"სიმურგის" ქართველი მთავარი მწვრთნელი აზერბაიჯანზე და საქართველოს ნაკრებზე საუბრობს
აზერბაიჯანის ჩემპიონატში სანაკრებო პაუზის გამო შესვენება უკვე დაიწყო და ორმა იქაურმა გუნდმა, ზაქათალის "სიმურგმა" და ბაქოს "ინტერმა" ხანმოკლე შეკრების ჩატარება საქართველოში გადაწყვიტეს.

"სიმურგს" გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, მისი ხელმძღვანელობით თბილისის "ამერმა" ორჯერ მოიგო საქართველოს თასი. "სიმურგი" აზერბაიჯანის მიმდინარე ჩემპიონატში ჯერაც დაუმარცხებელია და მეხუთე ადგილზეა. "სიმურგი" წყნეთში, სასტუმრო "კოპალაში" დაბინავდა, ვარჯიშებს კი თბილისში, "ბენდელაზე" ატარებს.

შესაძლებლობა ხელიდან არ გაგვიშვია და ჩიხრაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- შეკრების ჩატარება თბილისში რატომ გადაწყვიტეთ?

- ეს ჩვენთვის მოსახერხებელი იყო, ზაქათალიდან ლაგოდეხამდე სულ რაღაც 40 კილომეტრია, საქართველოსთან ახლოს ვართ და გადაადგილებაც იოლია. გარდა ამისა, აქ კარგი სპარინგები გვექნება - 1 სექტემბერს თბილისის "ლოკომოტივს" გავეჯბრებით, შემდეგ რუსთავის "მეტალურგს", გვნიდა, რომ ბაქოს "ინტერსაც" ვეთამაშოთ. მოკლედ, ნაყოფიერი შეკრებისთვის აქ ყველანაირი პირობა არსებობს.

- ბაქოს "ნეფთჩი" ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდა - როგორ ფიქრობთ, ამ წარმატებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა კლუბის ბიუჯეტმა მოახდინა?

- მხოლოდ კლუბის დაფინანსება არ განაპორობებს ამ შედეგს, აზერბაიჯანში წლების წინ დაიწყეს ფეხბურთზე ზრუნვა და არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს, ბაზები და მოედნები გააკეთეს.

რა თქმა უნდა, კლუბის ბიუჯეტიც დიდად განაპირობებს წარმატებას, მხოლოდ "ნეფთჩის" კი არა, ყველა აზერბაიჯანული კლუბის დაფინანსება გაიზარდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ მთლიანად ამაღლდა აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე, იქაური კლუბები საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელებით კომპლექტდებიან. ყოველივე აქედან გამომინარე, "ნეფთჩის" წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა.

- "სიმურგის" ბიუჯეტიც იზრდება?

- ჩვენც ვცდილობთ წინ წავიდეთ. შარშან "სიმურგს" გავარდნის საფრთხე შეექმნა, მაგრამ ამას თავი დავაღწიეთ. საამსეზონოდ "სიმურგი" მნიშვნელოვნად გადახალისდა, შემადგენლობის 60-70 პროცენტი შეიცვალა, ადგილობრივი ფეხბურთელებიც დავიმატეთ და ლეგიონერებიც. იმხელა ბიჯეტი არ გვაქვს, რამდენიც "ნეფთჩის", "ხაზარს" , "გაბალას" თუ "ყარაბახს", მაგრამ სწორი მუშაობითა და სელექციით ზედა ექვსეულში დამკვიდრება სავსებით რეალურია.

- ქართველი ლეგიონერების აყვანას ერიდებით?

- ქართველი ფეხბურთელების დამატებაზე თავს არ ვიკავებთ, უბრალოდ ეს არ მოხერხდა, რამდენიმე ქართველით ვიყავით დაინტერესებულები. ამ ეტაპზე აქცენტი ბალკანელებზე გავაკეთეთ, იქაური ფეხბურთელის გადმოყვანა ძალიან ძვირი არ ჯდება, თანაც ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან საკმაოდ კარგი ფეხბურთელების შერჩევა შეიძლება.

- სად უფრო საინტერესო გამოდგა მუშაობა - "ამერში" თუ "სიმურგში"?

- სამწვრთნელო კარიერა "ამერში" დავიწყე, მეც კლუბთან ერთად ვყალიბდებოდი, ამ კლუბში განსაკუთრებული ადამიანური ურთიერთობებიც ჩამომიყალიბდა, "ამერში" გატარებული წლები ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს კარიერაში.

შემდეგ ბაქოს "ინტერში" ვმუშაობდი კახა ცხადაძის თანაშემწედ, მერე კი ისევ დამოუკიდებლად გადავწყვიტე გუნდის გაწვრთნა. "სიმურგში" ყველაფერი ნორმალურადაა, ზაქათალის ოლიმპიურ საწვრთნელ ბაზაზე ვვარჯიშობთ, შეკრებებზე უპრობლემოდ დავდივართ, ამ სეზონის წინ ჯერ ავსტრიაში ვიყავით, მერე კი თურქეთში.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იყავით და ალბათ განსაკუთრებულად შეგტკივათ გული ჩვენს ეროვნულ გუნდზე - მაინც რა უნდა იყოს გაუთავებელი წარუმატებლობების მიზეზი?

- ღრმად ჩახედული არ ვარ საქართველოს ამ ნაკრების სიტუაციაში, რაღაც რომ თქვა, სრული ინფორმაცია უნდა გქონდეს, ეს ფეხბურთია, სადაც წვრილმანი არ არსებობს, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. არ ვიცნობ ახლანდელი ნაკრების შიდა სამზარეულოს და შესაბამისად მნიშვნელოვანს ვერაფერს ვერ გეტყვით.

- როცა თქვენ თამაშობდით ნაკრებში, მაშინ რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?

- მაშინ საქართველოს ნაკრებში შემსრულებლების დონე უფრო მაღალი იყო, ახლაც გვყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ იმ დროს უფრო ადვილი იყო წარმატების მიღწევა. ასეც მოხდა, მაშინ შედარებით უკეთესი შედეგები ჰქონდა ჩვენს ნაკრებს.

- ბელარუსი და ესპანეთი - თქვენი პროგნოზით, რამდენ ქულას აიღებს საქართველოს ნაკრები ამ მატჩებში?

- პროგნოზები არ მიყვარს, ჩემი სურვილი კი ის არის, რომ საქართველომ ამ შეხვედრებში სამი ქულა აიღოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chala
: ფეხბურთში წვრილმანი არ არსებობს, ეს ამ ...აკუზას კი არ უთქვამს- ნოდარ ახალკაცმა თქვა-
vaxo
გიო შენაირი და ცხადაზისნაირი ხალხი ჩირდება ქარტულ ფეხბურტს იპიქრეტ ამაზხე ხალხო
vaxo
ასეტ ნიცჰიერ მცვრტნელებს უნდა გაუხსნატ გზა ეროვნულ ცჰემპინატსჰი პინანსებტან და სხვა ყველაპეერტან ერტად და რაგაც გვესჰველება იპიქრეტ ამზე
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!