18 წლის ქართველი კალათბურთელი "კახასოლის" მთავარ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "კახასოლში" სხვადასხვა დროს ნიკა ცქიტიშვილი და ტაირონ ელისი თამაშობდნენ.

სწორედ მაშინ, როცა ტაირონი სნაიპერობდა, სევილიურ კლუბში ჩაირიცხა ახალგაზრდა ბექა ბურჯანაძე. იგი მალე იქცა იუნიორთა და ახალგაზრდული გუნდის ლიდერად.

ბექა 18 წლისა 3 იანვარს შესრულდა. ეს ის ასაკია, როცა ესპანეთში პროფესიონალური კონტრაქტი უნდა გაფორმდეს. ჰოდა, სევილიელებმა ამ ზაფხულს ბექას სამწლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს.

ცხადია, ქართულმა მხარემ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და კონტრაქტსაც მას მერე მოაწერა ხელი.

ბურჯანაძეს "კახასოლის" დუბლებთან ერთადაც შეეძლო თამაში (ება-ს ლიგაზე), მაგრამ იგი მწვრთნელმა მთავარი გუნდისთვის შეიგულა და მომავალ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც ათამაშებს.

ამ ლიგის ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა "კახასოლის" 11-კაციანი შემადგენლობა, რომელშიც მე-7 ნომრად ბურჯანაძეა.

ახალგაზრდა ქართველმა "კახასოლის" პირველ საკონტროლო შეხვედრაში საკმარისად ითამაშა და ანგარიშზე 9 ქულაც ჩაიწერა. მისმა გუნდმა კი ხორვატიის "ციბონას" სწორედ იმდენი ქულა ჩაუგდო, რამდენიც საქართველომ რუმინეთს - 91. ხორვატები კი 71 ქულას ვერ ასცდნენ.

3 სექტემბერს ბექას კონტრაქტის გაფორმება მივულოცეთ და "ციბონასთან" მატჩზე ვკითხეთ.

- ხორვატებთან დამაჯერებლად ვითამაშეთ. საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით მოვიგეთ. ამ შეხვედრაში მწვრთნელმა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე გამამწესა და ვფიქრობ, იმედი არ გავუცრუე.

მონდომებით ვვარჯიშობ და მომდევნო მატჩებისთვის ვემზადები. უახლოესი შეხვედრა 5 სექტემბერს გვაქვს, - გვითხრა ბექამ.

მას გამოცდილ კალათბურთელებთან მოუწევს კონკურენცია, თუმცა ახალ სეზონს იმედიანად ხვდება. ყველაფერი ხომ მის შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.

- მესამე ნომრად "კახასოლში" ხოან სასტრე და ბრაიან ეისბური თამაშობენ. მათ შეუერთდება მილენკო ტეპიჩი, რომელიც ამჟამად სერბეთის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის შესარჩევს თამაშობს. თუმცა ტეპიჩი უნივერსალია და უკანახაზელის ფუნქციების შესრულებაც კარგად ეხერხება.

მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ბრედ ბაქმენი, ლუკა ბოგდანოვიჩი და მე ვართ. ლუკაც სერბეთის ნაკრებში თამაშობდა.

"კახასოლი", როგორც ყოველთვის, წლეულსაც საპლეიოფო გუნდი იქნება. საინტერესოა, რომ სევილიელებმა აგვისტოში ევროთასზე ბასკური "ლაგუნ არო" ჩაანაცვლეს. ასე რომ, ბექა ბურჯანაძეს ესპანეთის პირველობის პარალელურად ევროთასზეც მოუწევს ასპარეზობა.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ ბექამ ივლისში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშა, 9 შეხვედრაში საშუალოდ 16.4 ქულასა და 8.4 მოხსნას აგროვებდა.

აგვისტოში კი ბურჯანაძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა და ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ითამაშა, სადაც მისი მონაგარი 17.6 ქულასა და 11.4 მოხსნას შეადგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ