"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, 31 წლის ნემანია ვიდიჩმა "ფეისბუქზე" გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, 31 წლის ნემანია ვიდიჩმა "ფეისბუქზე" გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა.

ფანებს აინტერესებდათ ყველაფერი, დაწყებული პირადი ცხოვრებიდან რეაბილიტაციის პერიოდით დასრულებული. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

- რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესის დროს რომელი ეტაპი იყო ყველაზე რთული?

- ძალიან რთულია რვა თვის განმავლობაში უფეხბურთოდ ცხოვრება. სატრენაჟორო დარბაზში ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რათა სეზონის დასაწყისს როგორმე ფორმაში შევხვედროდი. ჩემს თანაგუნდელებს სრულფასოვნად შეეძლოთ ჯერ ვარჯიში და მერე თამაშიც, მე კი მთელ ამ დროს სპორტულ დარბაზში ვატარებდი. უსიამოვნო შეგრძნება იყო.

- რეგულარულად თამაშობთ გოლფს?

- შეიძლება ითქვას, მაგრამ ამჟამად არა. ტრავმამდე ამას ხშირად ვაკეთებდი. სეზონი სულ ახლახან დაიწყო, შესაბამისად, ჩემი გონება სულ სხვა ფიქრებითაა სავსე. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ფორმის აღდგენაზე ვფიქრობ და თავს სულ უფრო უკეთ ვგრძნობ. ვიცი, რომ მთლიანად ფეხბურთზე კონცენტრირება მმართებს. თუმცა ხანდახან გოლფის თამაშიც მაინც ძალიან მენატრება ხოლმე.

- თქვენი საყვარელი ქალაქი რომელია?

- ბელგრადი ის ქალაქია, სადაც ჩემი ცხოვრების რამდენიმე ბედნიერი წელიწადი გავატარე. ძალიან მომწონს ლონდონიც. სხვებიც მინახავს ლამაზი არქიტექტურით, მაგრამ ეს ორი ქალაქი ყველას მირჩევნია.

- ვინ იყო თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ბავშვობაში?

- "ცრვენა ზვეზდას" დიდი გულშემატკივარი გახლდით. აღფრთოვანებული ვიყავი იმ თაობით, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. მართალია, ყოველთვის დაცვაში თამაში მერჩივნა, მაგრამ თავდამსხმელებს განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი. ყველაზე მეტად ფაუსტინიო ასპრილია და რონალდო მომწონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა