გთავაზობთ "დეილი მეილის" მიმომხილველის, "ლივერპულის" ყოფილი ვარსკვლავისა და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცის ჰარი რედნაპის ვაჟის ჯეიმი რედნაპის ტურის მიმოხილვას...
გთავაზობთ "დეილი მეილის" მიმომხილველის, "ლივერპულის" ყოფილი ვარსკვლავისა და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცის ჰარი რედნაპის ვაჟის ჯეიმი რედნაპის ტურის მიმოხილვას. უფრო სწორედ, იმას, რაც რედნაპს გასულ უქმეებზე ყველაზე მეტად მოხვდა თვალში.

იანგი განთავისუფლდა

ლონდონში, "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" "ასტონ ვილას" 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში დამარცხებულთა გუნდში იყო ერთი ფეხბურთელი, რომელიც წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა - ეშლი იანგზე მოგახსენებთ. ჟერარ ულიეს ხელში მან ამპლუა შეიცვალა. ადრე ის ფლანგზე თამაშობდა და როგორც ამ პოზიციის წესია, პასს ელოდებოდა. ახლა, როდესაც იანგი თავდამსხმელის უკან გადაბარგდა, მოქმედებებში შეუზღუდავია, რაც ძალიან დაეტყო. მის მოზღვავებულ ენერგიას ბურთის ძიება და ყველა მიმართულებით გადაადგილება გაცილებით უფრო შეეფერება. ამ გადაადგილებით ჩანს, რომ ულიე დიდოსტატის.

სფურზის ვანი

მართალი გითხრათ, "უაით ჰართ ლეინზე" რაფაელ ვან დერ ვაარტის სანახავად წავედი. ის იმ გამთამაშებელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც თვალები კეფაზეც აქვთ. ხანდახან, მის მწვრთნელს და თანაგუნდელებს ვან დერ ვაარტის ჩანაფიქრისა არაფერი ესმით, მაგრამ მეტწილად ჰოლანდიელი იმდენად მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს და მეტოქე იმდენად დაძაბული ჰყავს, რომ ეს ცალკეული ეპიზოდები შეგვიძლია სათვალავში არც ჩავაგდოთ.

ნიჭიერი მისტერ მოიესი

"ტოტენჰემ ჰოთსპურისა" და "ტვენტეს" შეხვედრას "ევერტონის" მწვრთნელთან დევიდ მოიესთან ერთად ვადევნებდი თვალს და მასთან საათნახევრიანმა ურთიერთობამ დამარწმუნა, რომ მოახლოებულ ტურში მისი გუნდი "ბირმინგემს" აუცილებლად დაამარცხებდა. ის გრძნობდა, რომ "ევერტონის" ფეხბურთი გაცილებით უკეთეს შედეგებს იმსახურებდა ვიდრე იმ მომენტისთვის ჰქონდა. სამწვრთნელო ხელოვნებაც სწორედ ეს არის. ნამდვილი მწვრთნელი ასეთ რაღაცებს გრძნობს და ხვდება. ერთი სიტყვით, გასულ ოთხშაბათს მოიესისა ვირწმუნე. დარწმუნებული ვარ, მისი ფეხბურთელებსაც სწამთ. სწორედ ამის დადასტურება გახლდათ მერსისაიდელთა გამარჯვება ბირმინგემში. ვფიქრობ, "ევერტონმა" ამ გმარჯვებით სეზონი შემოტრიალა.

მუდმივად მოთამაშე

ფეხბურთში ჭორები ძალიან სწრაფად ვრცელდება. ინგლისს სწრაფად მოედო ის უსიამოვნო ჭორიც, თითქოს ადამ ჯონსონი რობერტო მანჩინის მოსაწონად არ იქცევა და ამიტომაც გახდა "მანჩესტერ სიტის" სათადარიგო ფეხბურთელი. არადა, ის, რომ ჯონსონი მაღალი დონის მოთამაშეა კვირას "ნიუკასლთან" შეხვედრაშიც დადასტურდა. მან ისტლენდელებს ოსტატური დარტყმით გამარჯვება მოუტანა. კარგი იქნება თუ ჯონსონი თავს ჩახრის და დაუღალავად იმუშავებს. მისი ოსტატობა ინგლისის ნაკრებს სჭირდება.

აჩქარდი, როი

ჯერ არ მინდა თითი განგაშის ღილაკს დავაჭირო და იმასაც ვადასტურებ, რომ როი ჰოჯსონს დრო სჭირდება, მაგრამ "ლივერპულის" საქმე ცუდად რომ არის, რად უნდა ლაპარაკი. რასაკვირველია, "ბლექპულთან" შეხვედრაში უარყოფითი როლი მეათე წუთზე ფერნანდო ტორესის დაშავებამაც ითამაშა, მაგრამ იმ გუნდთან მარცხს, რომლმაც "არსენალთან" 6:0 წააგო, "ჩელსისთან" კი 4:0 ამით ვერ გაამართლებ. ახლა "ლივერპულს" მერსისაიდული დერბი ელის და ვალდებულია მოიგოს.

4-5-1

ამ განლაგების მოყვარული გახლავართ, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ სიტი" ხშირად მწვავედ სწორედ მის გამო ვერ უტევს: მანჩინი ხუთკაციან ნახევარდაცვაში სამი ჩამშლელს ათამაშებს. ბოლო ტურში "სიტის" თავკაცმა თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მოედანზე მეორე თავდამსხმელიც შეიყვანა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. შედარებით სუსტ გუნდებთან კი, თუ დაწინაურდება, ისტლენდელებს დამარებით ნახევარმცველი გამოჰყავთ და ასე აღწევენ მიზანს.

ილია ბაბუნაშვილი

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა