ხუანდე რამოსმა "კრივბასში" იჯარით გაშვებული ქართველი ფეხბურთელი გუნდში საკადრო პრობლემების გამო დააბრუნა
დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" კრივიო როგის "კრივბასში" იჯარით გაშვებული ჯაბა კანკავა უკან იხმო. ამ ინფორმაციას უკრაინული საიტი UA-Футбол ავრცელებს.

საიტის ცნობით, "დნიპროს" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის დახმარება "სლოვანთან", ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩისთვის დასჭირდა, რომელიც 30 აგვისტოს, დნეპრ-არენაზე უნდა გაიმართოს.

"უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში ჯაბამ უკვე 2 გოლის გატანა მოასწრო, რაც კრივოიროგელთა გუნდის მთლიანი მონაგრის ნახევარია.

ჯაბა კანკავას "დნიპროში" დაბრუნება, პირველ რიგში, გუნდში კადრების მწვავე დეფიციტითაა განპირობებული, რაზეც ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელი ხუანდე რამოსიც მიანიშნებდა.

შეგახსენებთ, რომ "ვოლინთან" შეხვედრის დროს რამოსის განკარგულებაში, შვიდის ნაცვლად, მხოლოდ ოთხი სათადარიგო ფეხბურთელი იყო.

სავარაუდოდ, ჯაბა კანკავა უკვე 29 აგვისტოს, "დნეპრის" ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს", - წერს საიტი.

ჯაბა კანკავა "დნიპროს" ფეხბურთელი 2007 წლიდანაა, 2010 წლის ბოლოდან კი "კრივბასში" იჯარის წესით გადავიდა, სადაც ბოლო დრომდე თამაშობდა.

უკრაინის ჩემპიონატში 7 ტურის შემდეგ "დნიპროს" 17 ქულა აქვს და ცხრილში მესამე ადგილს, დონეცკის "შახტარისა" (21 ქულა) და კიევის "დინამოს" (18) შემდეგ იკავებს.

დნეპროპეტროვსკის კლუბის საკუთრებაა და ასევე "კრივბასში" იჯარით თამაშობს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი უჩა ლობჟანიძე.

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიამ ბელორუს-ესპანეთთან მატჩებისთვის ნაკრების შედგენა დაიწყო

ჯაბა კანკავა უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ყოჩაღ, ჯაბა კანკავა! - ბურთის ართმევაში ქართველს უკრაინაში ვერავინ შეედრება

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად