გიორგი დევდარიანის შეგირდებმა პოლონურ ტურნირში ჯერ მასპინძლებს მოუგეს, შემდეგ კი ნორვეგიელები დაამარცხეს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი) პოლონეთის ქალაქ პლოცკის საერთაშორისო ტურნირში ("Syrenka Cup") ფინალში გასვლა შეძლო, სადაც დანიელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

პოლონეთი-საქართველო 2:3 (1:2)

საქართველო: გოშაძე - გელაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, შულაია - მალანია (კაპ), თევზაძე - ზარანდია, ბერიძე (55. მესხი), ხორხელი (60. გოროზია) - კერძევაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გოლები: 0:1 ტაბიძე (12), 0:2 ზარანდია (25), 1:2 ზავადა (40), 2:2 შჟევჩიკი (67), 2:3 გოროზია (70)

გამოუყენებელი პენალტი: მალანია (52)

გაფრთხილება: ხორხელი, ზარანდია, სტრიჟეკი, შულაია

ტურნირი ჩვენებისთვის წარმატებით დაიწყო: საქართველომ პირველ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელი პოლონეთი გამოთიშა - დევდარიანის ბიჭებმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, მიუხედავად მასპინძლის სტატუსისა, პოლონელები მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ - ანგარიშითაც და რაც მთავარია, თამაშითაც.

ჩვენს კარში გატანილი გოლები კი დაცვის მცირედი მოდუნებისა და კონცენტრაციის დაკარგვის შედეგი იყო.

ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე ტექნიკურად აშკარად დაჩაგრეს. თავის ფლანგზე შეუჩერებელი იყო ლუკა ზარანდია, რომელსაც პოლონელთა მწვრთნელი მთელი თამაშის განმავლობაში მეურვეებს უცვლიდა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს.

საიმედოდ გამოიყურებოდნენ საყრდენის პოზიციებზე მოთამაშე გიორგი თევზაძე და ზურაბ მალანია. ბევრი "იმუშავა" ქართველთა გამოკვეთილმა ფორვარდმა ილია კერძევაძემ.

პირველი გოლი თევზაძის საჯარიმო დარტყმას მოჰყვა. ბურთი ძელმა აისხლიტა, დამატებაზე ყველას ჯემალ ტაბიძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა - 0:1.

ამის შემდეგ ზარანდიამ გაილაღა. რამდენიმე სოლორეიდის შემდეგ ქართველი ნახევარმცველი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მასპინძელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 0:2.

ამის შემდეგ იყო ეპიზოდი, როდესაც ქართველები მსაჯის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა: ზარანდიას ერთ-ერთი რეიდი მასპინძლებმა უხეშად შეაჩერეს და წესით, პენალტი უნდა დაენიშნა, თუმცა მსაჯმა აშკარა დარღვევაზე თვალი დახუჭა. ემოციების ვერმოთოკვისა და მსაჯთან შელაპარაკების გამო კი ზარანდიას ყვითელი ბარათი აუფრიალა.

პოლონელებმა ანგარიშის სხვაობა პირველ ტაიმშივე შეამცირეს. თავური დარტყმით გოლი ზავადამ გაიტანა - 1:2.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ კერძევაძეს, შეცვლაზე შემოსულ ცოტნე მესხსა და თენგო გოროზიას; 52-ე წუთზე კი მალანიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

ამან ჩვენი გუნდი არია, რითაც პოლონელებმა ისარგებლეს და რამდენიმე წუთში ანგარიში გაათანაბრეს - 2:2.

თუმცა, ორი საგოლე მომენტის ვერგამოყენების შემდეგ, გოროზიამ თავის გამოჩენა მაინც მოახერხა. მესხის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ქართველი ნახევარმცველის დარტყმამ გამარჯვება მოგვიტანა - 3:2.

საქართველო-ნორვეგია 0:0 (4:3 პენალტებში)

საქართველო გოშაძე (კაპ), გელაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, შულაია, ხარაიშვილი (მალანია 58), ჯაფიაშვილი (თევზაძე 26), ხორხელი, ბერიძე (მესხი 53), გოროზია (ზარანდია 31), ბარამიძე (კერძევაძე 29)

მთ.მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი

გოლები: პენალტების სერიაში - მესხი, ზარანდია, მალანია, თევზაძე

გაფრთხილება: იოახიმი, ელიასი, მარგველაშვილი, იან ტიჯანი, ხორხელი, გელაშვილი

საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდა და ტურნირზე გამარჯვებისთვის ბრძოლას აგრძელებს, სადაც 29 აგვისტოს ნორვეგიას შეხვდა.

სკანდინავიელებმა ჯგუფის მეორე მატჩში კვიპროსს პენალტების სერიაში სძლიეს (9:8).

ასე რომ, დევდარიანის გუნდი სწორედ ნორვეგიელებთან ატარებდა შეხვედრას, რომლის მოგებულიც ტურნირის ფინალში გადიოდა.

მატჩი დრობინის სტადიონზე 29 აგვისტოს, საღამოს გაიმართა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი პატარა "ჯვაროსნებმა" უკეთ შეასრულეს. გოლები გაიტანეს მესხმა, მალანიამ, ზარანდიამ და თევზაძემ. მეკარე გოშაძემ ერთი პენალტი მოიგერია. საქართველომ 4:3 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

31 აგვისტოს ჩვენს გუნდს დანია დაუპირისპირდება, რომელმაც უკრაინას 4:0 სძლია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaiozi
ყოჩაღ გოშა, გაიხარე.
basketi
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, სულ გამარჯვებით გევლოს... გაიხარეთ...
zaqaria sabiashvili
გგარავდეთ უფალი გაიხარეთ და გაახარეთ სამშობლო
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს