ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კობა ჟორჟიკაშვილი: საქართველოს ნაკრებს არც შედეგი აქვს და არც სანახაობა

კობა ჟორჟიკაშვილი: საქართველოს ნაკრებს არც შედეგი აქვს და არც სანახაობა

სპეციალისტის აზრი - როგორ უნდა მოხდეს ქართული ფეხბურთის წინსვლა
საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ციკლს 7-11 სექტემბერს დაიწყებს ბელორუსთან და ესპანეთთან საშინაო მატჩებით.

რა იმედებით ვხვდებით სანაკრებო სეზონს? ყოველი ახალი შესარჩევის წინ თითქოს თავისით მოდის ხოლმე ოპტიმიზმი, მაგრამ ამჯერად ამის რა საფუძველი არსებობს?

საქართველოს ნაკრები ამოუწურავი თემაც არის და ამოწურულიც. გუნდს შედეგი არ აქვს, მაგრამ გუნდში და მის ირგვლივ სულ რაღაც ხდება - ასე გრძელდება უკვე რამდენიმე წელიწადი.

საქმე წინ ვერ მიდიოდა და შეიცვლება რამე?

ნაკრებზე სასაუბროდ გამოცდილი სპეციალისტი შევარჩიეთ - კობა ჟორჟიკაშვილი ახლა რუსთავის "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელია. მანამდე არაერთი გუნდი გაუწვრთნია, აქვს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობის მდიდარი გამოცდილებაც.

მაშ ასე, სპეციალისტის შეხედულება საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე:

- როგორ შეაფასებდით ნაკრებში მიმდინარე პროცესებს მას შემდეგ, რაც გუნდი თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა?

- მწვრთნელის და მთლიანად გუნდის საქმიანობა საბოლოო შედეგით ფასდება. გარდა ამისა, შედეგად უნდა ჩაითვალოს გუნდში ახალი ფეხბურთელების დაწინაურება.

გამოჩნდეს ფეხბურთელი, გაიელვოს და მერე დაიკარგოს - ასე არ უნდა ხდებოდეს. არსენ ვენგერს მოგებული აქვს ტიტულები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად იმას მიიჩნევს, რომ ჟორჟ ვეას იმხელა წინსვლა ჰქონდა, ოქროს ბურთიც კი მოინაგრა.

ჩვენც ამ კრიტერიუმებით უნდა მივუდგეთ გაწეული სამუშაოს შეფასებას. ფაქტია, რომ შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი არც ქეცბაიასთვის, არც ნაკრების ფეხბურთელებისთვის და არც მთლიანად საქართველოსთვის.

- ქეცბაიამ უარი თქვა ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გამოძახებაზე. გაახალგაზრდავების პროცესი ეროვნულ ნაკრებში - როგორ მიგაჩნიათ, ბუნებაში ასეთი რამე არსებობს?

- მე ახლა კლუბში ვმუშაობ და ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავო ჩემპიონატში. მაქვს უფლება, ხან ფრე ვითამაშო და ხან წავაგო. ნაკრებში კი ასე არ არის, ნაკრების მწვრთნელობა უფრო რთული იმით არის, რომ წაგების უფლება, ფაქტობრივად, არ გაქვს.

7 სექტემბერს ვეთამაშებით ბელორუსს და ვინც ამ კონკრეტული თარიღისთვის არის ყველაზე უკეთ მზად, იმან უნდა ითამაშოს, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. შესაძლოა, ნაკრების მწვრთნელმა გამოიძახოს ფეხბურთელი ერთი თამაშისთვის და მომდევნო მატჩისთვის ის აღარ დასჭირდეს - ნაკრების სპეციფიკა ამასაც ითვალისწინებს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, არ მესმის, თუ რას ნიშნავს გაახალგაზრდავების პროცესი ეროვნულ ნაკრებში. კლუბში კი ბატონო, ასეთი რამ სავსებით ნორმალურია.

- ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებს უკვე აქვს საკუთარი სახე? ალბათ, ესეც ერთ-ერთი შედეგია გუნდისთვის...

- მეც მინდა, რომ ჩემს გაწვრთნილ გუნდს საკუთარი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახე ჰქონდეს, მაგრამ ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია.

ბავშვთა ფეხბურთში განვითარების, სწავლის პროცესი - ქართულ ფეხბურთს აქ განსაკუთრებულად უჭირს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოდიან ფეხბურთელები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ განვითარების ევროპულ სტანდარტებს. ასეთ დროს ძალიან ძნელია, რომ გუნდმა სახე მიიღოს.

- რუსეთი, ან იქიდან ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებული ფეხბურთელები - საქართველოს ნაკრებში ასეთები საკმაოდ არიან და როგორ ფიქრობთ, რუსული პრემიერლიგა ასე ძალიან ჩამორჩება საერთო ევროპულ დონეს?

- საქართველოს ნაკრების ამ ფეხბურთელთა უმრავლესობა რუსეთში წამყვან პოზიციებზე არ ყოფილა თავის კლუბში.

- კითხვა, რომელიც არაერთი რესპონდენტისთვის დაგვისვამს - ლატვიამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, ესტონეთმა შესარჩევის პლეი ოფამდე მიაღწია, საქართველო ჯგუფში ან ბოლო ადგილზე გადის, ან ბოლოსწინაზე - ნუთუ ბალტიისპირელებიც ასე მნიშვნელოვნად არიან ჩვენზე წინ?

- დაცვით ფეხბურთს რომ ირჩევს, ეს არის ნგრევა. შენება კი შემტევი ფეხბურთია და ფაქტია, რომ საქართველოს ამ ნაკრებს შემტევი ფეხბურთის თამაში უჭირს.

ჩვენ ახლა უფრო თავდაცვა, მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვა გამოგვდის კარგად და მერე კონტრშეტევა, მაგრამ ეს ისეთი გზაა, რომელიც ყოველთვის ვერ მოგვიტანს შედეგს. საბოლოოდ რა გამოდის: არ არის შედეგი და არ არის სანახაობრივი თამაში. ამით კი კმაყოფილი ვერავინ დარჩება.

- ცოტა არ იყოს, ერთობ პესიმისტური სურათი დაგვიხატეთ - პერსპექტივას რაში ხედავთ?

- კარდინალურად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ. არ არის სისტემა, ის კონვეირი, რითაც ინდივიდები უნდა გამოვზარდოთ.

- ინდივიდების გამოზრდა ბოლო პერიოდში იტალიასა და გერმანიასაც კი უჭირთ...

- პრობლემები შესაძლოა ყველგან იყოს, მაგრამ ბუნდესლიგის არცთუ მოწინავე გუნდის ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი განათლებითა და ფიზმომზადებით ჩვენსაზე ბევრად წინ რომ არის, ამას, მგონი, მტკიცება არ სჭირდება.

საქართველოს ნაკრებს კი ერთ პოზიციაზე არ ჰყავს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, ევროპულ სტრანდარტებს რომ აკმაყოფილებდეს.

რაც შეეხება პესიმიზმს, მთლად ასეც არ არის საქმე, საქართველოში მწვრთნელთა განათლების სისტემის ამუშავებას ნელ-ნელა მოაქვს შედეგი.

ფაქტია, რომ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ 17-წლამდელთა ნაკრებში საკმაოდ კარგად განვითარებულმა ახალგაზრდებმა ითამაშეს.

კვალიფიციური მწვრთნელები და კლუბების აკადემიებში სწორი მუშაობა - ქართული ფეხბურთის წინსვლა ასე უნდა მოხდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ჯერ ბელორუსთან თამაშზე ვიფიქროთ და მერე ესპანეთზე

• kkkk

ქეცბაიასგან რა გინდათ, ამისთანა უტვინო და ნირწამხდარი თაობა რომ გვყავს იმსი ბრალია. ერთის აათი გადაბმულად ვერ დარბიან, ამათ მოურინიოც ვერ უშველის. მოკვდა ქართული ფეხბურთი , ვსიო. გადავერთოთ სხვა რამეზე.

• Jigaro

ქეცბაია გაა--ი!

• ირაკლი

მართალია ეს კაცი და რა გინდა რო ქნა!!! 20 წელიწადზე მეტია რას საქართველოს ჩემპიონატი ტარდება. ამ დროის გზნმავლობაში თუ არ მეშლება 3 თაობა შეიცვალა ნაკრებში. შედეგი კი - აბსოლუტური უკუსვლა!!! არა მგონია რომ საქართველოში ნიჭიერი ბავშვების დეფიციტი იყოს. ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის და შესაბამისად ნაკრებისაც დეგრადირების მთავარი მიზეზია ფეხბურთელების აღრზდის პროცესის მცდარი დაგეგმარება და წარმართვა. მაგრამ, არა მგონია რომ ეს მხოლოდ შეცდომა იყოს. ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო, სულელი კი თავისაზეო. ქართული ფეხბურთის მესვეურები კი ამ 20 წლის განმავლობაში დაშვებულ უამრავ შეცდომაზე (ფაქტი ჯიუტია - ქართული ფეხბურთის დეგრადაცია) საერთოდ სწავლობენ რამეს?!?!?!?!?

"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა

[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა

კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა