2 სექტემბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მეოთხე ტურის სამი მატჩი გაიმართა
2 სექტემბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მეოთხე ტურის სამი მატჩი გაიმართა.

რუსთავის "მეტალურგმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით განადგურდა.

ქუთაისელებმა "მეტალურგს" 4 გოლი გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

49-წუთზე პენალტი ზუსტად გიორგი კუხიანიძემ შეასრულა. ორ ბურთამდე საკუთარი გუნდის უპირატესობა 62-ე წუთზე ზაზა ჭელიძემ გაზარდა. 67-ე წუთზე თავი გიორგი ბერიაშვილმა გამოიჩინა, ხოლო 86-ე წუთზე ვალერი ბოლქვაძემ მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი ეროვნულ ჩემპიონატში იწვნია საჩხერის "ჩიხურამ", რომელიც გასვლით შეხვედრაში მარტვილის "მერანთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. გატანილი გოლის ავტორი 35-ე წუთზე გიორგი რეხვიაშვილი გახდა.

ბოლნისის "სიონისა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის შეხვედრა კი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. ბოლნისელთა მხრიდან 35-ე წუთზე საკუთრ ანგარიშზე გოლი დავით სვანიძემ ჩაიწერა, ხოლო "ვიტ ჯორჯიამ" გათანაბრება ელგუჯა ლობჟანიძის გოლით 46-ე წუთზე შეძლო.

თბილისის "დინამომ" ფოთის "კოლხეთი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა. "ზესტაფონიდან" გადასულმა ჯაბა დვალმა მატჩში ჰეთ თრიქი შეასრულა. გარდა ამისა, თავი გამოიჩინეს ალვარომ და ლევან ხმალაძემ.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და ბათუმის "დინამოს" შორის შეხვედრა კი უგოლო ფრედ დასრულდა.

"ზუგდიდისა" და გორის "დილას" შეხვედრა კი 3 სექტემბერს 16:00 სთ-ზე დაიწყება.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო