21-23 სექტემბერს ხორვატულ პორეჩში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა ტარდება
21-23 სექტემბერს ხორვატულ პორეჩში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა ტარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს: ლერი ჭელიძე, მინდია ღოლიჯაშვილი (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ბექა ვიბლიანი, ბექა ტუღუში (66), ლევან გუგავა, ფრიდონ გიგანი (73), ბექა ღვინიაშვილი, ბექა დონღვანი (81), ლაშა ტაველური, რევაზ წულუკიძე (90), გურამ თუშიშვილი, გიორგი ქავთარაძე (100), ლევან მატიაშვილი, როსტომ ხახალეიშვილი (+100).

როგორც ვხედავთ, გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი გუგავა ორკაციან კვოტას ყველა წონაში იყენებს, ანუ პორეჩში სრული გუნდი მიჰყავს. მან შემადგენლობა საბოლოოდ გერმანიის ტურნირის შედეგებით დააკომპლექტა, თუმცა ცხადია, იქ წასვლამდე რამდენიმეს უკვე განაღდებული ჰქონდა ადგილი გუნდში.

მაგალითად, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ჩემპიონატის შედეგებიც, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყნის ჩემპიონთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მომდევნო შეჯიბრებებშიც კარგად იჭიდავა და დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ მოუგია ის ტურნირი.

თაობათა ცვლა ამ ნაკრებსაც შეეხო, რადგან რამდენიმე ლიდერმა ასაკის გამო უფროსებში გადაინაცვლა. უპირველესად, ლაშა შავდათუაშვილს (66) გამოვარჩევთ, რომელმაც ზუსტად ერთი თვის წინ მთელი სპორტული სამყარო გააოცა და 20 წლის ასაკში ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა - მან შარშან ახალგაზრდული ევროპა მოიგო, მსოფლიოზე კი მესამეზე გავიდა.

გუგავას გუნდში ახალი სახეების გამოჩენა გარდაუვალი იყო, თუმცა მოულოდნელად გვეჩვენა ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ შალვა ჩოჩელის (100) არყოფნა - მან გერმანიის ტურნირიც წააგო და მანამდე ჩეხეთშიც დამარცხდა.

შარშანდელი შემადგენლობიდან ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჭელიძე, მარგველაშვილი, გიგანი, ქავთარაძე და ევროპის ვიცე-ჩემპიონი მატიაშვილი დარჩნენ, ხოლო მსოფლიოზე იმხანად ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრების წევრები - ღვინიაშვილი და თუშიშვილიც წაიყვანეს გამოსაცდელად და თუშიშვილი მესამეზეც გავიდა.

ტალანტად შერაცხული ღვინიაშვილი იმის შემდეგ დიდ ასპარეზზე იშვიათად ჩანდა და, რაც ყველაზე თვალშისაცემია, წააგო გერმანიის ზემოაღნიშნული ტურნირი. იმედია, ეს დროებითი ჩავარდნა იყო და ქართული ძიუდოს მომავლად შერაცხული ახალგაზრდა ძველებურად გაგვახარებს წარმატებებით.

როგორც ვხედავთ, წლევანდელ ნაკრებში ბლომად არიან ჭაბუკებიდან გადმოსული ფალავნები - ჩხივიმიანი, ვიბლიანი, დონღვანი, ხახალეიშვილი; იგივე ღვინიაშვილი და თუშიშვილი. მათი უმეტესობა გვარიანი ტიტულებით გადმობარგდა ახალგაზრდებში, თუმცა ახლა ისევ თავიდან მოუწევთ ყველაფრის დამტკიცება - ჭაბუკთა ასაკი ერთია, ახალგაზრდული კი სულ სხვა განზომილებაა.

ნაკრები ევროპის პირველობისთვის ამჟამად ბაკურიანშია შეკრებაზე, რომელსაც ხვალ დაამთავრებენ, 3-17 სექტემბერს კი გორში გაივლიან დასკვნით შეკრებას. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის გავლენით წლეულს მსოფლიოს პირველობა არც ამ ასაკში ტარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"