თომას ტუხელის გუნდი "მაინცი" ტრანსფერების კუთხით კიდევ ერთხელ გააქტიურდა და ბუნდესლიგაში გამოცდილი თავდამსხმელი გადაიბირა
მხოლოდ ერთი გოლი ორი ტურის შემდეგ და უპატიებელი მარცხი საკუთარ მოედანზე "ფიურტთან" (0:1) - "მაინცმა" სეზონი ცუდად დაიწყო და კლუბის ხელმძღვანელებმა გეგმა B ამიტომაც აამოქმედეს: თომას ტუხელის გუნდი ტრანსფერების კუთხით კიდევ ერთხელ გააქტიურდა და ბუნდესლიგაში გამოცდილი თავდამსხმელი ივან კლასნიჩი გადაიბირა.

მას მერე, რაც "ბოლტონთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ხორვატი უკლუბოდ იყო. 32 წლის კლასნიჩი მაინცში ორშაბათს ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მართალია, სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, მაგრამ იმის გამო, რომ ფეხბურთელი უკლუბოდ იყო, მაინცელებმა ივანი უპრობლემოდ გადაიბირეს.

"ვაღიარებთ, რომ ივან კლასნიჩი ჩვენთვის სათადარიგო ვარიანტი იყო. ეს ფეხბურთელსაც ვუთხარით.

პირველ რიგში, ადრიან რამოსის გადმობირება გვინდოდა, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა და შესაბამისად, კლასნიჩი მოვიწვიეთ.

ივანი გამოცდილი, კარგი თავდამსხმელია, რომელიც ჩვენს გუნდს ნამდვილად გააძლიერებს," - განაცხადა მაინცელთა მენეჯერმა კრისტიან ჰაიდელმა.

"რამდენიმე წინადადება მქონდა, რომელთა შორისაც "მაინცი" საუკეთესო ვარიანტი იყო. ამიტომაც მოვიცადე ამდენ ხანს. მიხარია, რომ ბუნდესლიგაში დაბრუნების შესაძლებლობა მომეცა," - ეს კი თვითონ ფეხბურთელის სიტყვებია.

გერმანიაში დაბადებულმა და გაზრდილმა ივან კლასნიჩმა საფეხბურთო კარიერა 1997 წელს, მშობლიური ჰამბურგის კლუბ "ზანკტ პაულიში" დაიწყო, საიდანაც 2001 წელს "ვერდერში" გადავიდა, სადაც 2008 წლამდე ითამაშა.

ივანი საფეხბურთო ევროპამ სწორედ ბრემენული კლუბიდან გაიცნო, სადაც ბუნდესლიგის 151 მატჩში 49 გოლი გაიტანა.

კლასნიჩი "ვერდერის" შემდეგ ფრანგულ "ნანტში" (33 მატჩი, 10 გოლი) თამაშობდა, საიდანაც ინგლისში მოხვდა და ზაფხულამდე "ბოლტონში" ირიცხებოდა. ბოლო სამ სეზონში ივანმა პრემიერლიგის 78 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა. ხორვატიის ნაკრებში, 41 მატჩში, მის ანაგარიშზე 12 გოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"