რუმინეთი-საქართველოს (91:74) შეხვედრის შემდეგ ნაკრებების მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა რუმინეთის ეროვნულ გუნდთან (91:74) ევრობასკეტის შესარჩევის ციკლის ეტაპზე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა. ჩვენ სათანადოდ შევაფასეთ რუმინეთი, რომელსაც ძალიან კარგი გუნდი და პერსპექტიული მოთამაშეები ჰყავს. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა გველოდა.

ჩვენ გამარჯვება ბოლო მომენტამდე არ გვქონდა განაღდებული, ასე რომ, წარმატების მისაღწევად ბრძოლა მთელი 40 წუთის მანძილზე მოგვიწია".

რუმინელებთან მატჩი შეაფასა ჩვენი ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ:

"წინა მატჩში ჰოლანდიაში დამარცხების შემდეგ, ეს იყო ჩვენი გუნდის კარგი თამაში. ჩვენ ვცდილობდით, დაცვაში კარგად გვეთამაშა. რუმინეთმა ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია და ბოლო წუთებამდე არ დაგვნებდა.

წინ კიდევ 3 მატჩი გვაქვს და იმედი მაქვს, ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო მატჩი ბოსნიასთან".

მლადენ ოსტოიჩი, რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"პირველ რიგში, მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს გამარჯვება. ჩვენ საქართველოში უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე აქ.

ქართველებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, ბევრი ძალიან კარგი მოთამაშით დაკომპლექტებული. ჩვენ ვცდილობდით, მაქსიმუმი გაგვეკეთებინა, მაგრამ ვერ შევძელით კონცენტრირება შეტევაზე.

დღეს ჩვენი გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯა, მაგრამ თამაშის ბედი დაცვაში თამაშმა გადაწყვიტა".

ანდრეი მაჩადე, რუმინეთის ნაკრების წევრი:

"ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ჩვენს წინააღმდეგ ძალიან გამოცდილი გუნდი თამაშობდა, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, მატჩს კარგად აკონტროლებდა და თქვენ ნახეთ საბოლოოდ შესაბამისი ანგარიში ტაბლოზე.

ჩვენ არასტაბილურად ვითამაშეთ. გვქონდა მომენტებში ძალიან კარგი პასები, მაგრამ ცუდი ეპიზოდები და შეცდომები სჭარბობდა. თანაც, ბოლოს გამძლეობამაც გვიმტყუნა".

gbf.ge

ასევე იხილეთ:

რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა [VIDEO]

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა