ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დელ პოტრო ისევ აგებს, როხუსმა კარიერა დაასრულა

დელ პოტრო ისევ აგებს, როხუსმა კარიერა დაასრულა

არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. გასულ კვირას არგენტინელი ბანგკოკში პირველ წრეში დამარცხდა ბელგიელ ოლივიე როხუსთან.

არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. გასულ კვირას არგენტინელი ბანგკოკში პირველ წრეში დამარცხდა ბელგიელ ოლივიე როხუსთან. გუშინ კი ამერიკის ღია პირველობის ყოფილი გამარჯვებული ტოკიოს ტურნირში ჩაება და პირველივე ეტაპზე სერიოზული მეტოქე ჰყავდა ესპანელი ფელისიანო ლოპესის სახით, რომელიც 23-ე ადგილს იკავებს ATP-ის კლასიფიკაციაში.

ესპანელს სრული უპირატესობა ჰქონდა. შეხვედრა მხოლოდ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და 6:3, 6:0 დასრულდა. ფელისიანომ ჯამში ხუთი ბრეიკი მიითვალა, თავად კი ერთხელაც არ დაუთმო მეტოქეს საკუთარი მოწოდება. აღსანიშნავია, რომ ლოპესი არგენტინელთან ურთიერთშეხვედრებში წინ არის - 3:2.

"რთულია პროფესიულ ტურში დაბრუნება და მაშინვე ფელისიანოს მსგავს რთულ მეტოქეებთან თამაში, მით უმეტეს ასეთ სწრაფ კორტზე. კიდევ ბევრი მუშაობა მომიწევს, უნდა დავხვეწო რამდენიმე სათამაშო კომპონენტი და მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდები ძველ დონეზე. თუ სწორი მიმართულებით ვიმუშავებ, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ნორმალურ ფორმაში ვიქნები", - განაცხადა მატჩის შემდეგ დელ პოტრომ.

31 წლის ბელგიელმა ჩოგბურთელმა კრისტოფ როხუსმა პროფესიული კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამ სეზონში ვეტერანი "ჩელენჯერის" ორ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ ჩოგანს გვერდზე გადადებს.

"აღარ მაქვს ძალა რეიტინგის საუკეთესო ასეულში დასაბრუნებლად, ხოლო მეორე ან მესამე ასეულში ყოფნა დიდად არ მხიბლავს", - ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის გადაწყვეტილებას როხუსმა.

ამ მომენტისთვის ბელგიელი 203-ე ადგილს იკავებს ATP-ის კლასიფიკაციაში, ხოლო მისი საუკეთესო შედეგი რეიტინგში - 38-ე პოზიცია იყო. ეს 2006 წლის მაისში მოხდა. ოფიციალურ ტურნირებში კრისტოფის მთავარი მიღწევაა - ვალენსიასა (2003) და როტერდამის (2006) ტურნირების ფინალში თამაში. კარიერის განმავლობაში ბელგიელმა 2 748 881 დოლარი გამოიმუშავა.

რადვანსკამ სეზონი დაასრულა

პოლონელი ჩოგბურთელი აგნიეშკა რადვანსკა სეზონის ბოლომდე გამოეთიშა WTA-ის ტურს. მან გუშინ პეკინის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის პირველ წრეში ფეხი მოიტეხა. რადვანსკას მეტოქე იყო გერმანელი ანხელიკ კერბერი. მატჩი სამ სეტი გაგრძელდა და გერმანელის გამარჯვებით დასრულდა - 5:7, 7:6, 7:5. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აგნიეშკამ განაცხადა, რომ ამ ტრავმის გამო, შესაძლოა, 2011 წლის ავსტრალიის ღია პირველობის გამოტოვებაც მოუწიოს.

"წლევანდელ სეზონს მძიმე ტრავმით ვასრულებ. საკმაოდ რთული დაზიანებაა, რის გამოც, შესაძლოა, ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ვითამაშო. ვნახოთ, როგორ ჩაივლის აღდგენითი პროცესი. იმედი მაქვს, შევძლებ მელბურნში ჩასვლას. ალბათ, არ იყო საჭირო პეკინის ტურნირზე განაცხადის შეტანა, მაგრამ ექიმების რჩევა არ გავითვალისწინე. ჩემთვის სეზონი დასრულებულია.

იმედი არ მაქვს, რომ 2010 წელს WTA-ის რეიტინგის საუკეთესო ათეულში დავასრულებ, რადგან ვერ გამოვალ წლის ბოლო ტურნირებზე, ჩემი კონკურენტები კი შესანიშნავად გამოიყურებიან. ეს კარგი წელი იყო ჩემთვის და ვფიქრობ, საუკეთესო 15 ჩოგბურთელს შორის მაინც მოვხვდები", - განაცხადა პოლონელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე