საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში სლოვენიაში გასამართი მატჩების ტელერეპორტაჟს თავის საიტზე განახორციელებს
საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში "იბერია სტარი" 3 სექტემბერს, გამთენიისას თბილისი-სტამბული-ლუბლიანას რეისით სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც 5 სექტემბერს ევროპის უეფას თასის პირველი შესარჩევი ციკლის მატჩები იწყება.

"მართალია, უეფას კანონებით, ჩასვლა 4 სექტემბერს გვეკუთვნოდა, მაგრამ ერთი დღით ადრე გავემგზავრეთ, რადგან დასასვენებლად ზედმეტი დრო გვქონდეს.

მოგეხსენებათ, თბილისიდან ევროპაში წასვლა მოუხერხებელია. გზისა და აეროპორტში ლოდინის გათვალისწინებით, დაახლოებით 12 საათი დაგვჭირდება.

5 სექტემბერს, ჩვენი დროით 21 საათზე, პარიზის "სპორტინგს" ვეთამაშებით. ფრანგებს ჰყავთ 4 ესპანელი, 2 ბრაზილიელი და 3 პორტუგალიელი ლეგიონერი. ამათგან გამოკვეთილი ლიდერები ბრაზილიელები არიან.

მეორე შეხვედრა 6 სექტემბერს საბერძნეთის ჩემპიონთან გვაქვს. ბოლოს, 8 სექტემბერს მასპინძლებს, სლოვენიის ოქროსმედალოსნებს დავუპირისპირდებით.

მასპინძლები რეპორტაჟებს არ გადასცემენ, მაგრამ ველაპარაკე ტურნირის დირექტორს და შევუთანხმდი, რომ "იბერია" საკუთარი ხარჯებით და ტექნიკური რესურსებით გადასცემს ჩვენი თამაშების ტელერეპორტაჟებს, რომელსაც ჩვენს საიტზე შემოგთავაზებთ.

აქვე გეტყვით, რომ "იბერია სტარმა" ელიტ-რაუნდის მასპინძლობაზე განაცხადი ჯერ კიდევ ივლისში შეიტანა. რამდენიმე დღის წინათ უეფადან მოვიდა დამატებითი ანკეტები, რომელიც 4 სექტემბრამდე უნდა გავაგზავნოთ. ელიტ-რაუნდის მასპინძელ 4 ქალაქს კი 11 სექტემბრამდე დაასახელებენ.

13 სექტემბერს ნიონში წილისყრა გაიმართება, რომელსაც "იბერიას" პრეზიდენტი ვატო წერეთელი დაესწრება.

1 სექტემბერს დავასრულეთ მუშაობა გუნდის ახალ კლიპზე. ამ დონის კლიპი სპორტულ თემატიკაზე საქართველოში არასდროს გადაღებულა. კლიპის სახელია "დაბადებული გამარჯვებისთვის", - გვითხრა "იბერიას" მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა