ვუელტას მე-17 ეტაპზე, პრაქტიკულად, გაირკვა ესპანური ველომარათონის გამარჯვებული
ვუელტას მე-17 ეტაპზე, პრაქტიკულად, გაირკვა ესპანური ველომარათონის გამარჯვებული. ალბერტო კონტადორის შეტევებმა, როგორც იქნა, მიზანს მიაღწია და მან გუშინ ლიდერის წითელი მაისურა ჩამოართვა ხოაკიმ როდრიგესს.

გუშინდელ ეტაპზე, ისევე, როგორც ესპანური ველომარათონის ეტაპების უმრავლესობაში, ფინიში მთაზე იყო დანიშნული. ამასთან, სამი ამაღლება ველომრბოლელებს დისტანციის მეორე ნახევარში ელოდათ.

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები პირველ მთაზე, როცა პელოტონი ორ ნაწილად გაიყო. ამასთან, ალბერტო კონტადორი და ალეხანდრო ვალვერდე პირველ ჯგუფში აღმოჩნდნენ, საერთო ჩათვლის ლიდერი ხოაკიმ როდრიგესი - მეორეში. თუმცა მან თავისი გუნდის დახმარებით შეძლო 15-წამიანი ჩამორჩენის ლიკვიდირება.

ბოლოსწინა მთაზე ინიციატივა თავის თავზე აიღო კონტადორმა. მან ფინიშამდე 50 კილომეტრით ადრე წამოიწყო იერიში და ლიდერთა ჯგუფს შეუერთდა, სადაც მას სამი თანაგუნდელი ელოდა. ალბერტომ დაშვებისას 30 წამამდე გაზარდა უპირატესობა მთავარ კონკურენტებთან.

ფინიშამდე 23 კილომეტრით ადრე კონტადორმა "ასტანას" ორ მრბოლელთან ერთად მორიგი შეტევა დაიწყო. მის გვერდით აღმოჩნდა მისი ძველი მეგობარი პაოლო ტირალონგო, რომელთან ერთადაც ყაზახურ გუნდში გამოდიოდა. შარშან ალბერტომ იტალიელს ჯირო დ'იტალიაზე გამარჯვება აჩუქა და ახლა ტირალონგომ ვალის გადახდა გადაწყვიტა.

მათი დუეტი ბრწყინვალედ მუშაობდა და კონტადორი სულ უფრო შორდებოდა როდრიგესს. თან ალბერტომ საშუალედო ფინიში მოიგო და ექვსი საბონუსე წამი დაიმსახურა. სწორ მონაკვეთზე კი კონტადორი თავის კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა დგას და ამიტომაც სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა.

როდრიგესს მხოლოდ ერთი დამხმარე ჰყავდა და ამით ისარგებლა ვალვერდემ. მან თავის ერთგულ თანაგუნდელთან - ნაირო კინტანასთან ერთად მიატოვა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი და კონტადორთან ჩამორჩენის შემცირება დაიწყო. ამასობაში, ფინიშამდე 15 კილომეტრით ადრე ტირალონგომ ვერ გაძლო და კონტადორმა მარტომ გააგრძელა რბოლა.

ალბერტოს ბოლო კილომეტრებზე ძალიან გაუჭირდა, მუდმივად უკან იყურებოდა, მაგრამ მისმა მდევრებმა ვერ გაბედეს შეტევაზე გადასვლა.

კონტადორმა დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამან მას, პრაქტიკულად, ვუელტას ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

როდრიგესი ფინიშზე ორწუთნახევრის შემდეგ მივიდა და არათუ ლიდერობა, მეორე ადგილიც დაკარგა გენერალურ კლასიფიკაციაში. ხოაკიმმა წინა ეტაპებზე გაუძლო უმძიმეს მთებში კონტადორის შეტევებს, მაგრამ კონკურენტისგან დარტყმა იქ მიიღო, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კონტადორი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიადესი ველომრბოლელია.

XVII ეტაპი

სანტანდერი-ფუენტე დე (187.3 კმ)

1. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank) - 4:29.20; 2. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar) - +0.06; 3. სერხიო ლუის ენაო (კოლუმბია, Sky) - იგივე დრო; 4. გორკა ვერდუგო (ესპანეთი, Euskaltel) - იგივე დრო; 5. რინალდო ნოჩენტინი (იტალია, AG2R) - +0.19; 6. იან ბაკალენტსი (ბელგია, Radioshack) - +0.55... 10. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - +2.38...

საერთო ჩათვლა

1. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank) - 68:07.54; 2. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar) - +1.52; 3. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, “კატიუშა”) - +2.28; 4. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი, Sky) - +9.40; 5. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +11.36; 6. რობერტ ჰესინკი (ჰოლანდია, Rabobank) - +12.06...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"