ცნობილმა სამხრეთაფრიკელმა მორბენალმა ოსკარ პისტორიუსმა ბოდიში მოუხადა 200 მეტრზე პარალიმპიადის ჩემპიონს, ბრაზილიელ ალან ოლივეირას
ცნობილმა სამხრეთაფრიკელმა მორბენალმა ოსკარ პისტორიუსმა ბოდიში მოუხადა 200 მეტრზე პარალიმპიადის ჩემპიონს, ბრაზილიელ ალან ოლივეირას იმ ბრალდების გამო, რომელიც მან სამხრეთამერიკელს ფინიშის შემდეგ წაუყენა.

200-მეტრიან დისტანციაზე დიდი ხანი სწორედ პისტორიუსი ლიდერობდა, მაგრამ ზედ ფინიშზე პირველ ადგილზე ბრაზილიელი მორბენალი გადავიდა.

გარბენის შემდეგ სამხრეთაფრიკელმა განაცხადა, რომ ოლივეირამ უფრო გრძელი პროთეზების გამო გაიმარჯვა. არადა, მათი გამოყენება, წესებით, აკრძალულია.

შეჯიბრის შემდეგ საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა შეამოწმა ოლივეირას პროთეზების სიგრძე და წესის დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

3 სექტემბერს პისტორიუსი სპეციალური განცხადებით გამოვიდა, რომელშიც ნაჩქარევი ბრალდებისთვის ბოდიში მოუხადა ბრაზილიელს, მაგრამ სამხრეთაფრიკელმა ბოლომდე უკან არ წაიღო თავისი სიტყვები და განაცხადა, რომ უნდა გამკაცრდეს წესები პროთეზების ზომებთან დაკავშირებით.

2008 წელს, პეკინის პარალიმპიადაზე, პისტორიუსმა პირველი ადგილი დაიკავა 200 მეტრ დისტანციაზე; აგრეთვე, მან ოქროს მედლები მოიგო 100 და 400 მეტრზე გარბენში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა