ქართველმა ლეგიონერმა მდიდარ აზარბაიჯანულ კლუბებს კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი არჩია
კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბაქოს "ინტერი" წლევანდელ ევროთასებზე ცუდად არ გამოიყურებოდა.

გუნდი ევროპის ლიგას ისე დაემშვიდობა, შეხვედრა არ წაუგია: ბაქოელებმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონური "ტრანსის" ბარიერი იოლად გაიარეს (5:0, 2:0), ბერძნულ "ასტერასთან" კი ორივე შეხვედრა ფრედ (1:1) ითამაშეს და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

ეს ის "ასტერასია", რომელმაც მომდევნო ეტაპზე გორის "დილას" მძლეველ "მარიტიმუსთან" ასევე პენალტების სერიით წააგო.

წლეულს კახა ცხადაძემ გუნდში აზერბაიჯანის პრემიერლიგის 2010-11 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ადამია დაიმატა.

ადამიამ პრემიერლიგის "ყარაბახში" მშვენიერი სეზონი ჩაატარა, მაგრამ აგდამელებთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა, მაისში კი ბაქოელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიამ უფრო მდიდარი კლუბების შემოთავაზებები იუარა, მათ შორის, ბაქოს "ნეფთჩის", რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.

თბილისში შეკრებაზე მყოფ ბაქოს "ინტერის" ქართველ ლეგიონერს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა.

- ახალ კლუბში შენი გადასვლა არც ისე მოულოდნელი იყო - ქართველების "ინტერს" აშკარად აკლდი.

- სიმართლე გითხრათ, ბევრი არც მიფიქრია, რადგან ვიცოდი, რა კლუბი იყო და მისი ფეხბურთი მომწონდა.

- ბევრად მდიდარი კლუბები იწვევდნენო...

- წინადადებები იყო, მაგრამ "ინტერი" ყველა დანარჩენს მერჩივნა, რადგან ჩემთვის ასე სჯობდა.

- დამაინც, რომელი კლუბები დაინტერესდნენ?

- აზერბაიჯანის რამდენიმე წამყვანი კლუბი, მაგრამ არავისთან მილაპარაკია: სეზონის შემდეგ ვიცოდი, რომ "ინტერში" უნდა გადავსულიყავი და სიმართლე გითხრათ, აღარც დავინტერესებულვარ, ვის რა ინტერესი ჰქონდა.

- აზერბაიჯანული მედია წერს, რომ "ინტერი" ყველასაგან განსხვავებულ ფეხბურთს აჩვენებს და ასეც რომ არ იყოს, ახალ კლუბთან შესაგუებლად დრო აუცილებელია.

- ეს თავისთავად ცხადია. "ყარაბახის" სტილი "ინტერისგან" აბსოლუტურად განსხვავდება. კახა ცხადაძე უფრო თანამედროვე მოთხოვნებს გვიყენებს, მაგრამ ფეხბურთელის კარიერაში ასეთი ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა და სხვადასხვა სტილის გუნდებს სწრაფად უნდა შეეჩვიო.

ჩემი აზრით, ამას ნელ-ნელა ვახერხებ, მწვრთნელისა და სათამაშო სქემის მოთხოვნები ჩემთვის გასაგებია.

- აზერბაიჯანის ლამის ყველა წამყვან კლუბში გითამაშია და შენი აზრით, "ინტერს" ჩემპიონობის რესურსი გააჩნია?

- სხვათა შორის, წლეულს მართლაც ძალიან ძლიერი გუნდი შეიკრა. გარკვეულ პოზიციებზე გავძლიერდით. "ინტერის" ფეხბურთი მსიამოვნებს და თამაშის ხარისხიც მომწონს.

- თუმცა 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა გაქვთ...

- ეს იმიტომ, რომ ბევრი ახალწვეული ვართ და შეთამაშება გვჭირდება, მაგრამ გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ადრე თუ გვიან, შედეგსაც გამოვასწორებთ.

- აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ "ასტერასთან" წასაგები თამაში არ გქონდათ.

- საბერძნეთის კლუბს აზერბაიჯანული თანაბრად რომ ეთამაშება და არ წააგებს, მიმაჩნია, რომ ეს უკვე დიდი წარმატებაა. შემდეგ ეტაპზე გასვლა რეალურიც იყო. ბერძნებმა ვერ გვაჯობეს, მაგრამ პენალტების სერიაში აშკარად არ გაგვიმართლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კახა ცხადაძე - სტუმრად სამშობლოში

ქართველი ლეგიონერები აზერბაიჯანში - დაბრუნდით სახლებში!

"აზერბაიჯანულ ფეხბურთს კახა ცხადაძისნაირი ადამიანები სჭირდება!"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა