად, კრიშნან სასიკირანს, პენტალა ჰარიკრიშნას და შეხარ განგულის დაუზავდნენ, ხოლო ლევან ფანცულაიას ჰარაიანან გოპალმა აჯობა) და 13 ქულით 30-ე ადგილზე გავიდნენ.

მეწინავეთა ბოლო ტურის შეხვედრების შედეგები ასეთია: ისრაელი-უკრაინა 2:2, რუსეთი (1)-ესპანეთი 2:2, პოლონეთი-უნგრეთი 1,5:2,5, საფრანგეთი-სომხეთი 2:2, რუსეთი (2)-საბერძნეთი 2,5:1,5, ჩინეთი-იტალია 3:1, აზერბაიჯანი-რუსეთი (3) 2:2, კუბა-აშშ 1,5:2,5, ინგლისი-ჩეხეთი 2:2.

19 ქულით ოლიმპიადის ჩემპიონობა უკრაინელებმა (ვასილი ივანჩუკი, რუსლან პონომარიოვი, პაველ ელიანოვი, ზახარ ეფიმენკო, ალექსანდრ მოისეენკო) მოიპოვეს. გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა რუსეთის პირველი ნაკრები, რომელსაც ვერცხლი ერგო, 17-17 ქულით, შესაბამისად მესამე მეოთხე ადგილები ისრაელმა (ბრინჯაო) და უნგრეთმა გაიყვეს.

დაფების მიხედვით მცირე მედლების კომპლექტი ასე განაწილდა:

I დაფა. 1. ვასილი ივანჩუკი (უკრაინა), 2. ლევონ არონიანი (სომხეთი), 3. იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი-2)... 14. ბაადურ ჯობავა.

II დაფა. 1. ემილ სუტოვსკი (ისრაელი), 2. ზოლტან ალმაში (უნგრეთი), 3. ჰაო ვენი (ჩინეთი)... 18. მერაბ გაგუნაშვილი.

III დაფა. 1. ვიტალი ტეტერევი (ბელარუსი), 2. პაველ ელიანოვი (უკრაინა) 3. პაველ რუბლიოვსკი (რუსეთი-3), ... 6. მიხეილ მჭედლიშვილი.

IV დაფა. 1. სერგეი კარიაკინი (რუსეთი-1), 2. ზახარ ეფიმენკო (უკრაინა), 3. ანიშ გირი (ჰოლანდია)... 6. ლევან ფანცულაია.

სათადარიგო. 1. სებასტიან ფელერი (საფრანგეთი), 2. მათეუს ბარტელი (პოლონეთი), 3. ვლასტიმილ ბაბულა (ჩეხეთი).

ნონა გაფრინდაშვილის თასი (ქალთა და ვაჟთა გუნდების საერთო შედეგისთვის) 1. რუსეთი-1 (40), 2- ჩინეთი (34), 3. უკრაინა (34 ქულა).

კონტრაქტს აღარ გააგრძელებს - კურტუა "რეალიდან" მალე წავა
"თუ ის წავა, "ბარსელონაში" დავბრუნდები" - მესის კატალონიური გრანდის მაისურით კვლავ ვიხილავთ?
[PHOTO] ლაპორტა: ვარ მიმზიდველი და ფულს ვნებიანი სექსი მირჩევნია
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე