ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელიც მსოფლიოს 52-ე ჩოგანს, სლოვაკ მარტინ კლიჟანთან დამარცხდა

ამერიკის ღია პირველობაზე 31 აგვისტოს მამაკაცებმა მეორე წრეში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა და მოხდა პირველი სენსაციაც.

ბრძოლას გამოეთიშა ტურნირის მეხუთე ნომერი, ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელიც მსოფლიოს 52-ე ჩოგანს, სლოვაკ მარტინ კლიჟანს ხვდებოდა.

ბოლო დროს მისი სპორტული ფორმის გათვალისწინებით, ცონგა არ მიიჩნეოდა ფავორიტად, მაგრამ არც იმას ელოდნენ, რომ ამ დონის ჩოგბურთელთან წააგებდა მეორე წრეს.

მატჩის დიდი ნაწილი ფრანგი თავის თავს არ ჰგავდა. პირველი პარტიის წაგების შემდეგ, ცონგამ სწრაფად მოიგო მეორე სეტი, მაგრამ ასეთივე ტემპით დათმო მესამე. მას არც მეოთხე პარტიაში წაუვიდა თამაში, რამაც საბოლოო მარცხი გამოიწვია.

ცონგამ საშინლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და შვიდი ბრეიკი გააკეთებინა თავის მეტოქეს. ამას დაემატა ხუთი ორმაგი შეცდომა. შესაბამისად, ფრანგს ოთხმა ბრეიკმა ვერ უშველა. თამაში ორი საათი და 12 წუთი გაგრძელდა და კლიჟანმა ოთხ სეტში გაიმარჯვა - 6:4, 1:6, 6:1, 6:3.

კინაღამ განთესილი ჩოგბურთელი დაკარგეს ამერიკელებმა. რუსი ნიკოლაი დავიდენკო სეტებში 2:0-ს უგებდა მერდი ფიშს. მაგრამ რუსებს დასჩემდათ ამ ტურნირზე ორი სეტის მოგების შემდეგ მატჩების წაგება. ასე დამარცხდნენ პირველ წრეში იგორ ანდრეევი და მიხაილ იუჟნი, ახლა, მათი ბედი დავიდენკომ გაიზიარა.

0:2-ის შემდეგ, მომდევნო სამ სეტში მასპინელმა აშკარად დაჩაგრა რუსი და მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო მას. რვა ბრეიკის წყალობით, ფიშმა 4:6, 6:7, 6:2, 6:1, 6:2 გაიმარჯვა.

მეორე შეხვედრა მოიგო ამერიკის ღია პირველობაზე როჯერ ფედერერმა. მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია მსოფლიო რეიტინგის 83-ე ნომრის, გერმანელი ბიორნ ფაუს წინააღმდეგ. მატჩი ზუსტად საათნახევარი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და მოიგერია ფაუს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი. ასევე შვეიცარიელის აქტივშია 15 ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა.

მატჩის საბოლოო ანგარიშია - 6:2, 6:3, 6:2 და მესამე წრეში ფედერერი ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება.

31 აგვისტოს ქალებმა მეორე წრე დაასრულეს. განსხვავებული შედეგები აჩვენეს დებმა უილიამსებმა. ესპანელმა მარია ხოსე მარტინეს სანჩესმა მცირე პრობლემები შეუქმნა ტურნირის მთავარ ფავორიტს - სერენა უილიამსს. პირველი სეტის 2:6 წაგების შემდეგ, მარტინეს სანჩესმა მეორე პარტიაში ერთი ბრეიკის აღება მოახერხა, მაგრამ სეტის ბოლოს უფრო უკეთ სერენა გამოიყურებოდა და 6:4 გაიმარჯვა.

დღის პროგრამას კი ვენუს უილიამსი და ანჟელიკ კერბერი ასრულებდნენ. ეს იყო მეორე წრის ცენტრალური შეხვედრა და მან გაამართლა მოლოდინი. სეტნახევრის განმავლობაში, კერბერს მცირე უპირატესობა ჰქონდა ანგარიშში - ეს იმის წყალობით, რომ ვენუსი ძალიან ბევრს შეცდომას უშვებდა.

მაგრამ შემდეგ, კერბერს დაბნეულობა დაეტყო, უფროსმა უილიამსმა კი გამოასწორა დარტყმების სიზუსტე, რამაც მატჩის მესამე სეტში გადაყვანის საშუალება მისცა. იქ კი თანაბარ ბრძოლაში ამერიკელმა ბოლო ნაწილი დათმო - 6:2, 5:7, 7:5. ვენუსს შეეძლო გამოეთიშა ბრძოლიდან შარშანდელი ნახევარფინალისტი, მაგრამ ძალიან ცუდად აწოდებდა - 16 ორმაგი შეცდომა დააგროვა!

სერიოზული პრობლემები ჰქონდა მეორე ნომრად განთესილ აგნიეშკა რადვანსკას. პოლონელი კარლა სუარეს-ნავაროს წინააღმდეგ თამაშობდა, რომელსაც აქვს დიდ ტურნირებზე ცნობილი ჩოგბურთელების დამარცხების გამოცდილება. აგნიეშკა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა (პირველ სეტში - 18). მან წააგო პირველი პარტია და მეორეს ბრეიკით აგებდა, მაგრამ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და ზედიზედ 11 გეიმის აღება.

პოლონელს წინ აქვს შეხვედრა ელენა იანკოვიჩთან, რომელიც, როგორც ჩანს, კარგად არის მომზადებული ამერიკის ღია პირველობისთვის.

დღის ფაქტები

მაყურებლის რაოდენობა: 61 353

გავარდნილი განთესილები (კაცები): ჟო-ვილფრიდ ცონგა (5), მარსელ გრანოლერსი (24).

გავარდნილი განთესილები (ქალები): არავინ.

დღის სტატისტიკა: ენდი როდიკმა, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, ჯამში 610 მატჩი და 32 ტიტული მოიგო. ის ხუთჯერ იყო "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში: 2003 წელს, ამერიკის ღიაზე დაამარცხა ხუან-კარლოს ფერერო, დანარჩენი ოთხი ფინალი კი როჯერ ფედერერთან დათმო (2006 წელს ამერიკის ღიაზე, 2004, 2005 და 2009 წლებში - უიმბლდონზე).

დღის ფრაზა: "მიყვარს ჩემი ცხოვრება, ჩემი მეგობრები, ჩემი მეუღლე. ჩემი ძაღლი აღელვებული იქნება. აღარ მინდა მისთვის დაღლილი მამა ვიყო", - განაცხადა ენდი როდიკმა.

ეს დღე ამერიკის ღიაზე (1977 წლის 31 აგვისტო): ჯონ მაკინროიმ პირველი მატჩი ჩაატარა ამერიკის ღიაზე. მან სამ სეტში დაამარცხა ელიოტ ტელტშერი და პირველი ფულადი ჯარიმა მიიღო მსაჯთან კამათისთვის.

კაცები

II წრე

როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-ბიორნ ფაუ (გერ) 6:2, 6:3, 6:2; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 25)-ალბერტ რამოსი (ესპ) 7:6(4), 5:7, 7:6(5), 6:4; მერდი ფიში (აშშ, 23)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 4:6, 6:7(4), 6:2, 6:1, 6:2; ჟილ სიმონი (საფ, 16)-ჯიმი ვანგი (ტაივ) 6:4, 4:6, 6:4, 6:4; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 6:3, 5:7, 5:7, 6:4, 6:4; ჯეკ სოკი (აშშ)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 6:2, 6:2, 6:4; სემ კუერი (აშშ, 27)-რუბენ რამირეს იდალგო (ესპ) 6:3, 6:4, 6:3; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-იურგენ ზოპი (ესტ) 6:1, 6:4, 6:2; ფელისინო ლოპესი (ესპ, 30)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:4, 6:1, 6:7(5), 3:6, 7:5; ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-მარსელ გრანოლერსი (ესპ, 24) 6:1, 6:4, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 15)-პოლ-ანრი მატიო (საფ) 7:5, 6:4, 7:6(4); მარინ ჩილიჩი (ხორ, 12)-დანიელ ბრანდსი (გერ) 6:3, 6:2, 5:7, 4:6, 7:5; კეი ნიშიკორი (იაპ, 17)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 6:2, 6:2, 6:4; ჟერემი შარდი (საფ, 32)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 6:4, 6:2, 6:2; მარტინ კლიჟანი (სლოვაკ)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5) 6:4, 1:6, 6:1, 6:3.

ქალები

II წრე

სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ) 6:4, 7:6(5); ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-აიუმი მორიტა (იაპ) 7:5, 6:2; სლოუნ სტივენსი (აშშ)-ტატიანა მალეკი (გერ) 5:7, 6:4, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 12)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:2, 6:2; მარია კირილენკო (რუს, 14)-გრეტა არნი (უნგ) 6:3, 6:1; ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 6:2, 6:7(3), 6:3; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ელენა ვესნინა (რუს) 6:3, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 4)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ) 6:2, 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ, 6)-ვენუს უილიამსი (აშშ) 6:2, 5:7, 7:5; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-იოანა კონტა (ბრიტ) 2:6, 6:2, 7:5; ოლგა პუჩკოვა (რუს)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 5:7, 6:2, 7:5; სარა ერანი (იტა, 10)-ვერა დუშევინა (რუს) 6:0, 6:1; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 13)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 7:6(3), 7:6(3); რობერტა ვინჩი (იტა, 20)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 3:6, 7:5, 7:5; ელენა იანკოვიჩი (სერ, 30)-ლარა არუაბარენა-ვესინო (ესპ) 6:4, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 2)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 4:6, 6:3, 6:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ