"გარდიანის" მტკიცებით, როჯერსი არ გამორიცხავს, რომ 28 წლის გარემარბი სტიუარტ დაუნინგი მარცხენა მცველის პოზიციაზე დახიოს

"გარდიანის" მტკიცებით, ბრენდან როჯერსი არ გამორიცხავს, რომ 28 წლის გარემარბი სტიუარტ დაუნინგი მარცხენა მცველის პოზიციაზე დახიოს.

აღნიშნული იდეა ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს მას მერე გაუჩნდა, რაც "ჰართსთან" ევროპა ლიგის შეხვედრის 30 წუთი სტიუარტმა სწორედ უკანახაზელად ითამაშა და თანაც საკმაოდ ეფექტურად. "ამის ალბათობა დიდია.

ახალს არაფერს ვიგონებ. გაიხსენეთ თუნდაც ხორდი ალბას ან ეშლი კოულის მაგალითები. კარიერას ისინი სხვა პოზიციებზე იწყებდნენ.

უკანასკნელი საერთოდ ცენტრალური თავდამსხმელი იყო. ამით ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავუხსნით გზს ძირითადი შემადგენლობისკენ. სტიუარტისთვის ეს არ იქნება ახალი.

მაგალითად მან 2006 წელს "მიდლსბროს" რიგებში "სევილიასთან" უეფას თასის ფინალშიც (4:0 ესპანელთა სასარგებლოდ. რედ.) მცველად ითამაშა. ასე რომ, გუნდისთვის სარგებლის მოტანა მას ბევრგან შეუძლია.

ასეთი გადაადგილებებით ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შემცირებაც შესაძლებელია.

"ჰართსთან" ის მშვენივრად ერთვებოდა შეტევებში, დაცვაშიც კარგად ირჯებოდა. ვფიქრობ, მას ამ როლის შესრულება მომავალშიც შეეძლება. დრო გვიჩვენებს, რამდენად გაამართლებს ჩვენი გადაწყვეტილება.

ნამდვილად არ მინდა, რომ რომელიმე ფეხბურთელზე ვთქვა უარი. მათთვის ალტერნატიულ ვარიანტებს ამიტომაც ვეძებ, რომ როგორმე ყველა კმაყოფილი დარჩეს. დაუნინგს, როგორც შემტევ ფეხბურთელს, რა თქმა უნდა მომავალი აქვს.

პირველად როცა ჩემი იდეა გავუზიარე, ის ცოტა აღელდა პერსპექტივით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სტიუარტი მზად არის, თავი ახალ ამპლუაში მოსიჯოს," - განაცხადა ბრენდან როჯერსმა.

რეინას დუბლიორი სჭირდება

"ლივერპულის" ესპანელ კარის დარაჯს, 29 წლის პეპე რეინას ღირსეული დუბლიორი სჭირდება. ამ მიზნით მერსისაიდელებმა ზაფხულის განმავლობაში ორჯერ უკვე მიმართეს "ვულვერჰემპტონს" და დორუს დე ვრისის ტრანსფერზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზეს.

30 წლის ჰოლანდიელი მზადაა, კარიერა "ენფილდზე" განაგრძოს, მით უფრო, რომ მას როჯერსთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებს. ისინი "სუონსიში" ერთი წელიწადი მუშაობდნენ მხარდამხარ. ძირითადი გუნდის განაცხადში შეიყვანენ რეზერვისტთა ძირითადი მეკარეს, 22 წლის უნგრელ პეტერ გულაშის.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ახალი გუნდების მონახვა მოუწევთ ბრაზილიელ დონისა და ავსტრალიელ ბრედ ჯონსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა