გიორგი შერმადინის "პანათინაიკოსმა" ალექსანდრ გომელსკის მემორიალი ითამაშა. ნახევარფინალში ბერძნები ლიტვის "ჟალგირისს" დაუპირისპირდნენ და 70:76 წააგეს, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი სერბულ "პარტიზანს" მოუგეს - 73:68...

გიორგი შერმადინის "პანათინაიკოსმა" ალექსანდრ გომელსკის მემორიალი ითამაშა. ნახევარფინალში ბერძნები ლიტვის "ჟალგირისს" დაუპირისპირდნენ და 70:76 წააგეს, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი სერბულ "პარტიზანს" მოუგეს - 73:68.

"პანათინაიკოსის" თავკაცი ჟელკო ობრადოვიჩი სეზონის წინ ექსპერიმენტებს მიმართავს, რაც პირველ რიგში გუნდის წინა ხაზს ეხება. მან ამასწინანდელ ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ ტანმაღალი კალათბურთელების მდიდარი არჩევანი აქვს და მოსკოვურ ტურნირზე გამოჩნდა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის რა ფუნქციას დააკისრებს. ობრადოვიჩმა "ჟალგირისთან" მატჩის სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინი დააყენა და 16 წუთი ათამაშა. ქართველმა გოლიათმა 4 ქულა, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება "გამოადნო". მან 2-2 ორქულიანი და საჯარიმო ისროლა, რომელთაგან მხოლოდ ერთი ორქულიანი ააცილა. გიორგიმ ერთი სამქულიანიც ისროლა (არაზუსტი იყო).

მესამე ადგილისთვის მატჩში რუსულ საიტებზე გიორგი შერმადინის გასწვრივ 18 ქულა ეწერა. მაგრამ ვიდრე გაგიხარდებოდეთ, გეტყვით, რომ რუსები შეცდნენ. მათ განაცხადში გვარი აერიათ და ვუგიუკასის ნაცვლად შერმადინი დაწერეს. ასე რომ, ის 18 ქულაც ვუგიუკასის კუთვნილებაა. გიორგი განაცხადში ვერ მოხვდა. მწვრთნელმა არც გამოცდილი მეფარე მაიკ ბატისტი დატვირთა - 5 წუთი ათამაშა.

რა ადგილს დაიკავებს გიორგი შერმადინი ამ ფორმაციის "პანათინაიკოსში", შეიძლება, თავად ობრადოვიჩმაც არ იცის. დაველოდოთ ოფიციალურ შეხვედრებს და ყველაფერი მაშინ გამოჩნდება.

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა