მამაკაცებს შორის ჟო-ვილფრიდ ცონგას გავარდნის შემდეგ ქალთა ტურნირზეც დაფიქსირდა პირველი სენსაცია

მამაკაცებს შორის ჟო-ვილფრიდ ცონგას გავარდნის შემდეგ ქალთა ტურნირზეც დაფიქსირდა პირველი სენსაცია.

ბრიტანული ჩოგბურთის 18 წლის იმედმა, ლაურა რობსონმა კიმ კლაისტერსის შემდეგ, ცინცინატის ტურნირის ჩემპიონი ნა ლი გამოთიშა ბრძოლას. მიქსტში ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა მოიგერია აზიელის შეტევები, ჭკვიანურ კომბინაციებს ატარებდა და საბოლოოდ სამ სეტში გაიმარჯვა - 6:4, 6:7(5), 6:2. აღსანიშნავია, რომ რობსონმა კარიერაში პირველად დაამარცხა ტოპ-ათეულის წევრი და ახლა პირველი ათეულის კიდევ ერთ წევრს, აშშ-ის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს, სამანტა სტოსურს შეხვდება.

გუშინ ასეთ სენსაციები არ მომხდარა. ეკატერინა მაკაროვა წლეულს ერთ-ერთი იმ იშვიათი ჩოგბურთელთაგანია, ვისაც სერენა უილიამსი ჰყავს დამარცხებული.

მართალია, ოლიმპიადის შემდეგ ამერიკელმა ოდნავ უკლო თამაშს, მაგრამ ზედიზედ მეორე სასწაულის მოხდენას არავინ ელოდა.

პირველ სეტში მაკაროვა ასე თუ ისე თანაბრად ებრძოდა სერენას. თუმცა ეს უკანასკნელი, შეცდომების არც ისე მცირე რიცხვის მიუხედავად, ძალიან იოლად იღებდა თავის მოწოდებებს. მაკაროვას მხოლოდ ტაი-ბრეიკის იმედი თუ ექნებოდა, მაგრამ 4:5-ზე მან საკუთარი გეიმი და მასთან ერთად, სეტი დათმო. მეორე პარტიაში კი ბრძოლა საერთოდ არ გამოვიდა. უილიამსმა თავიდანვე გააკეთა ბრეიკი, რის შემდეგაც მისი მეტოქე საბოლოოდ შეურიგდა მარცხს.

თუმცა მაკაროვასთვის ამერიკის ღია პირველობა არ დასრულებულა. მან მიქსტში სუარეშთან ერთად დაამარცხა ბობ ბრაიანისა და კიმ კლაისტერსის დუეტი, რითაც საბოლოოდ გაამგზავრა პენსიაში ბელგიელი ჩოგბურთელი. ერთეულთა მატჩში წაგების შემდეგ კლაისტერსი ერთმანეთის მიყოლებით დამარცხდა წყვილებსა და მიქსტში და ამით მისი კარიერა საბოლოოდ დასრულდა.

გუშინდელი დღის ცენტრალური მატჩი მსოფლიოს მეორე ჩოგანს, პოლონელ აგნიეშკა რადვანსკასა და სერბ ელენა იანკოვიჩს შორის გაიმართა. იანკოვიჩმა წარმატებით ჩაატარა აშშ-ის ღიას წინ დალასის ტურნირი, სადაც ფინალში ითამაშა. "ფლეშინგ მედოუს" კორტებზეც წარმატებული სტარტი აიღო, მაგრამ აქ პირველი სერიოზული გამოცდა ვერ ჩააბარა.

რადვანსკასთან შეხვედრაში მან საკმაოდ საინტერესო ჩოგბურთი აჩვენა, თუმცა არასტაბილური იყო, რამაც ხელი შეუშალა მატჩის მოგებაში. ელენამ მეტოქეზე 22-ით მეტი უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც მარცხის მთავარი მიზეზი გახდა - 3:6, 5:7.

ქალები

III წრე

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ჟიე ჟენგი (ჩინ, 28) 6:0, 6:1; ანა ტატიშვილი (საქ)-მენდი მინელა (ლუქ) 7:5, 6:0; ლაურა რობსონი (ბრიტ)-ნა ლი (ჩინ, 9) 6:4, 6:7(5), 6:2; სამანტა სტოსური (ავსტრა, 7)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 31) 7:6(5), 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 3)-მელორი ბურდეტი (აშშ) 6:1, 6:1; ნადია პეტროვა (რუს, 19)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 15) 6:4, 7:5; მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:2, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:4, 6:4; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ) 6:1, 6:76(3), 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 12)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:7(4), 6:4, 6:2; ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ)-მარია კირილენკო (რუს, 14) 5:7, 6:4, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 4)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:4, 6:0; ანჟელიკ კერბერი (გერ, 6)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:1, 6:2; სარა ერანი (იტა, 10)-ოლგა პუჩკოვა (რუს) 6:1, 6:1; რობერტა ვინჩი (იტა, 20)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 13) 6:2, 7:5; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 2)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 30) 6:3, 7:5.

1/8-ფინალი

აზარენკა (1)-ტატიშვილი; რობსონი-სტოსური (7); შარაპოვა (3)-პეტროვა (19); ბარტოლი (11)-კვიტოვა (5); პირონკოვა-ივანოვიჩი (12); ჰლავაჩკოვა-ს. უილიამსი (4); კერბერი (6)-ერანი (10); ვინჩი (20)-ა. რადვანსკა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად