ესპანეთის სუპერთასი ის ჯილდოა, რომელიც აქამდე ჟოზე მოურინიოს არ მოუგია
ესპანეთის სუპერთასი ის ჯილდოა, რომელიც აქამდე ჟოზე მოურინიოს არ მოუგია.

პორტუგალიელმა თავკაცმა ეს ნაკლიც გამოასწორა და "ელ კლასიკოს" მოგებით თასი დაიბევა და თავის დიდ კოლექციას შემატა. "ბარსელონას" ახალმა თავკაცმა ტიტო ვილანოვამ კი პირველი მარცხი განიცადა როგორც "რეალთან", ისე, საერთოდ, კარიერაში.

თითქოს ერთი კვირა სულაც არ გასულაო, გუნდებმა ისე განაგრძეს, როგორც სუპერთასის პირველი მატჩის მეორე ტაიმი დაიწყეს. ისევ ფანტასტიკური თამაში, ოღონდ ახლა "რეალის" სრული უპირატესობით (მაშინ "ბარსელონა" სჯობდა მეტოქეს).

ანგარიში მე-9 წუთზევე გაიხსნა, პეპეს შორეულ პასს მასკერანო ვერ გაუმკლავდა და გონსალო იგუაინმაც ისარგებლა თანამემამულის შეცდომით და გაიტანა.

არგენტინელი ფორვარდი ერთადერთია, რომელმაც ამ სეზონში "სამეფო კლუბის" ყოველ შეხვედრაში გაიტანა. კიდევ 9 წუთი გავიდა და კრიშტიანო რონალდომ ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა. მან თავზე გადაუგდო ბურთი პიკეს და ისე დაარტყა ვალდესის კარში.

რონალდომ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაუტანა "ბარსას". 27-ე წუთზე ისევ პორტუგალიელის აქტიურობას მოჰყვა ადრიანოს გაძევება. ის აშკარად ბოლო კაცი იყო რონალდოს შეტევისას, როცა მეტოქე მოცელა. "ბარსა" 10 კაცით და თითქოს უიმედოდ დარჩა და… გაიტანა.

ვინ, თუ არა ლეო მესი? დიახ, "ლა პულგამ" 44-ე წუთზე საჯარიმო ოსტატურად შემოატარა ცოცხალ კედელს და სტუმრები შესვენებაზე იმედიანად გავიდნენ - 2:1.

მესიმ სეზონში მე-6 გოლი შეაგდო (4 მატჩში). ამ შემთხვევაში ანგარიში 4:4 გახდა, თუმცა "რეალი" სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით იმარჯვებდა.

მეორე ტაიმში შედგა ალექს სონგის დებიუტი "ბარსელონაში". აფრიკელმა ბუსკეტსი შეცვალა. მალე კი ხორდი ალბას გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი მიეცა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულს სერხიო რამოსი წამოეწია.

მე-80 წუთზე მეკარესთან პირისპირ უკვე იგუაინი გავიდა, მაგრამ არგენტინელმა ფორვარდმა ბურთი ძელს გაარტყა.

და აი, 83-ე წუთზე ვიხილეთ "რეალის" 42-მილიონიანი შენაძენი - ხორვატი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც მესუთ იოზილი შეცვალა. მატჩის ბოლოს "რეალი" აშკარად გადარჩა. მონტოიას მესის პასის შემდეგ უკეთ მართებდა დარტყმა. კასილიასმა სუპერთასი მადრიდში დატოვა.

ესპანეთი. სუპერთასი. საპასუხო მატჩი

რეალი-ბარსელონა 2:1 (2:3) (იხილეთ ვიდეო)

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (79. კალეხონი), იოზილი (83. მოდრიჩი), რონალდო - იგუაინი (82. ბენზემა).

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი (75. სონგი), ინიესტა - პედრო (82. ტელიო), მესი, სანჩესი (31. მონტოია).

გოლები: 1:0 იგუაინი (9), 2:0 რონალდო (18), 2:1 მესი (44)

გაფრთხილება: პეპე, არბელოა, ხედირა, ჩაბი ალონსო - მასკერანო, პიკე

გაძევება: ადრიანო (27)

კუთხური: 2-6; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 20-11 (7-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 75 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
რა მნიშვნელობა აქვს რას რა მოყვა, ფაქტია პირველი ნახევარ საათზე მეტი თავე დაახია ბურთი. მარტო იგუაინს 3 გოლის შანსი ქონდა.. და კიდე halamadrid
beqa
გუშინ ვნახეთ ბარსას რეალური სახე როცა სერიოზულ გუნდთან აგებს ანუ მუდმივად ჯაჯღანი მსაჯთან კამათი უხეში თამაში ! იქნებ ვინმე შემეკამათოს მაგრამ უამრავ თამაშს გავიხსენებ სადაქც მსგავსი სიტუაცია მოხდა ! და საერთოდაც მსაჯი მხოლოდ ბარსას სასარგებლოდ სტვ ენდა გუშინ ! არ გეგონოთ რეალის ფანი ვიყო მაგრამ აშკარად გამოჩნდა ამ გუნდის სახე არ არის რა ბარსა მსოფლიოს საუკეთესო რაც გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა !ბარსა არის იმ 20 საუკეთესო გუნდს შორის რომელიც მსოფლიოში მუდმივად დომინერებს ოღონდ არა რჩეული მათ შორის ! რამდენიც უნდა იწიოკონ ბარსქას ფანებმა მაგრამ ასეა
dima
მარტო ალბას მომენტს რომ ამბობ მეორე ტაიმში ხედირა პირისპირ გავიდა და მოდრიჩსაც ქონდა შანსი, და საერთოდ თამაშს თუ კარგად უყურეთ????? :))))
soso88
მაშერანოს და პიკეს სულელურ შეცდომებს მოჰყვა ის რაც მოხდა. ვალდესი უკომენტაროდ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...