გუნდის ახალი სეზონისთვის მზადებაზე მთავარ მწვრთნელი საუბრობს
სარაგბო კლუბი "ლელო" ბოლო ათწლეულია, ქართული რაგბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ამ გუნდში სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებისთვის უამრავი მორაგბე აღიზარდა, რომელთა უმრავლესობამაც ეროვნულ ნაკრებშიც მოიკიდა ფეხი და დღეს საქართველოს უპირველესი გუნდის წამყვანი მოთამაშეები არიან.

შარშანდელ ჩემპიონატში "ლელო" მისთვის უჩვეულო, მეოთხე ადგილს დასჯერდა. გაზაფხულის ტურნირზე კი ნახევარფინალამდე გააღწია. როგორ ემზადება გუნდი ახალი სეზონისთვის, ამის თაობაზე "ლელოს" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გვიამბობს.

- ჩემპიონატისთვის მზადება, რომელიც წლეულს უწინდელთან განსხვავებული ფორმატით გაიმართება, სამი კვირის წინათ დავიწყეთ. ვარჯიშების პრინციპი იგივეა - ჯერ ფიზიკური კონდიციების დახვეწაზე ვიმუშავეთ, მერე მოედანზეც შევედით და აქამდე ნასწავლი და ნავარჯიშები დავხვეწეთ.

- საწვრთნელი შეკრება გუნდების უმრავლესობამ ზღვის სანაპიროზე, ნაწილმა მთაში გაიარა. თქვენ სად ემზადებოდით?

- გუნდში საკმაოდ მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. ამის გამო თბილისში დავრჩით. წვრთნისთვის სათანადო პირობები ვერსად გამოვნახეთ. სადაც სარაგბო ინფრასტრუქტურა გამართულია, ძალიან ძვირი დაგვიფასეს, სადაც იაფია - იქ სავარჯიშო პირობები აღმოჩნდა ცუდი.

ამიტომ,გადავწყვიტეთ სეზონისთვის თბილისში, ვარკეთილის სარაგბო ბაზაზე მომზადება.

- ჩემპიონატის დაწყების წინ ყველა გაძლიერებას ცდილობს, ახალ მოთამაშეებს იმატებს. "ლელოში" რა ცვლილებებია?

- გუნდი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. საფრანგეთის მეორე ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში გადავიდა საქართველოს ნაკრების გარემარბი ალექსანდრე თოდუა. მეორეხაზელმა ლაშა აზალაძემ კი "არმიას" მიაშურა. წლის ბოლომდე პოლონეთში ითამაშებენ ალექსანდრე მანჯავიძე და გიორგი ჭინჭარაული. სამაგიეროდ, დავიმატეთ რამდენიმე ძლიერი მოთამაშე.

საფრანგეთიდან დაგვიბრუნდა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი რეზო ბელქანია, "არმიადან" გადმოვიდა მეორეხაზელი ლევან დარასელია, ინგლისში ჰართპურის კოლეჯში სწავლა დაასრულა და "ლელოში" კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა ალექსანდრე ნიჟარაძემ, დავით ბარბაქაძემ და ზურაბ ხორბალაძემ ტრავმები მოირჩინეს და მწყობრში არიან.

- ბოლო რამდენიმე წელიწადია, "ლელო" საქართველოს ჩემპიონატში მუდამ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ალბათ, ასე იქნება ამჯერადაც. როგორ აფასებთ გუნდის შესაძლებლობებს და ვინ მიგაჩნიათ კონკურენტებად?

- ფინანსური პრობლემების მიუხედავად, ცხადია, ჩემპიონატში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

კონკურენტები კი საკმაოდ მომრავლდნენ. წლეულს გათამაშებაში, რვა გუნდის ნაცვლად, ათი ითამაშებს და აქედან დაახლოებით ნახევარზე მეტს რეალურად შეუძლია იბრძოლოს მედლებისთვის.

- ჩემპიონატის მატჩებს "ლელო" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გამართავს. რა ეტაპზეა დიდ დიღომში თქვენი კლუბის მშენებარე სტადიონი, როდის ჩადგება მწყობრში?

- მშენებლობა გეგმით გათვალისწინებული ტემპით მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, სტადიონს, რომელსაც სათამაშო მოედანთან ერთად, ერთი სათადარიგო, ხელოვნურსაფარიანი მოედანიც ექნება, წლის ბოლოს ჩაგვაბარებენ. თუ გაისად, გაზაფხულზე იქ თამაში შევძელით, ძალიან კარგი იქნება.

ლელო (თბილისი)

პირველი ხაზი: მიხეილ სუჯაშვილი, რევაზ ბელქანია, ბაჩანა გოგიშვილი, გიორგი სანიკიძე, დავით ჯვარშეიშვილი, დავით ბარბაქაძე, ვასილ კვერნაძე, დავით ხიდეშელი.

მეორე ხაზი: ზურაბ ხორბალაძე, ლევან დარასელია, ბექა ნიკოლაიშვილი, სანდრო ქოიავა, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა არველაძე.

მესამე ხაზი: ვახტანგ მძინარიშვილი, გიორგი ჭყოიძე, ბაჩო კოლელიშვილი, გუჯა სურგულაძე, გიორგი მორგოშია.

#9: ირაკლი ლოლუა, გიორგი კაჭარავა.

#10: გოდერძი ჭინჭარაული, ლაშა ხმალაძე.

#12-13: ალექსანდრე ხეცოიძე, თორნიკე ცერცვაძე, ნონო ანდღულაძე.

#11-14: დაჩი კოპაძე, სანდრო ნიჟარაძე, ირაკლი გეგენავა, ლექსო გუგავა, ზურაბ ზაალიშვილი.

#15: ირაკლი ყიასაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო