"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ინტერვიუს იშვიათად იძლევა, არადა, მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, არ ახასიაათებს სიყალბე და თემიდან გაქცევა, პირიქით - ყველაზე მტკივნეულ საკითხებზეც კი ღიად ლაპარაკობს...

"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ინტერვიუს იშვიათად იძლევა, არადა, მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, არ ახასიაათებს სიყალბე და თემიდან გაქცევა, პირიქით - ყველაზე მტკივნეულ საკითხებზეც კი ღიად ლაპარაკობს. ვფიქრობთ, ჩვენი დღევანდელი ინტერვიუც ამის მაგალითია.

- ბატონო ილია, "ზესტაფონის" ბაზის მშენებლობა თუ დაიწყო?

- დაწყებულია და ვფიქრობ, მალე თანამედროვე ბაზა გვექნება. კლუბის მოსამზადებლად ბაზა აუცილებელი იყო. ამას გარდა, შეგვიძლია, ბაზით შემოსავლის წყარო გავზარდოთ. აშენდება სასტუმრო, სადაც სტუმარი გუნდის მიღებას შევძლებთ. სხვათა შორის, ჩვენი უცხოელი მეგობრები დღესვე გამოთქვამენ ჩამოსვლის, ორკვირიანი შეკრების მოწყობისა და ქართულ გუნდებთან ამხანაგური შეხვედრების გამართვის სურვილს. ზესტაფონთან ახლოსაა კოპიტნარის აეროპორტი, ბათუმი, ზღვა და უცხოური კლუბის ჩამოსვლა არარეალური ნამდვილად არ არის. წარმოგიდგენიათ, როგორ შეიცვლება საქართველოს როლი საფეხბურთო სამყაროში, თუ ათ ასეთ ბაზას ავაშენებთ? შესაძლოა, ამ გზით არა მხოლოდ კლუბებმა, მთლიანად ქვეყანამაც დიდი მოგება მიიღოს. მხოლოდ ფეხბურთისთვის არ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, ეს ზესტაფონისა და საქართველოსთვის აუცილებელია.

- სწორედ აქეთკენ მიმყავდა ლაპარაკი - ზესტაფონში საფეხბურთო კლუბი სოციალური მოვლენაა. სამწუხაროდ, ქალაქში გასართობი ცენტრების კატასტროფული დეფიციტია და ხალხს საფეხბურთო ბაზის აშენება იმიტომაც ახარებს, რომ ქალაქში ერთგვარი ევროპული ოაზისი გაჩნდება...

- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. მაგრამ ქართულ ფეხბურთში არსებულ რთულ ვითარებას მხოლოდ "ზესტაფონი" ვერ შეცვლის. ზოგადად ჩვენი ფეხბურთის დღევანდელობა ძალიან მადარდებს - საით მივდივართ, რა გვინდა... სამწუხაროდ, დღემდე მხოლოდ ქუთაისის სტადიონი გარემონტდა, ჩვენ კი ბევრი გვჭირდება. მერე რა იქნება, არ ვიცით, საფეხბურთო პოლიტიკა ბოლომდე გარკვეული არ არის. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, სერიოზული პროექტები რომ ხორციელდებოდეს.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- საქართველოში ძალიან ძნელია თამაში. დარწმუნებული ვარ, რუსეთის ან უკრაინის წარმატებული გუნდი საქართველოს ჩემპიონატში რომ ჩავრთოთ, სამეულში მოხვედრა გაუჭირდება. და იცით, რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენთან უხარისხო მოედნებია, ამ პრობლემას კი მოგვარება სჭირდება.

- ზესტაფონის მოედანი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და რატომ აღმოჩნდა ასეთ სავალალო მდგომარეობაში?

- სპეციალისტების დეფიციტია. ამიტომაც შევწყვიტეთ იქ ვარჯიში და ახალ მოედანს ვაგებთ. ახლახან, ჩამოვიყვანეთ ამერიკული კომპანიის წარმოადგენელი, რომელიც უკრაინაში საფარს ევრო 2012-ისთვის აგებდა. ჩვენი საფარი მწვანე კი იყო, მაგრამ ნიადაგი დაავადებულია და სასწრაფოდ მკურნალობას საჭიროებდა... სპეციალისტი ჩამოვიყვანეთ და კაციშვილს ყურადღება არ მიუქცევია. ეს იმ დროს, როდესაც საქართველოში მოედნების მდგომარეობა კატასტროფულია და მათი მოვლა თითქმის არავინ იცის. სიმართლე გითხრათ, ჩვენს პრესსამსახურს შეგნებულად ვთხოვე, უკრაინელის ჩამოსვლა მედიისთვის ეცნობებინა, მაგრამ ვისაც ეს ეხებოდა, ყურები არ შეუბერტყავს. ასეთი დამოკიდებულების ლოგიკური შედეგი ისაა, რომ ქეცბაიამ მოედანს "ყანა" უწოდა. ეს ბევრს ეწყინა, მაგრამ თემურმა სიმართლე თქვა. მოთამაშეს მოედანში ფეხი რომ ეფლობა, როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთი?! ახლა მალტას ვხვდებით და რას აპირებენ? მოედანიც კი ვერ გაგვიკეთებია და დიდი პრეტენზიები გვაქვს. გული იმაზე მწყდება, რომ ეროვნულ სტადიონზე უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ზესტაფონის გადახრუკულ მოედანზე.

- საკლუბო თემებზე ვილაპარაკოთ. ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, ზამთარში "ზესტაფონი" რამდენიმე ლიდერს შეელიოს...

- ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია. შეგვიძლია, ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელი გავყიდოთ და 2-3 მილიონი ევრო ავიღოთ, ან შევინარჩუნოთ ისინი და ვითამაშოთ იმ 7 მილიონი ევროსთვის, რომელსაც კლუბები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის იღებენ. ახლა უკვე გადაწყვეტილებაა მისაღები.

- ლაპარაკია გიორგი ხიდეშელის წასვლაზე...

- არ დავაკონკრეტებ. ფაქტია, რომ რამდენიმე ფეხბურთელის მიმართ სერიოზული ინტერესია.

- ...და რომელი გადაწყვეტილებისკენ იხრებით?

- გასაგებია, რომ ამ ფეხბურთელებს დიდხანს ვერ გავაჩერებთ. სპორტული და ფინანსური მენეჯერების გადასაწყვეტია, რომელ გზას დავადგეთ - "ზესტაფონის" ჩემპიონობისა და ლიგაში მოხვედრისთვის ვიბრძოლოთ, თუ ფეხბურთელები გავყიდოთ და სანამ ინფრასტრუქტურა წამოგვესწრება, რეალურ შემოსავლებს დავთანხმდეთ. ლვოვის "კარპატისთან" შეხვედრამ გამოაჩინა, რომ ევროპული დონისთვის ჯერ მზად არ ვართ, მაგალითად, საორგანიზაციო კუთხით. შუქი რომ ჩაქრა, ესეც არ იყო შემთხვევითი, რადგან უნდა ჩამქრალიყო და გაგვეგო, რამდენი რამ გვაკლია ევროპულ დონემდე და რა გამოუცდელები ვართ. მომდევნო ევროსეზონს უფრო მომზადებული შევხვდებით და ეს სპორტულ შედეგსაც მოიტანს. და კიდევ - თუ ზურგს არ გაამაგრებ, ის თერთმეტი ბიჭი მოედანზე ვერაფერს გახდება. და რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო ხედავ, რამდენი პრობლემაა გამოსასწორებელი.

- ეს პრობლემები უიმედობაში ხომ არ გაგდებთ?

- უიმედოდ ამ საქმეს ვერ გააკეთებ. ერთი ეგაა, კადრები კატასტროფულად არ გვყოფნის. ამ საკითხის მოგვარებას ფედერაცია და მთელი საფეხბურთო სამყარო ერთობლივად უნდა ვცდილობდეთ. უნდა იყოს ერთიანი სტრატეგია და მას ყველა მივყვებოდეთ. თუ დღეს "ზესტაფონი" ან "დინამოა" ჩემპიონობის ღირსი, მას ხელოვნურად მსაჯებით და სხვა ქვედა დინებებით ხელი არ უნდა შეუშალონ. თუ არა და, ბოლო წლების მაგალითებზე ვნახეთ - გახდა გუნდი ჩემპიონი, გავიდა ევროპაში და შევრცხვით - გვეყოფა! მივცეთ იმას საშუალება, ვისაც ეკუთვნის გასვლა. არ ვამბობ, რომ იქ ვარსკვლავებს მოვწყვეტთ... გააჩნია, როგორ გაგიმართლებს და ვინ შეგხვდება, მაგრამ თეორიულად, უკეთ გამოსვლის მეტი შანსი რეალურად უფრო ძლიერ გუნდს აქვს.

- დაბოლოს, როგორც შევიტყვეთ, "ზესტაფონის" ცენტრალური სტადიონი გადმოგეცათ...

- დიახ, სტადიონი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" გადმოეცა და ახლა ის უფრო სწრაფად განახლდება. რეკონსტრუქცია ისე უნდა მოხდეს, ევროპული სტანდარტები რომ დააკმაყოფილოს და არა - მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპის, ყველა სტადიის მატჩებს უნდა ვუმასპინძლოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე