საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მესამე ტურის მატჩების ჯერი დადგა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მესამე ტურის მატჩების ჯერი დადგა. ჯერჯერობით დაუმარცხებელი სამი გუნდია. აქედან ორი ქართველი მორაგბეებისაა: "ტულუზი" და "ტულონი".

ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" მესამე ტურში სტუმრად ეთამაშება გალიდერებულ ბასკურ "ბიარიცს", რომელმაც განვლილ ორ ტურში ორივე მატჩი მოიგო.

ამ გუნდების დაპირისპირებაში აშკარა უპირატესობა ტულუზელების მხარესაა. ბოლო რვავე შეხვედრაში გამარჯვება ჩვენებურთა გუნდს დარჩა.

"ბიარიცი" შარშანდელისაგნ განსხვავებით წლეულს შესანიშნავ ფორმაშია. იშვიათად ხდება ბასკები ჩემპიონატს ზედიზედ ორი გამარჯვებით რომ იწყებენ. რვა მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს "ტულუზს", ასე რომ ერთ-ერთი ალბათ წარმატებულ ციკლს შეწყვეტს.

კაკოვინი, ბრეგვაძე და "ბიარიცის" ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი ტრავმების გამო არ ითამაშებენ.

ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე", რომელიც ნელ-ნელა იბრუნებს ფრანგული რაგბის გრანდის დაკარგულ რენომეს, სტუმრად ეთამაშება დივიზიონის დებიუტანტ "გრენობლს".

ეს გუნდები ბოლო ათი წლის განმავლობაში ოთხჯერ შეხვედნენ ერთმანეთს და ოთხივეჯერ გამარჯვება პარიზელებს დარჩათ.

თუმცა ახლა ვითარება უწინდელისგან რადიკალურად განსხვავებულია. მაშინ "სტად ფრანსე" ფავორიტი და ვარსკვლავებით დახუნძლული გუნდი იყო. ამჟამად კი პარიზელები ახალი გუნდის მშენებლობის პროცესში არიან და არც "ალპელები" გამოიყურებიან უიმედო აუტსაიდერებად, მით უფრო. რომ პირველ ტურში სტუმრად გაიმარჯევეს "ბორდოსთან".

ერთი სიტყვით, გრენობლში საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი. ჟვანია პარიზელთა გუნდის სათადარიგოთა შორისაა.

დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" სტუმრად ეთამაშება კიდევ ერთ დებიუტნატ "მონ დე მარსანს".

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ურთიერთშეხევდრებში "ტულონს" არასდროს გაუმარჯვია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენებურთა გუნდს ასეთი ვარსკვლავური შემადგენლობით მის წინააღმდეგ არც არასდროს უთამაშია.

მიუხედავად იმისა, რომ "ტულონი" ფავორიტია, ცალკარას თამაშს არ უნდა ველოდოთ. "მონ დე მარსანმა" პირველ ორ ტურში ბობოლებთან, "ბიარიცთან" და "ტულუზთან" სტუმრად წააგო. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნის ჩემპიონს 60 წუთის განმავლობაში უგებდა და ტულუზელებმა უფრო გრძელი სათადარიგო სკამის ხარჯზე მეტოქის გატეხვა მხოლოდ დასკვნით 20 წუთში შეძლეს.

მოკლედ, "მონ დე მარსანი" წლეულს პირველად თამაშობს საკუთარ მოედანზე და ყველანაირად ეცდება თავისი საუკეთესო თვისებები

წარმოაჩინოს. "ტულონი" კი, ცხადია, დებიუტანტს თავს არ გაუყადრებს და ყველა ღონეს იხმარს, რათა მეტოქეს მატჩის დასაწყისშივე მიუჩინოს საკადრისი ადგილი.

ტულონელთა გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა სამხრეთი აფრიკიდან დაბრუნებული მგეზავი ფრედერიკ მიშალაკი. ქართველი მორაგბეებიდან მხოლოდ ერთი, ქუბრიაშვილი ითამაშებს.

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე" შინ დაუპირისპირდება "აჟენს", რომელმაც განვლილ ორ ტურში ორივე მატჩი წააგო.

მონპელიელებმა სტარტზე განცდილი მარცხის შემდეგ შინ დაამარცხეს გათამაშების უმთავრესი ფავორიტი "კლერმონი" და დაამტკიცეს, რომ ექვსი არგენტინელის არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურთა ამ გუნდში მოასპარეზე ექვსი არგენტინელი მოთამაშე ამჯამად "პუმების" ბანაკში არიან და ახალი ზელანდიის ნაკრებთან ოთხი ერის გათამაშების მორიგი მატჩისთვის ემზადებიან.

გორგოძე, ნარიაშვილი და ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში არიან.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" შინ დაუპირისპირდება "პერპინიანს". 2010 წლის ჩემპიონი 2009 წლის ჩემპიონს უმასპინძლებს. თუმცა ბოლო ორი წელიწადია, სტუმართა გუნდი კრიზისმა მოიცვა და მდგომარეობა არც ამჟამადაა საბოლოოდ გამოსწორებული.

"ვულკანებს" საკუთარ მოედანზე 2009 წლის შემდეგ არ წაუგიათ და ყველაფერს იღონებენ, რათა განვლილ ტურში "მონპელიესთან" წაგების შემდეგ სატურნირო მდგომაეობა გაიუმჯობესონ.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაშია, კოლელიშვილი განაცხადში არ არის.

III ტური

გრენობლი-სტად ფრანსე, ბიარიცი-ტულუზი, კლერმონი-პერპინიანი, კასტრი-ბაიონი, მონპელიე-აჟენი, მეტრო რასინგი-ბორდო, მონ დე მარსანი-ტულონი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბიარიცი - 9 ქულა, 2. ტულუზი - 9, 3. ტულონი - 8, 4. კასტრი - 5, 5. ბაიონი - 5, 6. ბოროდო - 5, 7. კლერმონი - 5, 8. მეტრო რასინგი - 5, 9. სტად ფრანსე - 4, 10. მონპელიე - 4, 11. გრენობლი - 4, 12. პერპინიანი - 2, 13. აჟენი - 2, 14. მონ დე მარსანი - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთის პირველ დივიზიონში სამი დაუმარცხებელი გუნდიდან ორი ქართველებისაა

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა