სუპერლიგის დირექტორ გიორგი ზამბახიძესა და სპორტულ ჟურნალისტ როლანდ ლაბუჩიძეს შორის არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა
2012 წლის 29 აგვისტოს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის პრესკონფერენცია, რომელსაც წინ უძღოდა მეტად არასასიამოვნო ინციდენტი საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორ გიორგი ზამბახიძესა და სპორტულ ჟურნალისტ როლანდ ლაბუჩიძეს შორის.

ზამბახიძემ უხეში ფორმით უკმაყოფილება გამოთქვა ლაბუჩიძის მიერ ადრე გამოქვეყნებული კრიტიკული წერილების გამო და ჟურნალისტს საპრესკონფერენციო დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცა. თანაც, კალათბურთის მატჩებზე აკრედიტაციის ჩამორთმევით დაემუქრა. ამას მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება. ლაბუჩიძე იძულებული გახდა, დაეტოვებინა სასტუმროს შენობა.

სრულიად აშკარაა, რომ საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზამბახიძე გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, დაარღვია სპორტული მოხელისა და ჟურნალისტის ურთიერთობის ელემენტარული ნორმები და ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გაემიჯნება საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურ და შეუფერებელ საქციელს, იმსჯელებს ამ დასანანი ინციდენტის თაობაზე, ფედერაციისა და სპორტული მედიის წარმომადგენელთა ურთიერთობა კი კვლავაც ცივილიზებული ფორმით გაგრძელდება.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"