აზერბაიჯანის უნიბანკ-პრემიერლიგის VIII ტურის მატჩების ნახევარის შესახებ უკვე გიამბეთ, გაგაცნობთ სხვა სამი მატჩის პერიპეტიებსაც. რევაზ ძოძუაშვილის დებიუტი "თურანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯერ არ შედგა, გუნდი სხვა მწვრთნელმა გაიყვანა და "ყარაბახთან" 0:1 წააგო.

აზერბაიჯანის უნიბანკ-პრემიერლიგის VIII ტურის მატჩების ნახევარის შესახებ უკვე გიამბეთ, გაგაცნობთ სხვა სამი მატჩის პერიპეტიებსაც. რევაზ ძოძუაშვილის დებიუტი "თურანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯერ არ შედგა, გუნდი სხვა მწვრთნელმა გაიყვანა და "ყარაბახთან" 0:1 წააგო. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს შალვა ფირცხალავამ და გიორგი ჭედიამ, ხოლო გიორგი მოდებაძე 39-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმართა რიგებში კი შეუცვლელად გიორგი ადამია გაისარჯა.

ამ თამაშის შემდეგ ძოძუაშვილმა დაიწყო "წმენდა", თითქმის ყველა ლეგიონერი გუნდიდან გაუშვა, მათ შორის გიორგი მოდებაძე. აი, რას წერს "აზერიფუტბოლი": "რა თქმა უნდა, ქართველმა სპეციალისტმა უკვე იცის, ვის აიყვანს "თურანში", რა თქმა უნდა, ყველა მათგანი საქართველოდანაა. ზამთრის სატრანსფერო სეზონამდე კი გუნდი არსებული კადრებით გავა ფონს".

ამავე ტურში ქართველმა გოლკიპერმა ამირან გვენცაძემ ერთბაშად 5 ბურთი გაუშვა. მოიკ-ი შინ "განჯასთან" 0:5 შერცხვა. ამ თამაშის შემდეგ მასპინძელთა მწვრთნელი კი გადადგა, მაგრამ არმიელთა ხელმძღვანელობამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ისევ პოსტზე დატოვა. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ზურაბ ძამსაშვილმა, ხოლო გიორგი სეთურიძე მე-60 წუთზე გამოჩნდა. "განჯას" მესამე ქართველი ლევან მდივნიშვილი სათადარიგო იყო.

ტურის ცენტრალურ მატჩში "ხაზარი" "ბაქის" დაუზავდა - 1:1. ლენქორანელ დავით იმედაშვილს მენისკის ოპერაცია ახალი გაკეთებული აქვს.

19 ქულით ჩემპიონატს ლადო ბურდულის "ნეფთჩი" ლიდერობს, "ხაზარი" 18 ქულით მეორეა, კახა ცხადაძის "ინტერი" (16 ქულა) - მესამე.

სომხეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ორი ყველაზე "ქართული" გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს - "ულისმა" 2:1 დაამარცხა "განძასარი". 26-ე წუთზე ჩვენებურმა გიორგი კრასოვკიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე "ულისს" გამარჯვება შოთა ჯიქიამ მოუტანა. კრასოვსკიმ და ჯიქიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო 61-ე წუთზე მასპინძელთა შორის გაგა თიბილაშვილიც გამოჩნდა. სტუმართა რიგებში კარში ლევან ბუბუტეიშვილი იდგა, დაცვის ცენტრში - დავით ხანიშვილი. ჯიქიამ ჩემპიონატში მე-5, ხოლო კრასოვსკიმ მე-3 გოლები გაიტანეს. "ულისი" 45 ქულით მესამე ადგილზეა, "განძასარი" კი 23 ქულით მე-6 ადგილზეა.

ორი აუტსაიდერის დაპირისპირებაში "შირაკმა" 2:0 მოუგო "კილიკიას", თუმცა მაინც ბოლო, მე-8 ადგილზე დარჩა. 86-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში 21 წლის მიხეილ მურმანიშვილი გამოჩნდა.

როგორც ჩანს, "შერიფის" ჰეგემონია მოლდოვურ ფეხბურთში დასასრულს უახლოვდება - ჩემპიონი ჯერჯერობით მე-6 ადგილზეა 19 ქულით, თუმცა დაკარგული ქულების მიხედვით მოულოდნელ ლიდერ "ისკრა-სტალს" დიდად არ ჩამორჩება. ბოლო ტურში (ქართულის არ იყოს) მოლდოვური კლასიკო ვიხილეთ - "დაჩიამ" "შერიფს" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ქართულისგან განსხვავებით, მოლდოვურ კლასიკოზე ინციდენტი არ მომხდარა, ხოლო "შერიფის" კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა შეუცვლელად იYთამაშა. ბოლო წუთებში, როცა "ზიმბრუ" იერიშებზე გადავიდა, "შერიფი" რამდენჯერმე იხსნა ქართველმა. ტირასპოლში ადგილობრივი "ტირასპოლი" და "დაჩია" დაზავდნენ - 0:0. მასპინძელთა რიგებში გიგა მამულაშვილმა 73-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის შეუცვლელად მამუკა ლომიძე და დავით გამეზარდაშვილი გაისარჯნენ. დავით კაკულიას "სფინტულ გეორგე" ბენდერის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა. ეს გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა 5 ქულით.

ფინეთის იკონენლიგაში, რაც ჩვენებურად პირველ ლიგას ნიშნავს, ორი ტურიღა რჩება. მოგეხსენებათ, ფინეთი ერთ-ერთი ყველაზე ცივი ქვეყანაა ევროპაში და საფეხბურთო სეზონი იქ აცივებამდე უნდა დასრულდეს. 24 ტურის შემდეგ ტყუპი ძმების, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილების "როვანიემი" 48 ქულით პირველია. პირველი ადგილი უმაღლესის საგზურს იძლევა, მეორე ჯერ - პლეი-ოფისას. "როვანიემი" "ვიკინგიტს" 2 ქულით უსწრებს, ხოლო პოპა-ს - 4-ით. "როვანიემიმ" სტუმრად 3:0 მოუგო პკ-35-ს. ამ შეხვედრაში ანგარიში 45-ე წუთზე პენალტით პავლე ხორგუაშვილმა გახსნა, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს. 77-ე წუთზე კი მოედანზე ვალტერ ხორგუაშვილიც გამოჩნდა. "როვანიემის" მიზნამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. ჩემპიონატში პავლემ 9 გოლი გაიტანა, ვალტერმა - 1.

ირაკლი სირბილაძის კპვ-ს მხოლოდ თეორიული შანსიღა შერჩა პლეი-ოფის საგზურის მოპოვების, თუმცა ირაკლის, ალბათ, ბომბარდირობას ვერ წაართმევენ. ყოველ შემთხვევაში, 28 წლის ფორვარდი 15 გოლით ლიდერობს და უახლოეს კონკურენტს სამი გოლით უსწრებს. ბოლო ტურში კპვ-მ ტპვ-ს 3:1 მოუგო, სირბილაძემ კი 52-ე წუთზე გაიტანა. გიორგი ოსიტაშვილის "კოტეპემ" სტუმრად 1:0 სძლია ჰიკ II-ს, ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. "კოტეპე" 32 ქულით მე-8 ადგილზეა.

ესტონურ მეისტრილიგაში სეზონში მესამე მარცხი იწვნია "ფლორამ". ლიდერმა სტუმრად უმოტივაციო "ტამეკასთან" წააგო - 1:2. ზაქარია ბეგლარიშვილი (5 გოლი სეზონში) 57-ე წუთზე შეცვალეს. "ფლორა" 72 ქულით ლიდერობს.

კიდევ ერთ ჩემპიონატს შევეხოთ, სადაც სეზონი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება - ლატვიურ ვირსლიგას. 22-ე ტურში თამაზ პერტიას "დაუგავა" "მეტალურგსს" ეწვია და 0:0 დაუზავდა. პერტიამ მამუკა ღონღაძე და გიორგი ჩიხრაძე ათამაშა, ხოლო ლატვიის მოქალაქე დავით ფაილოძე სათადარიგოთა სკამზე დატოვა. "დაუგავა" 44 ქულით მე-4 ადგილზეა და არა გვგონია, დარჩენილ 5 ტურში ადგილი შეიცვალოს. უკან ნამდვილად არ დაიხევს - მე-5 ადგილოსან "იურმალას" 20 ქულით უსწრებს, ხოლო "მეტალურგსს" ხუთი ქულით ჩამორჩება. რიგის "ოლიმპსი" "იაუნიბას" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. სტუმართა რიგებში ლაშა ღონღაძემ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჩხიკვიშვილი (ლატვიის მოქალაქეა) კი შესვენებაზე შეცვალეს, კოტე ზარნაძე სათადარიგო იყო. დავით ჯანელიძის "სკონტომ" 2:1 მოუგო "იელგავას", ქართველი შემტევი ნახევარმცველი სათადარიგო იყო. "სკონტო" 59 ქულით ლიდერი და თითქმის ჩემპიონია, "ოლიმპსი" (14 ქულა) კი ბოლოა და შეიძლება გავარდეს.

პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში კახა შალამბერიძის "ოდრამ" სტუმრად 1:0 მოუგო "ნიესიეშას". ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა. "ოდრა" 13 ქულით მე-12 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა