საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელორუსისა და ესპანეთის ნაკრებებთან მატჩებისთვის მზადებას 3 სექტემბრიდან დაიწყებს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩებისთვის გაფართოებული (24-კაციანი) შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნული გუნდი 7 სექტემბერს, 21.00 საათზე ბელორუსს შეხვდება, 11 სექტემბერს, 21.30 წუთზე კი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მიიღებს.

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 3 სექტემბრიდან დაიწყებს. ორივე შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის " დინამო არენაზე" შედგება.

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი")

მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ზურა ხიზანიშვილი ("ქაისერისფორი", თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გიორგი ფოფხაძე ("ბაკი", აზერბაიჯანი), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეთანი", რუმინეთი), გიორგი რეხვიაშვილი ("დინამო" თბილისი), დავით კვირკველია ("დილა", გორი).

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), დავით თარგამაძე ("ილიჩევეცი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი" კიევი, უკრაინა), სანდრო გურული ("დილა", გორი), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი", რუსთავი), დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი).

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("დილა", გორი), ირაკლი სირბილაძე ("ინტერი", ფინეთი).

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მოემზადება. მედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაცია ღია ვარჯიშისა და პრესკონფერენციის შესახებ მოგვიანებით გავრცელდება.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

რა შემადგენლობით მოდის თბილისში ესპანეთის ნაკრები

თემურ ქეცბაია: ყველა ფეხბურთელისგან უფრო მეტს ვითხოვ

ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 - გამარჯვება ათი კაცით და კლასის ხარჯზე [+VIDEO]

gio
ესპანეთან ჩვენ კი არა ბარეულს გაუჭირდება მაგრამ???? ბრძოლა თავ დადება ისეთი რო ესპანელებიც რო არ მოელოდებიან და აი მაშინ იქნება რეძულტატი
giorgi
ესპანეთის ნაკრებს რომ ვერ მოუგებენ ეს ყველამ ვიცით და არც ვთხოვთ მოგებას, ერთადერთი იმას ვითხოვთ, რომ იბრძოლონ ბოლომდე, შემართებით, ჟინით ითამაშონ და ყველაფერი დადონ მოედანზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გულშემატკივრები ბოლომდე დავუდგებით ბიჭებს
anzora
შეიკრიბნენ ლომები და აფთრები! თავბრუს დაახვევენ ეხლა მოწინააგმდეგეს. რა მარჩიელობა უნდა, 2 მატჩი- 0 ქულა.
tijana513
როგორ მოხდა თემურ ლადო დვალიშვილი რო არ გამოიძახე ისწავლე ჭკუაა მაგდენს თუ მიხვდი მალადეც სხვათა შორის სირბილაძეს კარგი პრესაც აქ აქვე გეტყვით ბელორუსიის ჩემპიონატში თამაშობს უჩა გოგოლაძე მაგარი თავდამსხმელია 22 წლისაა დინამო ბრესტში თამაშობს იქნებ შანსი მისცეთ
ლაშა
მინდაა რომ ქართველლებისგან დავინახო ის რაც პატარ პატარა კლუბებისგან ჩანს ხოლმე ... შემართებაა !!! თუ წააააგებენ ღირსეულად წააგონ რომ გულშემატკივარს ყურება უხაროდეს !!!
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია