ჩრდილოლონდონელებს სულ რაღაც 5 დღე რჩებათ 23 წლის გარემარბის გასაყიდად

თეო უოლკოტს "არსენალთან" კონტრაქტი 2013 წლის 30 ივნისს უმთავრდება. წესით, მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის თანამშრომლობის გახანგრძლივების შესახებ, მაგრამ უოლკოტმა რობინ ვან პერსის მსგავსად, განაცხადა, რომ "მეთოფეთა" შორის დარჩენას აღარ აპირებდა.

რაკი უეფას მიერ სატრანსფერო ფანჯარა 4 სექტემბრამდეა გაგრძელებული, გამოდის, რომ ჩრდილოლონდონელებს სულ რაღაც 5 დღე რჩებათ 23 წლის გარემარბის გასაყიდად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იანვარში უნდა დათმოს იაფად ან კიდევ მომავალი წლის ზაფხულზე სულაც უფასოდ.

უოლკოტის ამჟამინდელი ანაზღაურება კვირაში 60 ათასი ფუნტია. თავის დროზე ფეხბურთელი ხელფასის გაზრდას 100 ათასამდე ითხოვდა, მაგრამ კლუბისგან უარი მიიღო.

"არსენალი" მას კვირაში 15 ათასის მომატებას ჰპირდებოდა. სიტუაცია შეიძლება უახლოეს 48 საათში შეიცვალოს, თუმცა ამის შანსი მიზერულია.

დიდი ალბათობით, უოლკოტი "ემირიტსიდან" წავა და კარიერას ან "მანჩესტერ სიტიში" განაგრძობს, ან "ლივერპულში".

"მეთოფეები" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელში 15 მილიონ ფუნტს ითხოვენ. თეო "არსენალში" 2006 წლის იანვარში "საუთჰემპტონიდან" გადავიდა.

"არსენალმა" მაშინ "წმინდანებს" 13 მილიონი გადაუხადა. 6,5 წლის განმავლობაში ფეხბურთელმა ლონდონელთა ღირსება 222-ჯერ დაიცვა, სადაც 22 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ უოლკოტი "არსენალის" უკვე მესამე ლიდერია, ვინც ამ ზაფხულს გუნდს ტოვებს. მოგეხსენებათ, რობინ ვან პერსიმ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა, ალექს სონგმა - "ბარსელონას".

"მეთოფეები" შეეცდებიან, მთელი რესურსი მიმართონ "მანჩესტერ სიტიდან" ედინ ჯეკოს გადასაბირებლად, - წერს "მირორი".

26 წლის ბოსნიელს რობერტო მანჩინი სარეზერვო ფეხბურთელად განიხილავს, რაც მას ძალიან აღიზიანებს. ამ ზაფხულს ჯეკოს ტრანსფერზე ბევრი იწერებოდა. მაგალითად, გერმანული გაზეთები მას "ბაიერნში" უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

არსენ ვენგერის აზრით, ბოსნიელი შეძლებს გუნდის შემტევი პოტენციალის გაძლიერებას. იმავე "მირორის" ცნობით, დედაქალაქელებს "სუონსიდან" ესპანელი მარჯვენა მცველის, 29 წლის ანხელ რანხელის შეძენა სურთ და მზად არიან, "გედებს" 4,5 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად