"მილანის" 19 წლის ფეხბურთელს ინტერვიუში ყოფილი თუ ამჟამინდელი თანაგუნდელების დახასიათებაც მოუწია
სტეფან ელ შაარავი მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ უკვე ბევრს მიაღწია ფეხბურთში - "მილანის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და ეროვნულ ნაკრებშიც კი მიიღო მიწვევა.

მოკლედ, არაბული წარმოშობის იტალიელს კარგი დროება უდგას და შესაბამისად, ჟურნალისტთა დიდი ყურადღებითაც სარგებლობს.

სტეფანს "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი გაესაუბრა და სხვადასხვა თემაზე მისი პოზიციით დაინტერესდა. თუმცა, არა მარტო თემებზე, ახალგაზრდა შემტევს ყოფილი თუ ამჟამინდელი თანაგუნდელების დახასიათებაც მოუწია.

ზლატანი

სიმართლე გითხრათ, იბრაჰიმოვიჩთან თამაში არცთუ ისე ადვილია... როგორც თვითონ ფიქრობს. უნდა, რომ ყველა ისე მოქმედებდეს, როგორც მას სურს.

მოკლედ, თუ პასს არ მიაწვდი, ყვირილს იწყებს და თამაშის ხასიათს გიფუჭებს. რაც მთავარია, არც გასახდელში ჩერდება და შეუძლია, რომ სახალხოდ გაგლანძღოს.

ვცდილობდი, იბრასთან მეგობრული ურთიერთობა მქონოდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს არცთუ ისე კარგად გამომივიდა.

იმედია, ზლატანი არ მიწყენს, მაგრამ სათქმელი უნდა ვთქვა - როდესაც მოედანზე იბრა არ იყო, თავს გაცილებით კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობდი.

გატუზო

როდესაც გატუზომ ჩემი ვარცხნილობა დაინახა, საშინლად გაბრაზდა და მთელი ხმით მიყვირა:

სისულელეებს მოეშვი და ფეხბურთის თამაშზე იფიქრეო. მისი ასეთი რეაქცია ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგან რინოს არ ვიცნობდი და პირველივე შეხვედრისას ბოლო ხმაზე მიყვირა. შემდეგ ახლოს გავიცანი და მივხვდი, რომ ის, უბრალოდ, ასეთი იყო და მისგან მსგავსი ქმედება არ უნდა გამკვირვებოდა.

ჯენარო ყველაზე გულახდილი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ - ყველას ძალიან გვენატრება და გული მწყდება, რომ მასთან ერთად უფრო დიდხანს ვერ ვითამაშე.

პაცინი

პაცინის აქამდეც ვიცნობდი და მისმა ტრანსფერმა ძალიან გამახარა. ჩემი პირადი აზრით, იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.

ტანდემში უკვე ვითამაშეთ და კარგადაც გავუგეთ ერთმანეთს, რაც ძალიან მახარებს. რაც მთავარია, შესანიშნავი პიროვნებაა, რომელთან ურთიერთობაც ერთ რამედ ღირს. დარწმუნებული ვარ, "მილანი" მასთან ერთად გაცილებით ძლიერი იქნება.

ვარცხნილობა

უკვე გითხარით, თუ რა რეაქცია ჰქონდა ჯენარო გატუზოს, როდესაც ჩემი ვარცხნილობა დაინახა. სიმართლე გითხრათ, სხვებმაც შემომიტიეს და მირჩიეს, რომ თავი მთლიანად გადამეპარსა.

შემდეგ მასიმო ამბროზინი გამომექომაგა და განაცხადა, რომ თუ ანალოგიური ვარცხნილობით მარეკ ჰამშიკი, ნეიმარი და ჯიბრილ სისე თავიანთ საქმეს შესანიშნავად აკეთებენ, რატომ არ შეიძლება, რომ მეც იგივე გავაკეთო? - ამბროზინი გუნდში განუზომელი ავტორიტეტით სარგებლობს და მას შემდეგ ჩემს ვარცხნილობას ცუდად არავინ შეხებია.

პოპულარობის შესახებ

როდესაც გულშემატკივრები ფოტოს გადაღებას ან ავტოგრაფს მთხოვენ, თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან მუდმივად იმის განცდა მაქვს, რომ ეს ყველაფერი არ დამიმსახურებია.

ეს ჩემი ოჯახის, კერძოდ კი, მამის დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის იმას მიმეორებს, რომ წარმატება თავში არ უნდა ამივარდეს. როდესაც სერია A-ში მოვხვდი, ჩემს მიმართ ყურადღება გაათმაგდა და დიდი იყო იმის ალბათობა, რომ რეალობის შეგრძნება დამეკარგა, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ მოხდა.

კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი და მიწაზე მყარად დგომაა საჭირო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე