თბილისში შეკრებაზე მყოფმა ბაქოს "ინტერმა" 4 სექტემბერს მცხეთაში საკონტროლო მატჩი ცხინვალის "სპარტაკის" ახალგაზრდებთან ჩაატარა
თბილისში შეკრებაზე მყოფმა ბაქოს "ინტერმა" 4 სექტემბერს მცხეთაში საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ინტერის" მეტოქე ცხინვალის "სპარტაკის" ახალგაზრდული გუნდი იყო.

აქვე აღვნიშნავთ, რომ "ინტერმაც" არაოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა: ვლადიმერ ლევინი, ნიზამი გაჯიევი და ასიფ დაშდამიროვი აზერბაიჯანის ნაკრებში არიან გამოძახებულნი, გიორგი ლომაიამ, ბრიუს აბდულაიემ (კონგო) და პეტარ ზლატინოვმა (ბულგარეთი) თამაშს ტრიბუნიდან მიადევნეს თვალი.

პირველი ტაიმი ითამაშეს გიორგი ადამიამ და რევაზ თევდორაძემ, მეორე ტაიმში გამოცვალეს ბაჩანა ცხადაძე და ქართველებიდან მხოლოდ ვალერი აბრამიძემ (კაპიტნის სამკლავურით გამოიყვანა "ინტერი") და ილია კანდელაკმა იასპარეზეს 90 წუთი.

...როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საკონტროლო მატჩში "ინტერს" აშკარა უპირატესობა ჰქონდა, თუმცა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო: მაკედონიელი ნახევარმცველის, სლავჩო გეორგიევსკის ჩინებული გადაცემის შემდეგ ბაჩანა ცხადაძე "სპარტაკის" მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტადაც დაარტყა.

არადა, შესვენებამდე "ინტერს", სულ მცირე, სამბურთიანი უპირატესობა უნდა ჰქონოდა.

შესვენების მერე "ინტერის" უპირატესობა თვალსაჩინოზე მეტი გახდა და ჯერ ბაჩანა ცხადაძემ (პენალტით), შემდეგ კი ასიფ მამედოვმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს.

მეორე ტაიმში "ინტერიც", ფაქტობრივად, დუბლშემადგენლობით თამაშობდა და მატჩის მიწურულს ერთი გოლიც "დაამატა". საბოლოოდ შეხვედრა "ინტერის" გამარჯვებით - 4:0 დამთავრდა.

მომდევნო სპარინგ-მატჩი კი მართლაც დიდ ინტერესს იწვევს: 8 სექტემბერს ბაქოს "ინტერი" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!