ყველაზე საინტერესო შეხვედრა ენდი როდიკსა და ფელისიანო ლოპესს შორის გაიმართა

ამერიკის ღია პირველობაზე მამაკაცებმა მერვედფინალისტების გამოვლენა დაიწყეს და ყველაზე საინტერესო შეხვედრა ენდი მიურეისა და ფელისიანო ლოპესს შორის გაიმართა.

ერთი წლის წინ, ამავე ეტაპზე ბრიტანელმა ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა - 6:1, 6:4, 6:2. ახლა მიურეის თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა დასჭირდა ლოპესის დასამარცხებლად.

თამაშის ბედი ნებისმიერი ჩოგბურთელის სასარგებლოდ შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ოდნავ უფრო მეტად ენდის გაუმართლა. პირველ ორ სეტში მეტოქეებს ტაი-ბრეიკის თამაში მოუწიათ და მე-13 გეიმებში ბრიტანელი იგებდა.

საუკეთესო შანსი ლოპესს მეორე პარტიაში ჰქონდა, როცა ტაი-ბრეიკს მინი-ბრეიკით იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

მიურეის შეეძლო მატჩის სამ სეტში მოგება, თუმცა ფელისიანომ ორჯერ დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი და საბოლოოდ ესპანელმა 6:4 მოიგო. მეოთხე პარტიაში ჩოგბურთელები კვლავ ინარჩუნებდნენ საკუთარ გეიმებს და საბოლოოდ ყველაფერი ისევ ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა, სადაც კვლავ მიურეი უკეთ გამოიყურებოდა - 7:4. მერვედფინალში ბრიტანელი მილოშ რაონიჩს შეხვდება.

გარკვეული სირთულეები შეხვდა მესამე წრეში ტომაშ ბერდიხს, რომელიც ამერიკელ სემ კუერის ხვდებოდა.

მასპინძელმა პირველი პარტიის მოგება შეძლო, მაგრამ შემდეგ ჩეხმა შემოაბრუნა თამაშის ბედი და თანდათან თამაში მისი კარნახით წარიმართა. შემდეგი სამი პარტია მან დამაჯერებლად აიღო - 6:4, 6:3, 6:2. მერვედფინალში ჩეხი ნიკოლას ალმაგროზე გავიდა.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს როჯერ ფედერერს კი სერიოზული პრობლემები არ ჰქონია ფერნანდო ვერდასკოსთან მატჩში.

სამივე პარტიაში შვეიცარიელს ზუსტად ერთი ბრეიკი ჰყოფნიდა გასამარჯვებლად და მხოლოდ მეორე სეტის შუაში ჰქონდა როჯერს მცირე ჩავარდნა, მაგრამ ამან საბოლოო შედეგზე გავლენა არ იქონია. უბრალოდ, ფედერერს ამ მომენტში უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდა საკუთარი მოწოდების შესანარჩუნებლად.

კაცები

II წრე

იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8)-ბრაიან ბეიკერი (აშშ) 6:4, 6:3, 6:4; გრეგა ჟემლია (სლოვენ)-სედრიკ-მარსელ შტებე (გერ) 6:4, 2:6, 6:4, 6:4; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 19)-ბენუა პერი (საფ) 6:7(4), 6:3, 3:6, 6:2, 7:6(4); ჯონ ისნერი (აშშ, 9)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:3, 6:7(5), 6:4, 6:3; რიშარ გასკე (საფ, 13)-ბრედლი კლანი (აშშ) 6:3, 6:3, 6:1; სტივ ჯონსონი (აშშ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 6:7(3), 7:6(5), 6:3, 6:4; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-ჟილ მიულერი (ლუქ) 3:6, 7:6(5), 6:7(5), 7:5, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 6:2, 6:3, 7:6(12); ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 7)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:2, 6:3, 2:6, 6:2; ლეონარდო მაიერი (არგ)-ტომი რობრედო (ესპ) 6:1, 6:4, 4:6, 7:5; ენდი როდიკი (აშშ, 20)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:3, 6:4, 6:0; ფაბიო ფონინი (იტა)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:4, 6:4, 6:2; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 14)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:4, 3:6, 6:0, 7:6(5); სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18)-სტივ დარცისი (ბელ) 6:7(6), 6:3, 4:6, 6:1, 7:5; ჟულიან ბენეტო (საფ, 31)-დენის ნოვიკოვი (აშშ) 3:6, 654, 7:6(1), 7:5; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-როჟერიო დუტრა სილვა (ბრა) 6:2, 6:1, 6:2.

III წრე

როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 25) 6:3, 6:4, 6:4; მერდი ფიში (აშშ, 23)-ჟილ სიმონი (საფ, 16) 6:1, 5:7, 7:6(5), 6:3; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11)-ჯეკ სოკი (აშშ) 7:6(3), 6:7(4), 7:6(2), 6:1; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-სემ კუერი (აშშ, 27) 6:7(6), 6:4, 6:3, 6:2; ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-ფელისინო ლოპესი (ესპ, 30) 7:6(5), 7:6(5), 4:6, 7:6(4); მილოშ რაონიჩი (კან, 15)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:3, 6:0, 7:6(3); მარინ ჩილიჩი (ხორ, 12)-კეი ნიშიკორი (იაპ, 17) 6:3, 6:4, 6:7(3), 6:3; მარტინ კლიჟანი (სლოვაკ)-ჟერემი შარდი (საფ, 32) 6:4, 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

merabi
ტექსტი იქნებ ცოტა გამართულად დაწეროს ავტორმა შესავალი იმისთანაა ვერ გაიგებ მიურეიმ ითამაშა თუ როდიკმა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"