ფიდემ, ტრადიციულად, საპირველსექტემბროდ გამოაქვეყნა მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა რეიტინგები
ფიდემ, ტრადიციულად, საპირველსექტემბროდ გამოაქვეყნა მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა რეიტინგები.

მანდილოსნებს უწინდებურად სათავეში უდგას უნგრელი იუდით პოლგარი, რომელსაც, ცნობისთვის, კარიერის განმავლობაში ქალთა ტურნირში ერთხელაც არ უთამაშია.

ამჟამად სტამბულის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზეც უნგრეთის ვაჟთა გუნდის ღირსებას იცავს მე-3 დაფაზე.

აგვისტოში მან რამდენიმე პუნქტი დაკარგა და ახლა მისი რეიტინგია 2698, რომელიც მეორე ადგილზე მყოფი სლოვენიელი ანა მუზიჩუკის მაჩვენებელს 92 პუნქტით აღემატება.

მესამე ადგილზეა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი - 2599. პირველ ათეულში შემდეგ მოდიან: ჰამფი კონერუ (ინდოეთი) - 2593, ჟაო სიუ (ჩინეთი) - 2549, ნანა ძაგნიძე (საქართველო) - 2547, კატერინა ლაგნო (უკრაინა) - 2542, ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) - 2528. ნადეჟდა კოსინცევასა და მის დას - ტატიანა კოსინცევას (ორივე - რუსეთი) ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ - 2524.

მოჭადრაკე ქალთა პირველ ასეულში ჩვენებურთაგან, ძაგნიძის გარდა, ასევე არიან: 16. ბელა ხოტენაშვილი (2509), 33. ლელა ჯავახიშვილი (2458), 38. ნინო ხურციძე (2444), 43. ნინო ბაციაშვილი (2434), 53. სოფიკო გურამიშვილი (2418), 64. სალომე მელია (2403), 69. სოფიკო ხუხაშვილი (2396), 70. ნაზი პაიკიძე (2394), 73. მერი არაბიძე (2391), 98. მაია ლომინეიშვილი (2363).

ქართველ ვაჟთაგან ბაადურ ჯობავამ წინა თვის მონაგარი მხოლოდ ოთხი პუნქტით გაიმდიდრა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა მე-19 ადგილზე აღსაზევებლად, რაც მის სპორტულ ბიოგრაფიაში საუკეთესო შედეგია.

ამჟამად მისი რეიტინგია 2734. სათავეში კი 2843 პუნქტით მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) იმყოფება, რომელსაც მსოფლიოს მე-13 ჩემპიონ გარი კასპაროვის რეკორდისგან 6 პუნქტიღა აშორებს.

პირველ ათეულში კიდევ ერთი მოჭადრაკეა 2800-იანი კლუბის წევრი - სომეხი ლევონ არონიანი - 2812.

პირველ ათეულში მომდევნო ადგილებზე არიან: ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) - 2797, თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) - 2788, ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) - 2783, ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) - 2780, სერგეი კარიაკინი (რუსეთი) - 2778, ფაბიანო კარუანა (2773), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) - 2769 და ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი) - 2758.

ივლისის მონაცემებით, საუკეთესო ასეულში იყო მიხეილ მჭედლიშვილი, მაგრამ აგვისტოში მან ოთხი პუნქტი დაკარგა და ასეულს მიღმა აღმოჩნდა.

20-წლიანთა ასეულში ოთხი ქართველი გოგონაა: 5. ნაზი პაიკიძე (2394), 6. მერი არაბიძე (2391), 20. ქეთი წაწალაშვილი (2279) და 30. მარიამ დანელია (2252). ქეთიცა და მარიამიც სხვადასხვა ასაკში მსოფლიოს ჩემპიონები არიან. სამწუხაროა, რომ ბოლო დროს ისინი შეჯიბრებებში არ მონაწილეობენ. საინტერესოა, რატომ დაეკარგათ მოტივაცია?

რაც შეეხება 20-წლამდელ ვაჟთა ასეულს, იქ არც ერთი ჩვენებურის გვარი არ ფიგურირებს. ეს კი ფრიად დამაფიქრებელი ფაქტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"