ევროპალიგის გამარჯვებულმა ესპანურმა გუნდმა ჩემპიონთა თასის მფლობელებს შავი დღე აყარა
აშკარაა, ესპანელებმა ფეხბურთში ისეთ იარაღს მიაგნეს, როგორი ძლიერი მეტოქეც არ უნდა ჰყავდეთ, გამარჯვება მაინც მათ რჩებათ...

თანაც, ისე ადვილად იგებენ, გეგონებათ სამოყვარულო გუნდს ეთამაშებიან.

გნებავთ ტიკი-ტაკა დაარქვით ამას, გნებავთ ფლამენგო და გნებავთ კორიდა, ფაქტია, რომ ფეხბურთში დღეს პირენეელებს ბადალი არ ჰყავთ და ევროპის სუპერთასის პაექრობამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა;

თუ არ გჯერათ, ჩახედეთ მატჩის სტენოგრამას...

კოლუმბიელ რადამელ ფალკაოს ერთი ტაიმი ეყო ჰეთ-თრიკის შესასრულებლად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა კარში, მეორე ტაიმში ჩეხის კარი მეოთხედ ბრაზილიელმა მცველმა მირანდამ აიღო, კეჰილის გოლი პრესტიჟის გოლად თუ გამოდგება - მადრიდელებმა მეტოქე წელში გადატეხეს, რასაც თითქმის არავინ ელოდა.

ევროპის სუპერთასი

ჩელსი-ატლეტიკო 1:4 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 ფალკაო (6), 0:2 ფალკაო (19), 0:3 ფალკაო (45), 0:4 მირანდა (60), 1:4 კეჰილი (75).

ჩელსი (4-5-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კოული (90. ბერტრანი), დავიდ ლუიზი, კეჰილი - ლემპარდი, მიკელი, აზარი, რამირესი (46. ოსკარი), მატა (82. სტარიჯი) - ტორესი.

ატლეტიკო (4-5-1): კურტისი - გოდინი, ფილიპე ლუიში, ხუანფრანი, მირანდა - მარიო სუარესი, კოკე (81. რაულ გარსია), არდა თურანი, გაბი, ადრიან ლოპესი (56. კრისტიან როდრიგესი) - ფალკაო (87. ემრე ბელოზოღლუ).

გაფრთხილება: ივანოვიჩი (ჩელსი).

კუთხური: 3-6; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12(7)-12(18); ბურთის ფლობა: 58%-42%.

აქაც ესპანელები, აქაც ადვილად... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა