ეროვნულ გუნდში გამოძახებულ თბილისის "დინამოს" ფორვარდს ექიმებმა 3-4 ვარჯიშიც კი აუკრძალეს
3 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ტრავმირებული დავით დევდარიანის ნაცვლად გუნდში ჯაბა დვალი გამოიძახა.

თუმცა, როგორც გაირკვა, "ზესტაფონიდან" თბილისის "დინამოში" გადასულ ფეხბურთელს ტრავმა აქვს. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ექიმებმა ფორვარდს 3-4 დღე ვარჯიში აუკრძალეს. ამ პერიოდის გავლის შემდეგ ჯაბა ვარჯიშს განაახლებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს თბილისში ბელორუსს უმასპინძლებს და ამ მატჩში დვალის თამაში ნაკლებსავარაუდოა.

ჯაბა დვალი ნაკრებში გამოძახების ფაქტს გამოეხმაურა და საკუთარ ტრავმაზეც ისაუბრა:

"ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში გამომიძახეს. ეროვნულ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო.

ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა, როგორც სხვა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის.

თუმცა, ამავე დროს, ძალიან ვწუხვარ, რადგან ტრავმირებული ვარ. ვიმედოვნებ, რომ 3-4 დღეში ვარჯიშს განვაახლებ და ნაკრებს შევუერთდები".

შესაძლოა ჯაბა გუნდს ესპანეთთან მატჩში მაინც დაეხმაროს, რომელიც 11 სექტემბერს გაიმართება, თუმცა გადაწყვეტს თუ არა ამჯერად ქეცბაია მის დამატებას გუნდში, უცნობია.

არადა, ფორვარდი მართლაც რომ საუცხოო ფორმაშია - საქართველოს პრემიერლიგის ბოლო ტურში ჰეთ თრიკით გამოირჩა და მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში 4 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირობას არავის უთმობს.

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ამიერიდან ნაკრებს ჯაბა კანკავა უკაპიტნებს

დინამო-კოლხეთი 5:0 - სწრაფი გოლი და გასეირნება

Tornike
გული მიგრძნობს, ჯაბა დვალი ესპანელებს გაუტანს!
gia
ჯაბას ვულოცავ და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები სადაც არ უნდა იყოს,მაგრამ კლუბის გამოცვლის შემდეგ რომ შენიშნეს მაგის კარგი თამაში,ეს არ მომწონს ნამეტანი.
shota
ხოდა ჩემო ჯაბა ქეცბაიამ ხო გახსოვს რა თქვა გუნდს თუ ჭირდებაო მტკივანი ფეხითაც უნდა ითამაშონო და გცდიან იცოდე უარი არ თქვა ვარჯიშზე ტორე არასდროს არ გამოგიზახებს მერე ,, მიაწ ვდინეთ ეს ესემესი დვალს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა