"ჰიბერნიანმა" გამოაცხადა, რომ თანამდებობიდან გაანთვისუფლა მწვრთნელი ჯონ ჰიუზი...
"ჰიბერნიანმა" გამოაცხადა, რომ თანამდებობიდან გაანთვისუფლა მწვრთნელი ჯონ ჰიუზი. მიზეზი: ედინბურგის გუნდს მიმდინარე სეზონში ჯერ არ მოუგია, ხოლო ბოლო ტურში "სენტ ჯონსტონთან" 2:0 დამარცხებამ კლუბის ხელმძღვანელთა მოთმინების ფიალა ავსო. "ჰიბსის" თავმჯდომარემ როდ პეტრიმ თქვა:

"ჯონი ჩვენს გუნდს თავდადებით და მუხლჩაუხრელად ემსახურა. ის, როგორც "ჰიბერნიანის" ყოფილი კაპიტანი და ფანი ყველაზე კარგად ხვდება, რომ ასეთ დროს ყველაფერს სიახლე, გადახალისება, ახალი სახე და ახალი მიდგომა თუ უშველის. ჩვენ მას მადლობას ვუხდით თავდადებისთვის, პატიოსნებისა და დიდი შრომისათვის".

თავად ჰიუზმა განაცხადა: "ჰიბერნიანში გატარებული ყოველი წუთი დაგემოვნებული მაქვს. ეს არის გუნდი, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ და რომელსაც ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მე ვამაყობ იმ შედეგით, რომელსაც გასულ სეზონში მივაღწიეთ. ჩემი წასვლის შემდეგ ვუსურვებ დირექტორატს, ფეხბურთელებსა და ფანებს დიდ წარმატებას".

მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, "ჰიბერნიანმა" ათი შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო. რასაკვირველია, ათი თამაში ბევრი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს ედინბურგელებს მეტის მოთმენა აღარ შეეძლოთ.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა