საქართველოს ორივე ნაკრებმა მე-6 ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში ორ-ორი ქულა ჩაიწერა
ერთდღიანი შესვენების შემდეგ თურქულ სტამბულში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებმა 3 სექტემბერს მე-6 ტურის პარტიები გამართეს. ერთდღიანმა ტაიმაუტმა, ეტყობა, ჩვენს მოჭადრაკეებს არგო - ორივე ნაკრებმა გათამაშების ცხრილში ორ-ორი ქულა ჩაიწერა.

ქალთა ნაკრებმა დაძაბულ პაექრობაში სლოვაკეთის გუნდს მოუგო 2,5:1,5. ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით ზუზანა ბოროსოვას დაუზავდა, ბელა ხოტენაშვილმა და ნინო ხურციძემ რეგინა პოკორნასა და იულია კოჩეტკოვას გააჩერებინეს საათები, ნინო ბაციაშვილი კი ალიონა მრვოვას დანებდა.

ინტერესს იწვევდა ერთპიროვნული ლიდერის - რუსეთის ნაკრების დაპირისპირება ჩინეთთან. აქ მეტოქეებმა თითო პარტია მოიგეს, ორიც ყაიმით დაასრულეს და საბოლოოდ მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს - 2:2: ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ჰოუ იფანმა ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა დაამარცხა.

დის ჯავრი ნადეჟდა კოსინცევამ იყარა - მეორე დაფაზე ჟაო სიუს აჯობა. დაზავდნენ ცზიუ ვენძიუნი - ალექსანდრა კოსტენიუკი, ნატალია პოგონინა - ჰუან ქიანი. დანარჩენი მატჩები: პოლონეთი - სერბეთი 3,5:0,5, უნგრეთი - ესპანეთი 2:2, უკრაინა - აზერბაიჯანი 3,5:0,5, საფრანგეთი - ფილიპინები 3:1, ჩეხეთი - ვიეტნამი 1:3, ჩერნოგორია - ესტონეთი 2:2, პერუ - ლატვია 3:1, ინდოეთი - გერმანია 3:1.

ექვსი ტურის შემდეგ: რუსეთი - 11 (საერთო მონაგარი 18,5), პოლონეთი - 11 (18,5), ჩინეთი - 10 (18,5), საქართველო - 10 (18,5), უკრაინა - 10 (17,5), საფრანგეთი - 10 (18), ვიეტნამი - 10 (16,5).

ვაჟთა ტურნირში მორიგი გამარჯვება იზეიმა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც გუშინ საკმაოდ მაღალრეიტინგიანი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ კოლუმბიის გუნდს აჯობა 3,5:0,5. პირველ დაფაზე მერაბ გაგუნაშვილი ალექსანდერ კუარტასს დაუზავდა, თორნიკე სანიკიძემ, ლევან ფანცულაიამ და კონსტანტინე შანავამ, შესაბამისად, ალონსო ზაპატა, ალდერ ესკობარი და სერხიო ბარი-ენტოსი დაამარცხეს.

ლიდერთა პაექრობა აქაც მშვიდობიანად დასრულდა: რუსეთი - სომხეთი 2:2 (ვლადიმირ კრამნიკი - ლევონ არონიანი 1:0, სერგეი მოვსესიანი - ალექსანდრ გრიშჩუკი 1:0, სერგეი კარიაკინი - ვლადიმირ აკოფიანი 0,5:0,5, გაბრიელ სარქისიანი - დმიტრი იაკოვენკო 0,5:0,5). აზერბაიჯანელებმა ხორვატები დაჯაბნეს 3:1 (თეიმურ რაჯაბოვი - ივან სარიჩი 1:0, მლადენ პალასი - ელთაჯ საფარლი 0,5:0,5, შაჰრიარ მამედიაროვი - ანტე ბრკიჩი 1:0, ჟდენკო კოჟელი - რაუფ მამედოვი 0,5:0,5).

მეწინავეთა დანარჩენი შეხვედრები: გერმანია - აშშ 2:2, ჩეხეთი - ესპანეთი 1,5:2,5, ფილიპინები - ბულგარეთი 2,5:1,5, ბოსნია - ჩინეთი 0,5:3,5, უნგრეთი - პოლონეთი 3:1, ჩერნოგორია - უკრაინა 1:3, ინდოეთი - ისრაელი 2:2.

ექვსი ტურის შემდეგ: რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი - 11-11, ჩინეთი, ფილიპინები, უკრაინა, უნგრეთი, ესპანეთი - 10-10 ქულა. 15 გუნდს, მათ შორის საქართველოს, რომელიც მეთვრამეტეა, 9-9 ქულა აქვს.

მე-7 ტურში ითამაშებენ: ქალები. რუსეთი-პოლონეთი, საქართველო-ჩინეთი, უკრაინა-საფრანგეთი, სერბეთი-ვიეტნამი, უნგრეთი-ჩერნოგორია, ესპანეთი-საბერძნეთი, ესტონეთი-ინდოეთი, უზბეკეთი-პერუ, სლოვაკეთი-ირანი.

ვაჟები. აზერბაიჯანი-რუსეთი, ჩინეთი-სომხეთი, ფილიპინები-უნგრეთი, უკრაინა-ესპანეთი, მოლდოვა-გერმანია, არგენტინა-ინდოეთი, აშშ-თურქეთი, ისრაელი-საფრანგეთი, საქართველო-ინგლისი, მექსიკა-უზბეკეთი, იტალია-მაკედონია, ხორვატია-საბერძნეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს